LIFE

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად, 30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად,  30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ

ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით ასაკის მატებასთან ერთად შეხედულებები გვეცვლება. 20 წლის ასაკში ემოციურები ვართ და ემოციურ დამოკიდებულებას ვიჩენთ სხვადასხვა საკითხების მიმართდა აბსოლუტურად გვეცველება შეხედულებები და დამოკიდებულებები 30 წლის ასაკში.

ის, რომ აზრი შეიცვალეთ ამა თუ იმ საკითხის მიმართ არ ნიშნავს, რომ ადრე ცდებოდით და არასწორად ფიქრობდით. ვნახოთ ხუთი რამ, რის შესახებაც ადამიანებს აზრი წლების განმავლობაში რადიკალურად ეცვლებათ.

1. ზოგიერთ მეგობართან ურთიერთობა თანდათან ცვდება, უფერულდება და ამას არაუშავს - ნამდვილად ბედნიერი ადამიანი ხართ, თუ ბავშვობისდროინდელი მეგობრები 30 წლის და მის შემდგომ ასაკშიც შემოგრჩათ. ზოგიერი მეგობრობა არ კვდება და ცხოვრების ბოლომდე მოგვყვება, მაგრამ არის ისეთი მეგობრული ურთიერთობებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში სხვადასხვა მიზეზით ცვდება და ვერ ვინარჩუნებთ ძველებურ დამოკიდებულებას.

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად,  30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ

როცა ძალიან ახალგაზრდა ხართ, ამას მტკივნეულად აღიქვამთ, მაგრამ როცა წლები გემატებათ და გამოცდილებას იძენთ, ხვდებით, რომ ეს ცხოვრების თანმდევი პროცესია და ფიქრობთ, რომ ამ საკითხზე ბევრი დარდი არ ღირს. 30 წლის ასაკში როგორც წესი, ვიღებთ ფაქტებს ისეთს, როგორც არის და ნაკლებად ვდარდობთ მსგავს საკითხებზე.

2. კონფლიქტი ჩვეულებრივი და ბუნებრივი რამაა - 20 წლის ასაკში, როგორც წესი, ძალიან იმპულსურები ვართ, ბევრს ვჩხუბობთ, ვდავობთ და შემდეგ ბევრს ვდარდობთ და ვღელავთ ამის გამო, მაგრამ 30 წლის ასაკში უმეტეს ჩვენგანს უკვე გაცნობიერებული გვაქვს, რომ ცხოვრება კონფლიქტების გარეშე უბრალოდ არ არსებობს, წარმოუდგენელია, თუმცა უკვე ვიცით, როგორ მოვიქცეთ სწორად ისე, რომ კონფლიქტი მოუგვარებელი არ გახდეს.

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად,  30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ

უფრო მეტად გვაქვს გამომუშავებული დიპლომატია და შედარებით მარტივად შეგვიძლიათ რთული სიტუაციების მოგვარება. 30 წლის ასაკში უკვე გვესმის, რომ ადამიანები აბსოლუტურად განსხვავებულები ვართ. განსხვავებული შეხედულებები და ღირებულებები გვაქვს და უნდა ვეცადოთ ერთმანეთის გაგებას, უნდა ვისწავლოთ ხანდახან მაინც კომპრომისზე წასვლა, რაც მთავარია ერთმანეთის მოსმენა. 30 წლის ასაკში უფრო მშვიდები ვართ კონფლიქტის დროს და მშვიდად ვცდილობთ ჩვენი პოზიცია მოწინააღმდეგე მხარეს არგუმენტირებულად ავუხსნათ.

3. ყველაფერს ერთად ვერ გააკეთებ, უნდა გქონდეს პრიორიტეტები - 20 წლის ასაკში გვგონია, რომ ყველაფრის ერთად და ერთდროულად გაკეთებას შევძლებთ, ყველა საქმეს ერდროულად მოვაგვარებთ. რაც უფრო გვემატება ასაკი, ვხვდებით, რომ ყველაფრის ერთად კეთების დროს ვერც ერთ საქმეს ვერ ვაკეთებთ სრულყოფილად, ამიტომ სჯობს, რომ პრიორიტეტები გვქონდეს და საქმე სწორედ პრიორიტეტების მიხედვით შევასრულოთ.

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად,  30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ

4. ოჯახი უპირველეს ყოვლისა - როგორც წესი, დაქორწინებამდე, შვილის დაბადებამდე, ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ოჯახი არ არის პრიორიტეტული და ხშირად ოჯახის წევრებზე პრიორიტეტული მეგობრებია, მაგრამ აბსოლუტურად იცვლება ყველაფერი შვილის გაჩენის შემდეგ. კვლევის თანახმად, მას შემდეგ რაც ადამიანს წლები ემატება, რაც უკვე თავისი ოჯახიც ჰყავს, უფრო დიდ მნიშვნელობას იძენენ ოჯახის წევრები, მშობლები, ბებიები და ბაბუები, ნათესავები, რა თქმა უნდა, რომანტიკული პარტნიორი და შვილი.

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად,  30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ

ხვდებიან რა სასიამოვნოა დროის გატარება და ურთიერთობა ოჯახის უფროს თაობასთან, რამდენი რამის სწავლაშეიძლება მათგან. მას შემდეგ, რაც ადამიანებს ასაკი ემატებათ, იმდენად სასიამოვნო ხდება მათთვის ოჯახის წევრებთან ურთიერთობა, რომ ცდილობენ მათ გვერდით რაც შეიძლება მეტი დრო გაატარონ და ნაკლები დრო რჩებათ მეგობრებისთვის.

5. რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანი ხარისხია - არ აქვს მნიშვნელობა ცხოვრების რა ასპექტზე ვისაუბრებთ, აბსოლუტურად ყველა კუთხით ხარისხი რაოდენობაზე უფრო მნიშვნელოვანია და ამას ადამიანების დიდი ნაწილი ადრეულ ასაკში ვერ აცნობიერებს. ამას გამოცდილების მიღების შემდეგ ვხვდებით.

5 რამ, რაზეც ადამიანები 20 წლის ასაკში სხვაგვარად,  30 წლის ასაკში კი სულ სხვანაირად ფიქრობენ



<a href="https://www.businessinsider.com">https://www.businessinsider.com</a>