მშობლები

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

ჩვენს დროში ხშირად ნახავთ დედას, რომელიც შვილს მარტო ზრდის. მაშინ, როცა შედარებით იშვიათად შეხვდებით მამას, რომელიც ამ საქმეს მარტო, დამოუკიდებლად აკეთებს. თუმცა არის ისეთი შემთხვევები, როცა მამაკაცები შვილის აღზრდაზე სრულად იღებენ პასუხისმგებლობას.

ვნახოთ პოპულარული მამიკოები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს.

1. ლიამ ნისონი - 10 წლის წინ მსახიობ ლიამ ნისონის ცოლი, ნატაშა რიჩარდსონი ციგურებით სრიალის დროს დაეცა და თავი დაარტყა. მიღებული ტრავმის გამო ის რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ნისონი კი ორ ვაჟთან, დენიელთან და მაიკლთან ერთად მარტო დარჩა. ბიჭები მაშინ 12 და 13 წლის იყვნენ. ოჯახს დიდი დრო დასჭირდა ამ ტრაგედიის შემდეგ ჩვეულ ცხოვრებას რომ დაბრუნებოდა. ლიამმა თავისი ცხოვრება შვილებს მიუძღვნა და აღარ დაქორწინებულა.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

2. პირს ბროსნანი - მსახიობ კასანდრა ჰარისზე დაქორწინების შემდეგ, პირს ბროსნანმა ორი ბავშვი იშვილა. 9 წლის შარლოტი და 8 წლის კრისი. სამი წლის შემდეგ წყვილს საკუთარი ვაჟი, შონი შეეძინა. მოგვიანებით, ბროსნანების ოჯახს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს. კასანდრა სიმსივნით გარდაიცვალა. მას შემდეგ მსახიობი შვილებს მარტო ზრდიდა და არ ქორწინდებოდა, 1994 წელს ის ჟურნალისტ კელი შეი სმიტს შეხვდა, წყვილი 2001 წელს დაქორწინდა და ორი შვილი - დილანი და პარისი შეეძინა.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

3. ნიკოლას ქეიჯი - მსახიობის ვაჟი, უესტონი 1990 წელს დაიბადა. ნიკოლასი ბავშვის დედაზე ოფიციალურად დაქორწინებული არ ყოფილა და წყვილმა ვაჟის გაჩენიდან მალევე ურთიერთობა დაასრულა. ქეიჯმა შვილი მარტომ გაზარდა. დღეს უესტონი 28 წლისაა ის მუსიკოსია და ამავდროულად, სამსახიობო კარიერაშიც სცადა ბედი. 2005 წელს ნიკოლას ქეიჯს კიდევ ერთი ვაჟი შეეძინა. 

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

4. ჯორჯ ლუკასი - ლეგენდარული „ვარსკვლავური ომების“ საგის შემქმნელმა, ჯორჯ ლუკასმა 3 ბავშვი იშვილა და წლების განმავლობაში მათ მარტო, დამოუკიდებლად ზრდიდა. ამანდა მაშინ იშვილა, როცა ცოლი ჰყავდა, თუმცა დაშორების შემდეგ ბავშვმა მამასთან ცხოვრება არჩია. მოგვიანებით ჯორჯმა კიდევ ერთი გოგონა, ქეითი და ერთი ბიჭი, ჯეტი იშვილა. ყველა მათგანი „ვარსკვლავური ომების“ ერთ-ერთ ეპიზოდშიც მონაწილეობს. 2013 წლამდე ჯორჯ ლუკასი არ დაქორწინებულა. მისი ცოლი DreamWorks Animation-ის პრეზიდენტი მელოდი ჰობსონია. წყვილს დაქორწინებიდან მალევე შეეძინათ გოგონა.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

5. ალ პაჩინო - მსახიობი სამი შვილის მამაა და ის არასოდეს ყოფილა ოფიციალურ ქორწინებაში. მისი უფროსი ქალიშვილი, ჯული, 1989 წელს დაიბადა. 2001 წელს კი,ალ პაჩინოს მსახიობ ბევერლი დ’ანჯელოსგან ტყუპები - ოლივია და ენტონი შეეძინა. რამდენიმე წელიწადში წყვილი ერთმანეთს დაშორდა, მაგრამ შვილები თანაბარ დროს ატარებდნენ როგორც დედასთან, ასევე მამასთან. ალ პაჩინო ცდილობს მამობა და მსახიობის კარიერა ერთმანეთს შეუთავსოს და ყოველთვის აქვს დრო თავისი შვილებისთვის.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

6. კოლინ ფარელი - მსახიობი ორ ვაჟს ზრდის. 16 წლის ჯეიმსს და 10 წლის ჰენრის. ჯეიმსის დედა მოდელი კიმ ბორდენავია, მაგრამ მისი და ფარელის ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 2010 წელს კოლინს მეორე ვაჟი, ჰენრი შეეძინა, რომლის დედაც პოლონელი მსახიობია, თუმცა კოლინ ფარელი მასაც მალე დაშორდა. კოლინი ამბობს, რომ თავისი შვილებისთვის ცხოვრობს და რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები არიან ცხოვრებაში.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

7. ლენი კრავიცი - განქორწინების შემდეგ მუსიკოსმა ლენი კრავიცმა თავისი ქალიშვილის, ზოეს გაზრდა მარტომ დაიწყო. ცოლთან, ლისა ბონეტისთან ერთად სამი წელი ცხოვრობდა. განქორწინების შემდეგ მშობლებს თავიანთ შვილზე თანაბარი უფლებები ჰქონდათ, მაგრამ როცა ზოე 11 წლის გახდა, ის საცხოვრებლად მამასთან გადავიდა. დღეს ზოე ცნობილი მსახიობი და მოდელია. მამა და შვილი სხვადასხვა წვეულებებზე ხშირად ჩნდებიან ერთად.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს
მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

8. კრიშტიანუ რონალდუ - ფეხბურთის სუპერვარსკვლავს ბევრი შვილი ჰყავს. პირველი ვაჟი მას 2010 წელს სუროგატი დედისგან შეეძინა და მას წლების განმავლობაში მარტო ზრდიდა. 2017 წელს ტყუპების - ევასა და მატეოს მამა გახდა, ტყუპებიც სუროგატმა დედამ გააჩინა. ამავე წელს კრიშტიანუს თავისი გერლფრენდისგან, ჯორჯინა როდრიგესისგანაც შეეძინა გოგონა, ალანა მარტინა. ახლა შვილების გაზრდაში სპორტსმენს საყვარელი ქალი ეხმარება, თუმცა წლების განმავლობაში ის ამ საქმეს მარტოც უმკლავდებოდა და იდეალური მამაა.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს

9. ნორმან რიდუსი - ტელესერიალ The Walking Dead - ის ვარსკვლავი, ნორმან რიდუსი თავის ვაჟს, მინგუსს, წლებია მარტო ზრდის. ის ხუთი წლის განმავლობაში მოდელ ჰელენ კრისტენსენს ხვდებოდა და შვილი სწორედ ჰელენისგან შეეძინა. დაშორების შემდეგ წყვილი ბავშვზე პასუხისმგებლობას ინაწილებდა, თუმცა მინგუსმა მამასთან ცხოვრება ამჯობინა. დღეს მინგუსი 20 წლისაა. ნორმან რიდუსი კი ამჯერად მსახიობ დაიან კრიუგერს ხვდება. წყვილს 2018 წელს გოგონა შეეძინა.

მარტოხელა მამების კლუბი - პოპულარული მამები, რომლებმაც შვილები მარტომ გაზარდეს



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>