LIFE

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

ვარსკვლავურ ცხოვრებას თან ახლავს სკანდალებიც. ზოგჯერ ცნობილი ადამიანები საზოგადოების ყურადღების მისაპყრობად ხელოვნუდრადაც კი ქმნიან საკუთარი თავის გარშემო სკანდალებს.

რა თქმა უნდა, 2018 წელსაც არ ჩაუვლია ჰოლივუდში ხმაურიანი სკანდალების გარეშე. მაშ ასე, თვალი გადავავლოთ გასულ წელს.

1. ქაილი ჯენერის საიდუმლო ფეხმძიმობა - 2018 წლის 4 თებერვალს ქაილიმ თავის თაყვანისმცემლებს ამცნო, რომ შვილი გააჩინა. ქაილის ორსულობის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ის მუცელს საგულდაგულოდ მალავდა. ახლა კი, საზოგადოება იმაზე დავობს თუ ვინ არის ბავშვის მამა. ამბობდნენ, რომ ქაილიმ ის თავისი დაცვის წევრისგან, ტიმ ჩანგისგან გააჩინა, რასაც თავად ტიმი კატეგორიულად უარყოფს.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

2. არიანა გრანდესა და პიტ დევიდსონის ნიშნობა და განშორება - ეს არის წყვილი, რომლის ამბავსაც მთელ მსოფლიოში მთელი წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურად განიხილავდნენ. ] ურთიერთობიდან სამი კვირის შემდეგ პიტმა მომღერალს ხელი სთხოვა. მათ ერთნაირი ტატუებიც კი გაიკეთეს, ნიუ იორკში 16 მილიონ დოლარად აპარტამენტი შეიძინეს და საცხოვრებლად ერთად გადავიდნენ. 8 სექტემბერს პიტ დევიდსონის ყოფილი შეყვარებული ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების გამო გარდაიცვალა. 14 ოქტომბერს არიანა და პიტი დაშორდნენ და მათ დაშორებას სწორედ დევიდსონის ყოფილის გარდაცვალებას უკავშირებენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

3. ნიკი მინაჟისა და ქარდი ბის მტრობა - ეს ორი ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი ქალი რეპერები არიან და ბუნებრივიც კი არის, რომ მათ შორის არც ისე თბილი ურთიერთობაა. 2018 წელს ქარდი ბიმ არაერთხელ მოიხსენია ნიკი არასასიამოვნო სიტყვებით კამერების წინ და სოციალურ ქსელებშიც მიუძღვნა დამამცირებელი პოსტები. ისინი ერთმანეთს ხშირად ადანაშაულებდნენ იდეების მოპარვაში.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

4. ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის მოულოდნელი ნიშნობა და ქორწინება - 2018 წელი ჯასტინისა და მისი ყოფილი შეყვარებულის, სელენა გომესის შერიგებით დაიწყო, თუმცა სრულიად მოულოდნელად ფანებმა ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ნიშნობის შესახებ შეიტყვეს. წყვილმა ნიშნობის გადაწყვეტილება 2018 წლის ივლისში, ერთთვიანი ურთიერთობის შემდეგ მიიღო. ოფიციალური ქორწინების შესახებ არაფეერია ცნობილი, თუმცა თავად ჰეილი და ჯასტინი ერთმანეთს ცოლ-ქმარს უწოდებენ, ჰეილიმ „ინსტაგრამზე“ გვარიც კი შეიცვალა და ახლა ჰეილი ბიბერია. აღსანიშნავია ისიც, რომ 2018 წლის ოქტომბერში ჯასტინის ყოფილი გერლფრენდი, სელენა გომესი, მენტალური აშლილობის გამო კლინიკაში მოხვდა და ჯასტინმა ამის შესახებ ჟურნალისტებთანაც გააკეთა კომენტარი. მან თქვა, რომ სელენას მდგომარეობის გამო თავს დამნაშავედ გრძნობს.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

5. ტრისტან ტომპსონის ღალატის სკანდალი - ქლოე კარდაშიანის ქმარი, კალათბურთელი ტრისტან ტომპსონი 2018 წელს პაპარაცებმა არაერთხელ გამოიჭირეს უცნობ ქალებთან გართობის დროს. აღბეჭდეს ისიც, თუ როგორ კოცნის ტრისტანი სხვა ქალს. საინტერესოა ის, რომ ტრისტანი და ქლოე ყოველივეს მიუხედავად ინარჩუნებენ ურთიერთობას. ქლოე ამბობს, რომ ის თავს ბედნიერად გრძნობს. ტრისტანის ღალატმა, როგორც ჩანს, განსაკუთრებით კიმ კარდაშიანი გაანაწყენა. მან „ინსტაგრამზე“ სიძეს გამოწერა გაუუქმა და საჯაროდაც გააკრიტიკა.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

6. კიმ კარდაშიანის კომენტარი ანორექსიაზე - კიმმა ანორექსია „ინსტაგრამის“ კომენტარებში ირონიულ კონტექსტში მოიხსენია, რასაც საზოგადოების აღშფოთება და ნამდვილი სკანდალი მოჰყვა. ყოველივეს გამო კარდაშიანს ბოდიშის მოხდა მოუწია.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

7. ქენდალ ჯენერის სასიყვარულო სამკუთხედი - ქენდალს ერთდროულად ორი ბოიფრენდი ჰყავდა - მოდელი, ანვარ ჰადიდი და კალათბურთელი, ბენ სიმონსი. სანდო წყაროზე დაყრდნობით გამოცემა People წერდა, რომ 18 წლის მოდელთან, ანვარ ჰადიდთან ჯენერი სერიოზულ ურთიერთობას არ აპირებდა და მას მხოლოდ გართობისა და სიამოვნების მიღების მიზნით ხვდებოდა. მალე ცნობილი გახდა, რომ სუპერმოდელი კალათბურთელსაც დაშორდა და მოდელსაც. თუმცა ამ ინფორმაციიდან რამდენიმე დღეში ჯენერი რომანტიკულ გარემოში ჯერ ანვარ ჰადიდთან ერთად ნახეს, ხოლო შემდეგ ბენ სიმონსთან.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები

8. ჯიჯი ჰადიდისა და ზეინ მალიკის უჩვეულო ურთიერთობა - წყვილი ერთმანეთს 2015 წლიდან ხვდება. 2018 წლის მარტში კი გამოცემა The Sun მათი დაშორების შსახებ წერდა. ჯიჯიმ და ზეინმა „ტვიტერში“ გამოქვეყნებული პოსტებით დაშორების ამბავი დაადასტურეს. ზეინმა ჯიჯის „ინსტაგრამზე“ გამოწერაც კი გაუუქმა. ამ ამბიდან ერთ თვეში წყვილი პაპარაცებმა კვლავ ერთად შენიშნეს. მალევე ჯიჯიმ ზეინთან ერთად გადაღებული აალი ფოტოც გამოქვეყნა „ინსტაგრამის“ სთორიში და წყვილს დღემდე იდეალური ურთიერთობა აქვს. როგორც შემდეგ გაირკვა მათი დაშორების ამბავი პიარის ნაწილი იყო.

ჰოლივუდის ვარსკვლავების 2018 წლის ყველაზე გახმაურებული სკანდალები



<a href="https://www.seventeen.com/" target="_blank">https://www.seventeen.com/</a>