სტილი

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

1. ნუ შეგეშინდებათ აირჩიოთ მონოქრომული სტილი. ერთი ფერის ტანსაცმელი ვიზუალურად აგრძელებს სილუეტს, განსაკუთრებით თუ სხვადასხვა ტონალობის ნივთებს შეარჩევთ.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

2. თუ გიყვართ ნივთები ჰორიზონტალური ზოლებით, მაგრამ გეშინიათ, რომ ისინი ვიზუალურად რამდენიმე კილოგრამს მოგიმატებენ, - „შეზღუდეთ“ ისინი ზემოდან ჩაცმული გახსნილი ჟაკეტით ან ქურთუკით.

3. ნეიტრალური ფერების კომპლექტის ჩაცმისას (ლურჯის, შავის, თეთრის, ბეჟის), გახსოვდეთ, რომ აქსესუარები ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა იყოს მკვეთრი ფერის. განსაკუთრებული შიკია - სხვადასხვა ფერის, მაგრამ ერთმანეთთან შეხამებული ჩანთა და ფეხსაცმელი.

4. ჩამოყალიბდით საკუთარი ფიგურის ტიპთან დაკავშირებით და იპოვეთ ვარსკვლავი ქალი თქვენნაირი ფიგურით. როგორც წესი ვარსკვლავის სტილზე მუშაობენ სტილისტები, ამიტომაც მის საფუძველზე საკუთარი სტილის შექმნისას, ყოველთვის გამოჩნდებით სტილურად და მოდურად. თუნდაც თქვენი ნივთების ღირებულება იყოს ბევრად ნაკლები. მაგრამ არ დააკოპიროთ სამოსი სრულიად - უბრალოდ გამოიყენეთ ისინი როგორც შთაგონება.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

5. თეთრი ფერის ნივთების ჩაცმისას, ყურადღებით შეხედეთ საკუთარ თავს სარკეში დღის შუქზე: ხშირად ასეთი განათების დროს ისინი უფრო გამჭირვალე ხდებიან, ვიდრე ხელოვნური განათების დროს. ეს კი ნიშნავს, რომ თქვენ რისკავთ აჩვენოთ საკუთარი თეთრეული ყველა გარშემომყოფს. ამიტომ აირჩიეთ კაბები სქელი ქსოვილისგან ან სარჩულით.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

6. იმისათვის რომ თქვენი ნივთები იდეალურად გამოიყურებოდეს, არ ჩაიცვათ ისინი გააუთოვების შემდეგ. დაიცადეთ რამდენიმე წუთი, რათა ქსოვილი გაცივდეს და გაშრეს. სხვაგვარად რისკავტ, რომ მიიღოთ უფრო მეტი ნაოჭი, ვიდრე გაუთოვებამდე იყო.

7. სხვადასხვა პრინტის შეხამება - მარტივი საქმე არ არის. იმისათვის, რომ სტილურად გამოიყურებოდეთ, უნდა დაიმახსოვროთ რამდენიმე წესი: კოპლები ეხამება ზოლებს, ზოლები ეხამება ყვავილიან პრინტს, ორი ყვავილიანი პრინტი კი შეიძლება არსებობდეს ერთ კომპლექტში იმ პირობით, თუ ფერები აძლიერებს ერთმანეთს.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

8. არსებობს სამი რამ, რასაც შეუძლია გახადოს თქვენი იმიჯი მოდური: შავი მზის დამცავი სათვალე, ტყავის ჩანთა და ფეხსაცმელი.

9. მათ, ვინც განიცდის სირთულეებს ფერების არჩევისას, უნდა გაითვალისწინონ კლასიკური წესი, რომელიც დაგეხმარებათ გამოიყურებოდეთ სტილურად: შეარჩიეთ ნივთები ისე, რომ ერთ ჩაცმულობაში სამ ფერზე მეტი არ იყოს.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

10. ჩაიცვით არა ასაკის მიხედვით, არამედ ფიგურის. მაგრამ გახსოვდეთ, რომ არსებობს ნივთები, რომლებიც კარგად გამოიყურება 25 წლის გოგონებზე, მაგრამ უადგილოა 40 წლის ქალებზე, მაგალითად, მსუბუქი დაპლისილი ქვედაბოლო.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

11. შეარჩიეთ ვიწრო და განიერი ქამრები, რომლებიც მოუხდება ყველა სამოსს თქვენს გარდერობში, - ისინი დაგეხმარებიან ერთი და იგივე ნივთების საფუძველზე შექმნათ სხვადასხვა სტილი.

12. ნუ შეგეშინდებათ ატაროთ დიზაინერული ნივთები იმ ნივთებთან შეხამებაში, რომლებიც ნაყიდია მასობრივ მარკეტში. როგორც ამას აკეთებს, მაგალითად, ქეით მიდლტონი.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის

13. თუ არ იცით, რა ჩაიცვათ, - შეაჩერეთ საკუთარი არჩევანი შავ კლასიკურ შარვალზე, თეთრ პერანგსა და წითელ პომადაზე. სულერთია, სად მიდიხართ, სამსახურში, კაფეში მეგობრებთან ერთად თუ პაემანზე.

14. ნებისმიერი გარდერობის ფუძეა - თეთრი პერანგი. ის უნდა იყოს სწორედ თეთრი, მოყვითალო ელფერის გარეშე. გახსოვდეთ, რომ თეთრ ნივთებს შეუძლია ვიზუალურად გახადოს თქვენი კბილები ყვითელი, ამიტომ როცა იცვამთ ქათქათა თეთრ პერანგს, გამოიყენეთ პომადა, რომელიც „ათეთრებს“ კბილებს.

ყველა დროის 14 მოდური რჩევა გემოვნებიანი ქალებისთვის



<a href="https://www.adme.ru/">https://www.adme.ru/</a>