სულ ცოტაც და დადგება დრო, როცა მზე უფრო მეტად გაათბობს, ჰაერში ყვავილების სასიამოვნო სურნელი დატრიალდება და ჩვენც საყვარელ საგაზაფხულო, მხიარული ფერების კაბას მოვირგებთ.

წელიწადის ყველა დროს შესაბამისი მაკიაჟი გვჭირდება - მაკიაჟი, რომელიც იდეალურად ერწყმის რომანტიკულ შემოდგომას, ცივ ზამთარს, ცხელ და მხიარულ ზაფხულსა, თუ ოპტიმიზმით სავსე, ფერად გაზაფხულს.

ვნახოთ, მაკიაჟის როგორი სტილია 2019 წლის გაზაფხულზე ტრენდული.

1. თვალის ჩრდილი ცისარტყელას ფერებში - გამოიყენეთ ნეიტრალურ ფერთა გამა. თვალის ჩრდილების ფერები უნდა ერწყმოდეს ფერუმარილისა და ტუჩსაცხის ფერს.

2. გამოკვეთილი ხაზი ზედა ქუთუთოზე - შავი ფერის „ლაინერი“ კლასიკური გადაწყვეტილებაა, ამ გაზაფხულს კი, უფრო მეტი სითამამე გამოიჩინეთ და სხვა ფერებიც სცადეთ. მაგალითად, მუქი ლურჯი - ის ერთ-ერთი მთავარი ტენდენციაა. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ იისფერი. გახსოვდეთ, რომ თუ ასეთ მაკიაჟს გაიკეთებთ, უარი უნდა თქვათ მკვეთრი ფერის ტუჩსაცხზე და აქცენტი მხოლოდ თვალებზე გააკეთოთ.

3. ერთფეროვანი მაკიაჟი - გაიკეთეთ მაკიაჟი მხოლოდ ერთ, ან ორ ფერში, მაგრამ ისე, რომ ეს ორი ფერი ძალიან ჰგავდეს ერთმანეთს. ასეთი მაკიაჟი 2019 წლის მთავარი ტრენდია.

4. მოდაშია მაკიაჟი პრიალა ეფექტით - ასეთ შემთხვევაში აქცენტი გააკეთეთ წარბებზე. გამოიყენეთ ე.წ. ბრონზერი.

5. ფერადი ტუში - გაზაფხულს უხდება ბევრი მხიარული ფერი, ამიტომაც წელს ტრენდული იქნება ფერადი ტუში. მაგალითად, შეგიძლიათ არჩევანი ყვითელ ფერზე შეაჩეროთ. ის თქვენს ვიზუალს მხიარულ და ექსტრავაგანტულ ელფერს შემატებს.

6. მკვეთრი ფერის ტუჩსაცხი - ტრენდულია მარჯნისფერი, ცეცხლისფერი, მკვეთრი ვარდისფერი ტუჩსაცხი. ტუჩსაცხის შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ მაქსიმალურად ფერად და კაშკაშა ფერზე.

7. პრიალა მაკიაჟი - ტრენდული მაკიაჟი ქალებისთვის, რომლებსაც სურთ, რომ იბრწყინონ.

8. ოქროსოფერი მაკიაჟი - გაზაფხულის კიდევ ერთი ტენდენცია. გაიკეთეთ ოქროსფერი შეფერილობის მაკიაჟი.

9. აქცენტი ვარდისფერზე - მოდაშია ვარდისფერი მაკიაჟიც, თუმცა ის უნდა იყოს მკვეთრი და გამოკვეთილი. ეს სტილი ყველაზე რომანტიკული გადაწყვეტილებაა.