როგორია ქალის იდეალური სხეული, იდეალური ფორმები? - ეს ის საკითხია, რომელზეც ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია და დიდი ხანია, რაც ადამიანების ნაწილი ამ თემაზე დავობს.

ქალის იდეალური სხეულის კრიტერიუმები ყველას განსხვავებული აქვს - მწერლები და პოეტები სხვაგვარად აღწერენ სხეულის იდეალურ პარამეტრებს, ზოგიერთი დიზაინერისთვის ძალიან გამხდარი ქალია იდეალური, ზოგისთვის კი - არა.

სილამაზის კრიტერიუმები დროთა განმავლობაში იცვლება. იმ ქალების გარეგნობა, რომლებიც შუა საუკუნეებში მიიჩნეოდნენ ულამაზესებად, სილამაზის თანამედროვე სტანდარტებს აღარ შეესაბამება.

როგორია იდეალური სხეული? - ამ საკითხზე ყველას ინდივიდუალური კრიტერიუმი აქვს და შესაძლოა, თქვენი მოსაზრება არ ემთხვეოდეს დანარჩენების აზრს. ამაში არაფერია გასაკვირი და უჩვეულო.


თუ მოდური გამოცემების ვებ-გვერდებს ხშირად სტუმრობთ, ან ხშირად უყურებთ მოდის ჩვენებებს, ალბათ ფიქრობთ, რომ იდეალურია ქალის სხეული მაშინ, როცა ის მაღალია და ძალიან გამხდარი.


ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ სულ სხვა რამ აჩვენა. კვლევის მიხედვით, სრულყოფილია ქალის სხეული, რომლის სიმაღლეც 168 სმ-ია, ხოლო სხეულის გარშემოწერილობა (მკერდი, წელი, თეძოები) 99-63-91.

თუ არ შეგიძლიათ წარმოდგენა, როგორი შეიძლება იყოს ასეთი გარშემოწერილობისა და სიმაღლის მქონე ქალი, გაიხსენეთ მსახიობი და მოდელი კელი ბრუკი, რომელიც ამ სტანდარტებს სრულად აკმაყოფილებს. მკვლევარები წერენ, რომ იდეალური სხეული სწორედ ამ ინგლისელ მოდელსა და მსახიობს აქვს.


და მხოლოდ ეს არ არის. მეცნიერები წერენ, რომ გარდა ამ პარამეტრებისა, იმისთვის, რომ ქალის სხეულს სრულყოფილი, მომხიბვლელი და სასურველი ვიზუალი ჰქონდეს, მასში უნდა ჩანდეს ქალი, რომელიც ბავშვს გააჩენს, რომელიც მის გამოკვებას შეძლებს.


როცა მამაკაცის აღქმაზე ვსაუბრობთ და გვინდა გავარკვიოთ, თუ რა ხიბლავს მას ყველაზე მეტად ქალში, ეს სწორედ ზემოთ აღნიშნული მახასიათებელია. კაცი უნდა ხედავდეს, რომ ქალი მას შვილებს გაუჩენს, შესაძლოა, ეს უცნაურად გეჩვენებათ, მაგრამ ასეა - წერენ მკვლევარები.


კვლევის დასკვნაში აღნიშნულია, რომ მამაკაცს მოსწონს და სრულყოფილად მიაჩნია ის ქალი და რომელიც ჯანსაღად გამოიყურება.


კვლევის ფარგლებში ორ აბსოლუტურად სხვადასხვაგვარი მსოფლხედვის მამაკაცზე ჩაატარეს ცდა და ორივე მათგანი ისეთი ქალით მოიხიბლა, როგორიც ზემოთ აღვწერეთ.


ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარია, საკუთარ თავთან იყოთ ჰარმონიაში, მიიღოთ თქვენი გარეგნობა, გახსოვდეთ, რომ ყველა თქვენგანი უნიკალური და ძალიან ლამაზია. სულაც არ არის საჭირო საზოგადოებაში მიღებულ სტანდარტებს აკმაყოფილებდეთ. ეცადეთ, იცხოვროთ ბედნიერად და გიყვარდეთ საკუთარი თავი. ჩვენ გვჯერა, რომ სრულყოფილები და ყველაზე ლამაზი ქალები ბედნიერი ქალები არიან. ისინი, რომლებიც შინაგან სითბოს, სიყვარულს და სილამაზეს ასხივებენ.