1. მოკლე შორტი

შორტი იმით არის მოხერხებული, რომ გრილ ამინდშიც კი შეიძლება მის ქვეშ კოლგოტები ჩაიცვათ და მინი-ქვედაბოლოს მაგიერ ატაროთ. 35 წლის ასაკისთვის უკეთესია ისინი შეცვალოთ საშუალო სიგრძის შორტებით.

2. სპორტული ტანსაცმელი

სპორტ-შიკი, ისევე როგორც უბრალოდ სპორტული ნივთები, მყარად ასოცირდება ახალგაზრდულ მოდასთან. ამიტომ ისინი უკეთესია ატაროთ 20+ ასაკში ან დაიტოვოთ სპორტული დარბაზისთვის.

3. ფერადი ბეწვი და მკვეთრი ფერის ბუმბული

ლურჯი ქურქი და ვარდისფერი ბუმბული უცნაურად გამოიყურება, მაგრამ რატომაც არ უნდა ატაროთ, სანამ ახალგაზრდა ხართ? აი, 35+ ასაკში კი უმჯობესია ისეთ ბეწვზე გადახვიდეთ, რომელიც ძალიან ჰგავს ნატურალურს.

4. კროპ-ტოპები

თუ 30 წელს ხართ გადაცილებულბი და კარგუ პრესი გაქვთ - კროპ-ტოპი მაღალწელიან შარვალთან ან ქვედაბოლოსთან იდეალურია, მაგრამ მისი ჩაცმა სასურველია სეირნობის დროს ან წვეულებაზე, და არა ოფისში.

5. დახეული ჯინსები

დახეული ჯინსები სიყმაწვილესა და მეამბოხეობასთან ასოცირდება. უფრო ზრდასრულ ასაკში არ არის საჭირო მათი სრულიად გამორიცხვა გარდერობიდან, უკეთესია აირჩიოთ მოდელები უფრო პატარა ნახევებით, რომლებიც არ აშიშვლებენ ფეხის დიდ ნაწილს.

6. გამომწვევი ლეგინსები

ლეგინსები - მშვენიერი დანამატია გრძელ ტუნიკებთან და ჯემპრებთან. მაგრამ მხოლოდ ძალიან ახალგაზრდას შეუძლია თავს ნება მისცეს ატაროს ლეგინსები უცნაური ორნამენტით ან ჩაიცვას ისინი მოკლე ზედასთან.

7. მაისურები „საბავშვო“ პრინტებით

გულის სიღრმეში შეიძლება თავს პატარა გოგონად გრძნობდეთ, ამიტომ შეიძლება ერთი-ორი სახალისო მაისური შეიძინოთ. ისინი მშვენიერია ზაფხულისთვის.

8. ჯინსის კომბინიზონები

ჯინსის კომბინიზონების უმეტესობა ახალგაზრდული სტილისაა. 40 წლის შემდეგ კი მათთან ცოტათი სიფრთხილეა საჭირო, რათა არავის შეექმნას შთაბეჭდილება, რომ ფერმიდან ჩამოხვედით.

9. გაცვეთილი ბოტასები და კედები

რა თქმა უნდა, გაცვეთილი ფეხსაცმელი არავის ამშვენებს. მაგრამ თინეიჯერებზე მშვენიერია, რადგან მათი ცხოვრების წესი გაუთვალისწინებელი და სპონტანურია - ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ მოწყდნენ და გაერთონ გვიანობამდე.

10. მინი-ქვედაბოლოები

აქ მნიშვნელოვანია ფხიზლად შეაფასოდ საკუთარი ფეხების მდგომარეობა. თუ არ გინდათ ზედმეტი ყურადღება მიიქციოთ, - უმჯობესია მინი არ ატაროთ, განსაკუთრებით გამჭირვალე კოლგოტებთან და მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან. აი, 20 წლის გოგონებს კი მინი თითქმის ყოველთვის უხდებათ.