გახდე ვარსკვლავი ნიშნავს, დაემშვიდობო პირად სივრცეს. პოპულარული ადამიანების გარშემო უამრავი ცნობისმოყვარე თვალია, რომლებიც დიდი ინტერესით აკვირდებიან მათ ყოველ ნაბიჯს და ყველა მოქმედება განხილვის საგანი ხდება.

ვარსკვლავებისთვის ძალიან რთულია ჰქონდეთ ისეთი პირადი ცხოვრება, რომლის შესახებაც მთელ სამყაროს არ ეცოდინება, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც ახერხებენ, ჰქონდეთ ცხოვრება, რომელზეც საზოგადოებას არაფერი ეცოდინება.

ვნახოთ ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც საზოგადოებას პირად ცხოვრებას უმალავენ.

1. ჯულია რობერტსი - ჯულია რობერტსი ჰოლივუდის ყველაზე კაშკაშა ვარსკვლავია. ადრე ის თავისი ურთიერთობების და პირადი ცხოვრების შესახებ არაფერს მალავდა და ყველაფერზე ღიად და საჯაროდ საუბრობდა, მაგრამ ახლა ასე აღარ იქცევა. ჯულიას კვლავ წარმატებული სამსახიობო კარიერა აქვს, თუმცა უფრო ჩაკეტილი გახდა და პირადი ცხოვრების შესახებ საუბარს თავს არიდებს. იშვიათად დადის წვეულებებზე, იშვიათად აძლევს ჟურნალისტებს ინტერვიუებს.


2. სანდრა ბალოკი - სანდრას არასოდეს უყვარდა საჯაროდ თავის პირად ცხოვრებაზე საუბარი, თუმცა ბოლო დროს მაქსიმალურად ცდილობს პირადი თემები არ გახმაურდეს. ის ჟურნალისტებთან ურთიერთობს, წითელ ხალიჩაზეც ხშირად ჩნდება, თუმცა მედიის წარმომადგენლები მკაცრად ჰყავს გაფრთხილებული, რომ შვილებსა და პირად ცხოვრებაზე არაფერი არ უნდა ჰკითხონ.

3. დენიელ ქრეიგი - ჰოლივუდში ის გამორჩეულია იმით, რომ მაქსიმალურად ცდილობს, პირადი ცხოვრების დეტალები საჯაროდ განხილვის თემად არ იქცეს. პაპარაცულ ფოტოებსაც კი ვერსად ნახავთ. საზოგადოება პოპულარულ ჯეიმს ბონდს ხედავს ფილმების პრეზენტაციებზე. არავინ იცის მისი ცხოვრების დეტალები. ისიც კი არ იცის ბევრმა, რომ დენიელ ქრეიგი დაქორწინებულია.

4. კერი ვაშინგტონი - წლების წინ კერის ცხოვრების დეტალები არ იყო დამალული საზოგადოებისგან, თუმცა შემდეგ მსახიობი მიხვდა, რომ რეალურად ამით ვნებდა საკუთარ ცხოვრებას, საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობებს და გადაწყვიტა, რომ პირადი ცხოვრების შესახებ არ უნდა ესაუბრა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ კერი ვაშინგტონის პირადი ცხოვრება რადარებიდან გაქრა და მასზე ახლა მხოლოდ პროფესიული კუთხით საუბრობენ.

5. მეთიუ მაკკონაჰი - მეთიუ შესანიშნავი მსახიობია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მაგრამ მას დიდად არ ხიბლავს საჯაროდ გამოჩენა. მას მარტივი, მშვიდი და წყნარი ცხოვრება ურჩევნია. არასოდეს საუბრობს თავისი ცოლის და შვილების შესახებ და პრესას მხოლოდ პროფესიულ საკითხებთან დაკავშირებით აძლევს ინტერვიუებს.

6. ნატალი პორტმანი - მიუხედავად იმისა, რომ ნატალი პორტმანი ბავშვობიდან კინოინდუსტრიაშია, ის ახერხებდა და დღემდე ახერხებს იმას, რომ პირადი ცხოვრების დეტალები არ გასაჯაროვდეს. ნატალის შესახებ ვერაფერს გაიგებთ, ვერც ვერსად ნახავთ, სანამ მისი ახალი ფილმი არ გამოვა. არ უყვარს პრესასთან ურთიერთობა. ნატალის ცხოვრების შესახებ ვერც მისი პიარ მენეჯერისგან და ვერც მეგობრებისგან ვერაფერს შეიტყობთ.

7. კიანუ რივზი - კიანუ ჰოლივუდში განსაკუთრებით უყვართ. მიუხედავად ვარსკვლავობისა, ის ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს. მას ხშირად ნახავთ ნიუ-იორკში მარტოს, იაფფასიან კაფეში. კიანუ რივზს შეგვიძლია ვუწოდოთ ვარსკვლავი სკანდალების გარეშე. ძალიან ცოტა რამაა ცნობილი მისი პირადი ცხოვრების შესახებაც.


8. მერილ სტრიპი - ეს არის ქალი, რომელმაც შესანიშნავად იცის რას აკეთებს და როგორ იყოს ყურადღების ცენტრში ყოველთვის, თან ისე, რომ პირადი ცხოვრების დეტალები არ გაახმაუროს. მერილს ჰოლივუდის დედოფალს უწოდებენ. ჩვენ მას ყოველთვის ვხედავთ წითელ ხალიჩაზე, დაჯილდოებების ცერემონიებზე, მაგრამ იშვიათად ნახავთ მასთან ინტერვიუებს. დიდად არ ხიბლავს პრესასთან კომუნიკაცია და მით უფრო, პირად ცხოვრებაზე და ოჯახზე საუბარი.

9. რაიან გოსლინგი - ჰოლივუდური მელოდრამების ვარსკვლავი იდეალურად ახერხებს თავისი კარიერა და პირადი ცხოვრება მართოს ისე, რომ მისი ცხოვრების დეტალები საზოგადოების განხილვის საგნად არ იქცეს. ის თავაზიანად არიდებს ხოლმე თავს ჟურნალისტების იმ კითხვებს, რომლებიც ოჯახს ეხება. ბევრს საუბრობს ფილმებზე, თავის სამუშაოზე და ფანტასტიკურად ყველა სცენის მიღმა მომხდარ კურიოზულ ამბებს, მაგრამ თუ პირადი ცხოვრებით დაინტერესდებით, მისგან ვერაფერს გაიგებთ.

10. ენ ჰეთეუეი - ის ცდილობს მოარიდოს თავისი ოჯახი საზოგადოების ცნობისმოყვარე თვალს და მაქსიმალურად დაიცვას პირადი სივრცე. ინტერვიუებში ენი მხოლოდ სამუშაოს შესახებ საუბრობს.