LIFE

„კავეასა“ და „ამირანში“ ოსკარი 2019-ის ტრიუმფატორი ფილმების ნახვა შეგიძლიათ

„კავეასა“ და „ამირანში“ ოსკარი 2019-ის ტრიუმფატორი ფილმების ნახვა შეგიძლიათ

ოსკარზე ნომინირებული და ოსკარით დაჯილდოვებული ფილმების ნახვა საქართველოში, ჩვენს კინოთეატრებში შეგიძლიათ. კინოთეატრები „ამირანი“ და „კავეა“ ფილმების მოყვარულებს წლის ყველაზე საინტერესო და საუკეთესო ფილმების ნახვის შესაძლებლობას აძლევს.

„კავეა“ და „ამირანი“ წარმოგიდგენთ წლის ტრიუმფატორ ფილმს, „მწვანე წიგნი“/Green Book, რომელმაც არაერთ ნომინაციაში მოიპოვა ოსკარი. „მწვანე წიგნი“ გახდა წლის საუკეთესო ფილმი, მსახიობმა, მაპერშალა ალიმ სწორედ ამ ფილმში შესრულებული მეორეხარისხოვანი როლისთვის მიიღო ოსკარი. საუკეთესო ორიგინალური სცენარის ნომინაციაშიც სწორედ „მწვანე წიგნმა“ გაიმარჯვა.

„კავეასა“ და „ამირანში“ ოსკარი 2019-ის ტრიუმფატორი ფილმების ნახვა შეგიძლიათ

ასევე „კავეაში“ ნახავთ ოსკარზე ნომინირებულ კიდევ ერთ ფილმს „ბოჰემური რაფსოდიას“/bohemian rhapsody. მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცის ნომინაციაში, ამ ფილმში შესრულებული მთავარი როლისთვის, ოსკარი რემი მალეკს ერგო. „ბოჰემურმა რაფსოდიამ“ ხმის საუკეთესო მონტაჟის კატეგორიაშიც მიიღო ოსკარი.

„კავეასა“ და „ამირანში“ ოსკარი 2019-ის ტრიუმფატორი ფილმების ნახვა შეგიძლიათ

„კავეა“ და „ამირანი“ ოსკარის კიდევ ერთ გამარჯვებულ ფილმს წარმოგიდგენთ, ეს არის „ვიცე პრეზიდენტი“/VEEP. საუკეთესო გრიმისა და ვარცხნილობის ნომინაციაში გამარჯვებული სწორედ ეს ფილმი გახდა.

„კავეასა“ და „ამირანში“ ოსკარი 2019-ის ტრიუმფატორი ფილმების ნახვა შეგიძლიათ

კავეაში ნახავთ ოსკარზე ნომინირებულ ფილმს, „ფავორიტს“/THE FAVOURITE. მთავარი როლის შემსრულებელი საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში სწორედ ამ ფილმმა გაიმარჯვა და ოსკარი ოლივია კოლმანს გადაეცა.

„კავეასა“ და „ამირანში“ ოსკარი 2019-ის ტრიუმფატორი ფილმების ნახვა შეგიძლიათ