LIFE

სოციალურ ქსელებში მოქცევის 7 წესი, რომელიც სიყვარულს გაპოვნინებთ

სოციალურ ქსელებში მოქცევის 7 წესი, რომელიც სიყვარულს გაპოვნინებთ

ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ და შესაძლოა, არ გჯერათ, მაგრამ ჩვენი ქმედებები სოციალურ ქსელებში განაპირობებენ, თუ რამდენად წარმატებულები ვართ სასიყვარულო ურთიერთობებში. სოციალურმა ქსელმა, შესაძლოა, გაპოვნინოთ, ან პირიქით, დაგაკარგვინოთ საყვარელი ადამიანი.

ვნახოთ შვიდი წესი, რომელიც სოციალურ ქსელებში უნდა დაიცვათ იმისთვის, რომ სიყვარული იპოვოთ:

1. თუ სიყვარულის პოვნა გსურთ, აუცილებლად მონიშნეთ, რომ მარტოხელა, ანუ single ხართ - ეს პირველი და აუცილებელი ნაბიჯია. ამით პოტენციური პარტნიორი იგებს თქვენი სტატუსის შესახებ და ხვდება, რომ შესაძლოა, თქვენთან რაღაც შანსი ჰქონდეს. შესაძლოა ციფრულ სამყაროში ვიღაცას ძალიან მოსწონხართ, მაგრამ ვერ გეპატიჟებათ პაემანზე, რადგანაც ფიქრობს, რომ მარტოხელა არ ხართ. 

სოციალურ ქსელებში მოქცევის 7 წესი, რომელიც სიყვარულს გაპოვნინებთ

2. არ დაპოსტოთ სოციალურ ქსელში დეტალები ყველა პაემნის შესახებ - ეს აჩენს განცდა, რომ თქვენ სასიყვარულო ურთიერთობას სერიოზულად არ უყურებთ და პაემანზე გართობისმიზნით მიდიხართ.

3. გამოაქვეყნეთ ფოტოები იმ რესტორნების, ისეთი ადგილების, სადაც სიამოვნებით წახვიდოდით - ხანდახან ასევე გამოაქვეყნეთ თქვენი ფავორიტი საჭმელების ფოტოები. ამით პოტენციურ პარტნიორს ერთგვარ მესიჯს გაუგზავნით იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დაგეგმოს თქვენთან პაემანი.

სოციალურ ქსელებში მოქცევის 7 წესი, რომელიც სიყვარულს გაპოვნინებთ

4. თუ მარტოხელა ხართ, ნუ გამოაქვეყნებთ ისეთ ფოტოებს, რომელშიც სხვადასხვა მამაკაცებს (ქალებს) ეხუტებით და ისე ჩანს, თითქოს რომანტიკული პარტნიორები ხართ - ამ შემთხვევაში პოტენციური პარტნიორი სერიოზულად არ აღგიქვამთ.

5. დაივიწყეთ სოციალურ ქსელებში წუწუნი - არავინ მოინდომებს თქვენთან ურთიერთობას.

სოციალურ ქსელებში მოქცევის 7 წესი, რომელიც სიყვარულს გაპოვნინებთ

6. გადახედეთ პოტენციური პარტნიორის კედელს, მეგობრების სიას - შესაძლოა, საერთო მეგობრები, ან საერთო ინტერესები აღმოგაჩნდეთ. ეს დაგეხმარებათ რომ ურთიერთობის დაწყება შეძლოთ.

7. მოაწესრიგეთ თქვენი ანგარიში - გადახედეთ ძველ ფოტოებს, უმჯობესია, თუ წაშლით ყოფილთან ერთად გადაღებულ სურათებს, ან ყოფილი შეყვარებულის შესახებ დაწერილ პოსტებს.

სოციალურ ქსელებში მოქცევის 7 წესი, რომელიც სიყვარულს გაპოვნინებთ



<a href="https://www.yourtango.com">https://www.yourtango.com</a>