არის შემთხვევები, როცა ერთსა და იმავე სამოსს ავიჩემებთ და შეგვიძლია, მთელი კვირა ვატაროთ. იმისთვის, რომ თქვენი ვიზუალი ასეთ დრო მოსაწყენი არ გახდეს და ამავდროულად, მდიდარი ქალის ელფერი გქონდეთ, სწორად უნდა შეარჩიოთ აქსესუარები.

ვნახოთ 6 ტრენდული აქსესუარი, რომელიც საინტერესო და მდიდრულ ეფექტს შეგმატებთ.

1. კლასიკური სტილის პატარა ჩანთა - გაითვალისწინეთ, რომ ასეთი ჩანთა იდეალურია ჯინსის შარვალსა და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებთან, ასევე მოკლე კაბასთან. ეს ჩანთა არის აქსესუარი, რომელსაც ძვირადღირებულის ეფექტი აქვს.

2. აბრეშუმის შარფი - ეს ქსესუარი ქალს გამორჩეულად ელეგანტურ იერს აძლევს. მისი გაკეთება შეგიძლიათ ყელზე, ასევე, თუ გსურთ, შესაძლებელია ჩანთაზეც მიამაგროთ და აჩვენოთ საზოგადოებას, რომ გამორჩეული, მოდური და გლამურული ქალი ხართ.

3. მარგალიტის საყურე - მარგალიტის სამკაული 2019 წელს განსაკუთრებით ტრენდულია. ატარეთ ის ნეიტრალური ფერების სამოსთან. თქვენს ვიზუალს და სილამაზეს ეს აქსესუარი განსაკუთრებით მომხიბვლელს და თვალშისაცემს გახდის.

4. ფეხსაცმელი - ასეთი სტილის ფეხსაცმელები 90-იან წლებში იყო ტრენდული და ისევ მოდას უბრუნბდება. იდეალურია ჯინსის შარვალთან, ასევე მოკლე კაბასთან.

5. სათვალე - 2019 წელს ტრენდულია სათვალე სქელი ჩარჩოთი. ეს აქსესუარი ქალს უფრო გლამურული და მოდური ქალის ელფერს ჰმატებს.

6. სხვადასხვა თვლებით გაფორმებული თმის სამაგრები - თმის სამაგრის შერჩევისას აქცენტი გააკეთეთ თვლებით გაფორმებულ, ბრჭყვიალა აქსესუარებზე. ის კომფორტული და ტრენდული გადაწყვეტილებაა და ვიზუალს უფრო მდიდრულ ეფექტს აძლევს.