სილამაზე

როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან

როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან

კანზე ზრუნვა წელიწადის ყველა დროსაუცილებელია, თუმცა განსაკუთრებული ყურადღება მას ზამთარში სჭირდება. ზამთრის ცივ დღეებში კანი მარტივად შრება, რაც არაერთ პრობლემას წარმოშობს.

ვნახოთ, როგორ უნდა მოუაროთ მას ზამთრის ცივ დღეებში - სილამაზის ბლოგერები ყველაზე ეფექტურ მეთოდებს გვიზიარებენ.

1. მოერიდეთ სიცივიდან ძალიან ცხელ გარემოში შესვლას - როცა გარეთ ძალიან ცივა, ოფისებში სახლებში, როგორც წესი გათბობა გვაქვს ჩართული და ჩვეულებრივზე გაცილებით მაღალი ტემპერატურაა. ეს შეიძლება ძალიან ცუდი იყოს კანისთვის. ძალიან თბილ გარემოში დიდხანს ყოფნა სხეულის ცხომოვან ნაწილში აჩენს ბაქტერიას, ბაქტერია შეიძლება გაჩნდეს სახეზეც, რაც, როგორც წესი, ვნებს კანს, აჩენს გამონაყარს და სიწითლეს. 

როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან

2. გამოიყენეთ დამატენიანებლები - აუცილებელია, რომ სწორად შეარჩიოთ დამატენიანებელი თქვენი სახის კანის ტიპისთვის. ყველანაირ საშუალებას ნუ წაისვამთ თუ გინდათ, რომ ალერგია ან რაიმე სხვა გართულება არ მოჰყვეს.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან

3. არ გაჩერდეთ დიდხანს ისეთ ადგილას, სადაც გამომშრალი ჰაერია - როცა გამათბობლებს ვრთავთ, ოთახებში ნაკლები ჰაერია, რაც კანზე უარყოფითად მოქმედებს. ამიტომ, აუცილებელია, რომ ხშირად გამოაღოთ ფანჯრები და გაანიავოთ შენობა.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან

4. მიიღეთ ბევრი წყალი - ორგანიზმისთვის რომ წყალი აუცილებელია, ამაზე არაერთხელ გვისაუბრია. დღის განმავლობაში რვა ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოთ იმისთვის, რომ კანმა შეინარჩუნოს ჰიდრატაცია.

როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან

5. მზისგან დამცავი კრემი - დიახ, ის ზამთარშიც აუცილებელია. ნუ გახვალთ გარეთ მზისგან დამცავი კრემის გარეშე, მზის სხივები ღრუბლიან და ცივ ამინდშიც კი უარყოფითად მოქმედებენ კანის სტრუქტურაზე.


როგორ უნდა მოუაროთ კანს ზამთრის სიცივეში? - ყველაზე ეფექტური მეთოდები მოდის ბლოგერებისგან



<a href="https://skincare.allwomenstalk.com/">https://skincare.allwomenstalk.com/</a>