LIFE

თუ მამაკაცს ეს 10 მახასიათებელი აქვს, ის ქალს თავს დაცულად, კომფორტულად და სამყაროს ცენტრად აგრძნობინებს

თუ მამაკაცს ეს 10 მახასიათებელი აქვს, ის ქალს თავს დაცულად, კომფორტულად და სამყაროს ცენტრად აგრძნობინებს

ყველა ქალს სასურველი და საოცნებო მამაკაცის შესახებ ინდივიდუალური შეხედულება აქვს და მათ სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებენ.

ვნახოთ, რას ამბობენ ფსიქოლოგები სხვადასხვა კვლევებზე და წყვილების ურთიერთობაზე დაკვირვების შედეგად, როგორია იმ მამაკაცის 10 მახასიათებელი, რომელიც ქალს დაცულად, კომფორტულად და სამყაროს ცენტრად აგრძნობინებს.

1. ის დაკავებულია აქვს საკუთარი საქმე, თუმცა ყოველთვის აქვს დრო საყვარელი ქალისთვის - იდეალური მამაკაცისთვის დღის რთული განრიგი რა ნიშნავს, რომ საყვარელი ქალისთვის დროს ვერ გამონახავს. ეს მიუთითებს, რომ საყვარელი ადამიანი მისთვის პრიორიტეტულია, რომ მას შეუძლია რომანტიკულ პარტნიორზე ნებისმიერ სიტუაციაში იზრუნოს და გამოხატოს ყურადღება.

2. აქვს ლიდერის თვისებები - ქალს ხიბლავს მამაკაცში ლიდერის თვისებები, მაგრამ ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ ტირან ლიდერს, რომელიც გადაწყვეტილებებს მხოლოდ და მხოლოდ თავისი სურვილისამებრ იღებს. ქალს ხიბლავს მამაკაცი, რომელსაც შეუძლია მასთან ერთად დაგეგმოს მომავალი, პატივი სცეს მის შეხედულებებს, მოისმინოს და გაითვალისწინოს ისინი.

3. ქალისთვის იდეალურია მამაკაცი, რომელსაც რაღაც საკითხების მიმართ განსაკუთრებული ინტერესი და ჟინი აქვს - ქალებს არ მოსწონთ „ჩამქრალი“ კაცები, რომლებიც ინტერესს არაფრის მიმართ არ ამჟღავნებენ და რომლებსაც მდორე, უღიმღამო ცხოვრება აქვთ.

 

4. თავდაჯერებულობა - ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი თვისებაა. ქალებს მოსწონთ ის კაცები, რომლებიც მყარად დგანან მიწაზე და იციან რას აკეთებენ. იციან, როგორ უნდა გააკეთონ ესა თუ ის საქმე, როგორ იპოვონ გამოსავალი. შეუძლებელია თავდაჯერებული მამაკაცის მიმართ ლტოლვა არ იგრძნო.

 

5. მამაკაცი, რომელსაც აქვს საკუთარი, მყარი აზრი - მერყევი მამაკაცები, რომლებიც ყუველ წუთს იცვლიან აზრებს, არ ხიბლავთ ქალებს. ქალი იმ მამაკაცის გვერდით გრძნობს თავს ბედნიერად, რომელმაც იცის, რას ამბობ და მყარად დგას თავის აზრზე, რომელსაც აქვს სხვადასხვა საკითხების მიმართ თავისი შეხედულება, მაგრამ ამავდროულად, თუ შეცდომას დაუშვებს, გაჯიუტება არ სჩვევია და შეუძლია შეცდომის აღიარება.

6. აქვს სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი - ქალი დაცულად გრძნობს იმ მამაკაცის გვერდით თავს, რომელსაც სწორი გადაწყვეტილებების მიღება შეუძლია, რომელიც აჩვენებს თავის ნიჭს, თავდაჯერებულობას და ძალას. ასეთ მამაკაცს ყოველთვის შეგიძლია დაეყრდნო, ჰკითხო რჩევა რთულ სიტუაციებში და გაითვალისწინო მისი აზრი.

7. აქვს სტილის განსაკუთრებული შეგრძნება - ყველა სხვა მახასიათებლებთან ერთად, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. შესაძლოა, ამბობთ, რომ არ აქცევთ ყურადღებას მამაკაცის ჩაცმის სტილს, მაგრამ რეალურად ასე არ არის. ფსიქოლოგების განმარტებით, ქალები გაცილებით უფრო თავდაჯერებულად და კომფორტულად გრძნობენ თავს, როცა გვერდით მოდურად ჩაცმული მამაკაცი მიჰყვებათ.

 

8. საინტერესო მამაკაცი - ყველა ქალს სურს, რომ გვერდით საინტერესო კაცი ჰყავდეს, რომელთანაც საინტერესო დიალოგის გამართვაა შესაძლებელი. რომელსაც ნებისმიერ საკითხზე შეიძლება ესაუბრო და მისგან ბევრი საინტერესო რამ გაიგო.

9. სასიამოვნო სურნელი - როგორც მამაკაცი იხიბლება ქალის სასიამოვნო სურნელით, ასევე იხიბლება ქალიც მამაკაცის სასიამოვნო სურნელით. სურნელს აქვს განსაკუთრებული უნარი - ის გაგრძნობინებთ, რომ მსოფლიოში საუკეთესო მამაკაცს უყვარხართ, რომ თქვენც მსოფლიოს საუკეთესო ქალი და სამყაროს ცენტრი ხართ.

 

10. უყვარს თავგადასავლები - ცხოვრება თავგადასავლების გარეშე ხომ უინტერესო და მოსაწყენი იქნებოდა?! თუ ქალს გვერდით ჰყავს თავგადასავლების მოყვარული მამაკაცი, ეს ნიშნავს, რომ მათი ცხოვრება არასოდეს იქნება უინტერესო და რომ მის გვერდით უამრავ ბედნიერ, მხიარულ და სიყვარულით სავსე წუთებს გაატარებს.