LIFE

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

ოდესმე გიფიქრიათ, რომ ზღაპრები შეიძლება რეალობა იყოს? გიფიქრიათ, რომ წარმოსახულის სინამდვილედ ქცევაა შესაძლებელი, რომ თუ მოინდომებ, დროსა და სივრცეშიც კი იმოგზაურებ.

ეს სტატია არც თანამედროვე მოდის ტენდენციებზეა, არც ფსიქოლოგიურ რჩევებზე და არც თავის მოვლის საშუალებებზე.

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

მოიმზადეთ ფინჯანი ყავა, მოკალათდით კომფორტულად და მოემზადეთ განტვირთვისთვის, რომელსაც ქვემოთ მოთხრობილი, ერთი შეხედვით, არამიწიერი გოგონას ამბავი გპირდებათ.

ერთ ჩინელ გოგოზე უნდა გიამბოთ, რომლის ცხოვრებაც ბევრი წლის განმავლობაში საკუთარი თავის ძიება იყო. ახლა მან იცის, რა აბედნიერებს და სხვებსაც გადასდებს პოზიტიურ ვიბრაციებს.

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

ეს 28 წლის ჩინელი ვლოგერი, ლი ზიქია. ინტერნეტ სივრცეში, სოციალურ ქსელებში უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. პოპულარულია „ინსტაგრამზე“, „ფეისბუქზე“, თუმცა განსაკუთრებით „იუთუბზე“. სოციალურ ქსელებში მის გვერდებს „შვიდი ქლიავი“ ჰქვია.

ლი ჩინეთში, სიჩუანში დაიბადა. ამ რეგიონს დედამიწის სამოთხესაც უწოდებენ. ფანების თვალში ლი ზიქი არის მისაბაძი ქალი, ინსპირაციის წყარო. თავისი ვიდეოებით ის გვაჩვენებს, როგორ აკეთებს სრულიად მარტო ისეთ საქმეებს, რომელთა გაკეთებაც ჩვეულებრივი გოგონებისთვის თითქოს შეუძლებელი ჩანს და ყველაფერს ისე წარმოგვიდგენს, რომ ჩვენც მის ადგილას ყოფნა გვინდება.

ლის არ ჰქონია ბედნიერი ბავშვობა. როცა პატარა იყო, მშობლები განქორწინდნენ. მამა ადრე გარდაეცვალა. მამის გარდაცვალების შემდეგ, გოგონა ბებიასთან და ბაბუასთან იზრდებოდა. ისინი ღარიბულად ცხოვრობდნენ. ბაბუა მზარეული იყო და ადგილობრივი ქორწილების, ან დაკრძალვებისთვის ამზადებდა საჭმელებს.

ლი თავისი ვიდეოების დიდ ნაწილში უძველესი ჩინური კერძების მომზადებას გვასწავლის, თანაც უჩვეულო მეთოდებით და ეს მეთოდები ბაბუისგან ისწავლა. გოგონამ, ასევე იცის თევზაობა, ქაღალდის დამზადება ბამბუკის ხეებისგან, მოჰყავს სოფლის მეურნეობის პროდუქტები, ბოსტნეული და ამ ყველაფერს საკუთარი ხელებით აკეთებს. ვიდეოების საშუალებით კი, მუშაობის პროცესს აღწერს და გვიზიარებს.

როცა 14 წლის იყო, მატერიალური მდგომარეობის გამო იძულებული გახდა, რომ სკოლისთვის თავი დაენებებინა. მან დატოვა სოფელი, ეცადა სხვადასხვა პროფესიაში მოესინჯა ბედი და ოჯახს ასე დახმარებოდა. უმუშავია გამყიდველად, მიმტანად, მეეზოვედ, ბოლოს კი ერთ-ერთ კლუბში დიჯეიდ დაიწყო მუშაობა, სადაც შვიდი წლის განმავლობაში უკრავდა. თუმცა გრძნობდა, რომ ეს არ იყო ის საქმე, რომლის გაკეთებაც ყოველთვის სურდა.

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

2012 წელს ლის ბებია ავად გახდა. გოგონამ გადაწყვიტა, რომ ყველაფრისთვის თავი დაენებებინა, სოფელში დაბრუნებულიყო და ბებიასთვის მოევლო. სოფელში ცხოვრება მისთვის განტვირთვის საშუალება იყო. ის თავდაპირველად ფერმაში მუშაობდა და ცხოვრებდა ისე, როგორც სოფლის ცხოვრების წესი მოითხოვდა.

ლიმ, შემოსავლის გაზრდის მიზნით, ონლაინ მაღაზია დაარეგისტრირა და ერთ-ერთ ყველაზე დიდ ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე, „ტაობაოზეც“ კი ყიდდა სოფლის მეურნეობის პროდუქტებს. გოგონას უფროსი ძმა მუსიკოსია და თავის რეგიონში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. ლიმ აღმოაჩინა, რომ მისი ძმა დარეგისტრირებული იყო ერთ-ერთ საიტზე, სადაც პატარა ვიდეოებს ტვირთავდა, რომელიც შემდეგ დიდი მოწონებით სარგებლობდა.

გოგონამ თავადაც გადაწყვიტა ვიდეოების გადაღება და ატვირთვა, თუმცა მასგამოხმაურება არ მოჰყვა და პოპულარული ვერ გახდა. ძმის მსგავსად მას არ შეუძლია სიმღერა, ამიტომაც საჭირო იყო განსხვავებული საქმისმოფიქრება. ისეთის, რომელიც მას კარგად გამოსდიოდა და რომელიც ბედნიერებას მიანიჭებდა.

„ვიფიქრე - რა იქნება ადამიანებს ვასწავლო საჭმლის მომზადება ბაბუას განსხვავებული მეთოდებით, ან იქნებ საინტერესო იყოს, როგორ მომყავს ბოსტნეული და სოფლის მეურნეობის სხვა პროდუქტები, როგორ შეიძლება გარდაიქმნას ესა თუ ის პროდუქტი, გემრიელ საჭმელად?!“ - იხსენებს გოგონა.

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

თავისი პირველი ვიდეოების სერიას ლიმ ასე დაარქვა - „საჭმელი ანტიკური სურნელით“, ხოლო ახალ სერიას ჰქვია - „ცხოვრება მომენტია“.

მალე ლის ვიდეოებს საკვების დარგის ექსპერტებმა მიაქციეს ყურადღება. გამომწერებისა და ფანების რაოდენობა კი დღითი დღე იზრდებოდა. ლის ვიდეოებმა თანდათან ყველა სოციალური ქსელი მოიცვა. ერთ-ერთი ჩინური ტელეარხის პროდიუსერი ამბობს, რომ ლის ვიდეოებში ჩანს ის, რაც ადამიანების ოცნებაა, ამ ვიდეოებით თითქოს ჩვენს ფრთაშესხმულ ოცნებებს ვპოულობთ.

2017 წელს ლი უკვე ჩინეთის ონლაინ ვარსკვლავი იყო და მას უწოდებდნენ საკვების საკითხების ექსპერტს. თუმცა მისი ვიდეოები გაცილებით მეტია ვიდრე ტრადიციული ჩინური საჭმელების რეცეპტები.


ის გვიჩვენებს გარემოს, რომელიც ჩვენთვის თითქოს უტოპიაა. მისი ვიდეოები რელაქსაციის საუკეთესო საშუალებაა. მისი ვიდეოებით გვიჩნდება განცდა, რომ თითქოს პირველყოფილ, ადამიანის ხელით დაუმახინჯებელ ბუნების წიაღში ცხოვრობს ერთი გოგონა, რომელიც ყველაფერს აკეთებს საკუთარი ხელით და ეს ყოველივე შთამბეჭდავი სანახავია. მაყურებელზე დამამშვიდებელი ეფექტი აქვს და სწორედ ამიტომ იპყრობს მილიონობით ადამიანის ყურადღებას.

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

ამ ვიდეოების ყურების დროს თითქოს წარსულში დროის მანქანის საშუალებით ვმოგზაურობთ. საოცარია, მაგრამ მათ გადაღებაში მხოლოდ სამი ადამიანია ჩართული, თავად ლი ზიქი, ასევე ფოტოგრაფი, რომელიც გოგონას სოციალური ქსელებისთვის ფოტოებს უღებს და ერთიც ლის ასისტენტი.

ლი ამბობს, რომ ვიდეოებს ერთი ტელეფონით, Iphone 6-თ იღებდა და ამავე ტელეფონში ამუშავებდა, ამის გამო თავდაპირველად დიდი ხარისხით ვერ გამოირჩეოდა, თუმცა მოგვიანებით ციფრული კამერა single lens reflex იყიდა და ახლა ამ კამერით მუშაობს.

ლის ვიდეოებში ყურადღებას იპყრობს მისი განსაკუთრებული კაბები და სამოსი, რომელიც კიდევ უფრო მეტად ამსგავსებს ვიდეოების გმირს ზღაპრიდან გადმოსულს. საოცარი ის არის, რომ ამ სამოსს ლი ზიქი საკუთარი ხელით ქმნის. დიზაინის ავტორი თავად არის და თავადვე კერავს. ერთ-ერთ ვიდეოში ნემსით კერვის ტექნოლოგიასაც კი გვასწავლის.

თვალშისაცემია ლის სადა და ძალიან ლამაზი მაკიაჟი, რომელსაც გოგონა ასევე საკუთარი ხელით, სხვების დახმარების გარეშე იკეთებს. ლი ზიქის ვიდეოები მის ფანებს ბევრი ნიუანსის გამო უყვართ, მაგრამ ერთ ერთი მიზეზი ის ხმებია, რომლებიც ვიდეოში გვესმის. ეს არის სამყაროს შეულამაზებელი ხმები - მაგალითად, ნაბიჯების ხმა, ცეცხლის ხმა, ფოთლების შრიალის ხმა, შეშის ჩეხვის ხმა, სოკოს შეგროვების ხმა, წაბლის გარჩევის ხმა ამ ვიდეოებით სამყაროს ნამდვილ, ბუნებრივ მუსიკას შეიგრძნობთ.

ლი ზიქი - გოგონა ზღაპრიდან, რომლის ვიდეოებსაც მილიონობით ნახვა აქვს და ადამიანები სტრესის დროს უყურებენ

რაც შეეხება მელოდიებს, რომელიც ზოგჯერ გაჰყვება ძალიან დაბალ ხმაზე ვიდეოებს, მისი ავტორი ლი თავად არის. როგორც უკვე ვთქვით, ის ყოფილი დიჯეია და შეუძლია ელექტრონული მუსიკის შექმნა. ის მინიმალისტურ სტილში ქმნის მუსიკას და ვიდეოებში ძალიან დაბალი ხმით იყენებს და ჩნდება განცდა, რომ ეს მუსიკა აბსოლუტურად ბუნებრივად ერწყმის სამყაროს ჟღერადობას.

დღეს ლი ზიქი ყველაზე გავლენიანი ვლოგერია ჩინეთში. მას აქვს სხვადასხვა ჯილდოები მოპოვებული და ერთ-ერთია YouTube Silver Award.



<a href="https://raknife.com">https://raknife.com</a>