LIFE

3 ყველაზე მარტოხელა და კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში

3 ყველაზე მარტოხელა და კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში

სან-დიეგოს (აშშ) კალიფორნიის უნივერსიტეტის ჯანსაღი სიბერის ცენტრის დირექტორის, ფსიქიატრიის ავტორიტეტული პროფესორის დილიპ ჯესტის გუნდის ახალმა კვლევამ აღმოაჩინა, რომ ადამიანები თავს განსაკუთრებულად მარტო 3 განსაზღვრულ ასაკში გრძნობენ. სტატისტიკის თანახმად, ასეთი კრიზისული განწყობა ხშირად არ არის დამოკიდებული ნებასა და ცხოვრებისეულ გარემოებებზე.

1 პერიოდი - 28-29 წელი

3 ყველაზე მარტოხელა და კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში

სევდიანად ჟღერს, მაგრამ ეს არის აუცილებელი ასაკობრივი ტრამპლინი. დროთა განმავლობაში მსგავსი აზრები გაივლის, იხსნება მეორე სუნთქვა. მაგრამ სწორედ 28 წლის ასაკში გრძნობს ადამიანი საკუთარი ახალგაზრდული დეკადის დასასრულის მოახლოვებას და უნებლიედ უჩნდება ამდაგვარი კითხვები: „სწორად ვცხოვრობ? აქამდე რატომ არ მივაღწიე იმას, რაზეც ვოცნებობდი? რა უნდა შევცვალო?“ და ა.შ. ეჩვენება, რომ ცხოვრებამ გვერდით ჩაუარა, მაგრამ სინამდვილეში ეს უბრალოდ დიდი ხნის მომწიფებული დასკვნების დროა.

2 პერიოდი - დაახლოებით 50 წელი

3 ყველაზე მარტოხელა და კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში

50 წელი - ეს ყველა მხრივ სოლიდური ასაკია. ამ დროისათვის ადამიანების უმეტესობა ასრულებს „საბაზო“ საზოგადოებრივ ამოცანებს: პოულობენ საკუთარ თავს, იძენენ ემოციურ სტაბილურობას, ქმნიან ოჯახს, ანიჭებენ შვილებს დამოუკიდებელ ცხოვრებას, აღწევენ პიკს კარიერაში. რასაკვირველია, ამასთან ერთად ჩნდება ახალი კითხვები: „ახლა რა გავაკეთო? როგორია შემდგომი მიზანი?“ ეს ისეთივე გარდაუვალია, როგორიც არის ცხოვრების აზრის ძიების დროებითი პერიოდი, რომელიც ეხმარება ახალი მიზნების მოპოვებაში. დეპრესიის გარეშე მანც არ არსებობს განვითარება.

3 პერიოდი - 80 წელს ზევით

3 ყველაზე მარტოხელა და კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში

სამწუხაროდ, მონაკვეთი 80 წლის შემდეგ ხშირად აღიქვება არა უბრალოდ დროით, არამედ პერიოდით. სიცოცხლის პერიოდით. როცა ცხოვრებაში ყველაფერი უკვე მიღწეულია, რაღაც გამოტოვებულია და დავიწყებული, ბევრი კი სამუდამოდ დაკარგული, ისღა გრჩება უკან მოიხედო და მოგონებებით იცხოვრო.

3 ყველაზე მარტოხელა და კრიზისული ასაკი ადამიანის ცხოვრებაში

ამასთან ერთად არსებობენ 80 წელს გადაცილებული ადამიანების მაგალითები, რომლებიც ცხოვრობენ ახალგაზრდულზე უფრო მრავალფეროვანი ცხოვრებით: აქვთ ბლოგები, ეუფლებიან ახალ პროფესიებს, მოგზაურობენ, მუშაობენ და კიდევ ერთხელ ამტკიცებენ რომ ჩვენი ცხოვრების ყველა ცხოვრებისეული კრიზისის გადალახვა შესაძლებელია. 80+ კრიზისიც კი! 



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>