სილამაზე

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

მითი 1: ჭეშმარიტ ქალს უნდა ჰქონდეს ერთი პარფიუმი, რომელიც მასთან ასოცირდება

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

დღევანდელი დღისთვის უფრო აქტუალურია პერსონალური პარფიუმერული გარდერობის შექმნა, რომელშიც იქნება არომატები სხვადასხვა სიტუაციებისა და წელიწადის დროისთვის: სამსახურისა და დასვენებისთვის, რომანტიკული შეხვედრებისა და საღამო გასვლებისთვის, თბილი ნოტებით ზამთრისთვის და გრილი - ზაფხულისთვის.

მითი 2: სუნამო შეიძლება დაიტანოთ მხოლოდ კანზე

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

სუნამო უნდა შეისხუროთ მხოლოდ კანზე. თუ პარფიუმი უკეთესად იხსნება, როცა შეისხურებთ თმაზე ან შარფზე, ესე იგი ყოველთვის ასე უნდა მოიქცეთ. არ შეისხუროთ სუნამო ღია ფერის სამოსზე: გამჭირვალე სითხეებსაც კი შუძლია დატოვონ ლაქები.

მითი 3: ყველაზე კარგია გაასხუროთ არომატი ჰაერში და „შეხვიდეთ ღრუბელში“

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

ეს მხოლოდ არომატის დატანების ერთ-ერთი ხერხია. ის კარგია, მაგრამ არსებობს სხვა გზებიც. მაგალითად, პულსის წერტილებზე, უფრო სწორად, მუხლის ქვეშ, ყურის ბიბილოს უკან, მაჯაზე, იდაყვის შიდა მხარეს. ამ ადგილებში სისხლძარღვები ახლოს არის განლაგებული კანთან და მათი ტემპერატურა უფრო მაღალია, რაც ხელს უწყობს არომატის გახსნას.

მითი 4: ტესტერებზე და გასაყიდ ფლაკონებში პარფიუმი სხვადასხვა ხარისხისაა

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

პარფიუმის ხარისხი ტესტერებზე და შეფუთულ ფლაკონებში ერთნაირია. არომატი შეიძლება სხვადასხვანაირად აღვიქვათ, იმიტომ რომ მაღაზიაში, როგორც წესი, ვასხურებთ არომატს ბლოტერზე (სუნამოს ტესტირებისთვის განკუთვნილ ქაღალდის ზოლზე). მაგრამ უნდა გესმოდეთ, რომ არომატი სხვადასხვანაირად ჟღერს ბლოტერზე და თქვენს კანზე.

მითი 5: სუნამოს განსაზღვრული ვარგისიანობის ვადა აქვს

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

შეფუთულ მდგომარეობაში სუნამო შეიძლება შეინახოს ათწლეულობით, შეფუთვაზე ვარგისიანობის თარიღის მიუხედავად. იმისათვის რომ შეინარჩუნოთ ფლაკონის ძვირფასი შიგთავსი, აუცილებელია დაიცვათ რამდენიმე წესი. სუნამოსთვის დამღუპველია მზის შუქი, მაღალი ტენიანობა, ტემპერატურა და სიცივე. ამიტომ საყვარელი არომატის ადგილი არც სააბაზანოშია, და არც მაცივარში. სუნამოსთვის იდეალური ადგილია - კოლოფში, კარადის ბნელ კუთხეში.

მითი 6: ხარისხიანი სუნამო აუცილებლად არის მდგრადი

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

მდგრადობას არავითარი კავშირი არ აქვს არომატის ხარისხთან. თითოეული პარფიუმერული კომპოზიცია შედგება კომპონენტებისგან, რომლებიც ორთქლდება სხვადასხვა სიჩქარით. ამიტომ თუ პარფიუმერმა შექმნა ჯადოსნური არომატი, მაგრამ გამოიყენა მასში ძირითადად აქროლადი ნივთიერებები, მაშინ სუნამო არ იქნება მდგრადი. თუმცა ეს არ მეტყველებს იმაზე, რომ არომატი არ არის ხარისხიანი.

იმისათვის, რომ არომატი იყოს მდგრადი, იყენებენ ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის მუშკი, ამბრა, ხე, სხვადასხვანაირი ფისი. მაგრამ ამ კომპონენტების დამატება ხდის კომპოზიციას სულ სხვანაირს: ის კარგავს სიმსუბუქეს. ამიტომ თუ გინდათ მდგრადი პარფიუმი, მაშინ არჩევანი უნდა შეაჩეროთ აღმოსავლურ, ხის, მუშკის არომატებზე. აი, მსუბუქი ყვავილოვანი, ხილისა და ციტრუსის არ გამოგადგებათ: ისინი არ რჩება კანზე დიდხანს.

მითი 7: რაც უფრო ძვირია სუნამო, მით უფრო ხარისხიანია და უფრო სასიამოვნოა მისი არომატი

7 გავრცელებული ფაქტი სუნამოს შესახებ, რომლებიც მითი აღმოჩნდა

რაც შეეხება სურნელს, აქ საქმე ფასში კი არა, არამედ იმაშია, რამდენად მოგწონთ და გიხდებათ ის. მაღალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს შესანიშნავ ხარისხს. სუნამოს ფასზე გავლენას ახდენს ის, როგორ ფლაკონშია და როგორ არის შეფუთული, ასევე ბრენდი, რეკლამა და უამრავი სხვა ფაქტორი. დიდი ფასის მოდური სუნამო შეიძლება სულაც „არ იყოს თქვენი“, უფრო ბიუჯეტურები კი ლამაზად იხსნებოდნენ კანზე.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>