LIFE

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

ჰარი პოტერის ფანებო, შეგროვდით, ეს სტატია თქვენთვისაა.დღემდე დავობენ იმის შესახებ, თუ რომელი სჯობს: წიგნი, თუ ფილმი? - ეს დავა ალბათ არასოდეს დასრულდება. ფაქტია, რომ ჯოან როულინგმა საკულტო წიგნი დაწერა, რომელზეც დაუვიწყარი ფილმების მთელი სერია შექმნეს.

ვნახოთ 9 ყველაზე უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შემქმნელების, წიგნის ავტორისა და მსახიობების შესახებ.

1. ჰარი პოტერის ავტორმა, ჯოან როულინგმა, მსახიობ ალან რიკმანს მთელი ამბავი, თავისი დასასრულით მოუთხრო - და თან ჯერ კიდევ მაშინ, როცა პირველი ფილმის გადაღებაც კი არ იყო დასრულებული. არათუ ფილმის, წიგნების წერაც კი არ ჰქონდა როულინგს დამთავრებული. ალან რიკმანი ერთადერთი ადამიანი იყო, თავად მწერლის გარდა, რომელმაც მთელი ისტორია იცოდა. 

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

2. რეჟისორები მსახიობ ალან რიკმანს ასწავლიდნენ, თუ როგორ უნდა ეთამაშა - მაგრამ ის არავის უსმენდა და ამბობდა, რომ მხოლოდ თვითონ იცოდა, როგორ უნდა შეესრულებინა როლი სწორად, რადგანაც ჯოან როულინგის გარდა, ის იყო ერთადერთი, რომელმაც იცოდა, თუ როგორ დასრულდებოდა ისტორია.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ


3. წიგნში ჰარი პოტერს მწვანე თვალები აქვს ისევე, როგორც მის დედას, ლილის - რაც შეეხება კინოგმირს, მისი თვალის ფერი ცისფერია. ფანებს ეს უყურადღებოდ არ დარჩენიათ. როგორც ცნობილია, დენიელ რედკლიფს კონტაქტურ ლინზებზე ალერგიული რეაქცია ჰქონდა, ამიტომაც რეჟისორებმა გადაწყვიტეს, რომ მსახიობი ფილმში თავისი ბუნებრივი ფერის თვალებით ყოფილიყო.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

4. „ჰარი პოტერის“ გადაღების დროს დენიელ რედკლიფს 160 სათვალე შეუცვალეს.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

5. სანამ ფილმის გადაღებას დაიწყებდნენ, რეჟისორმა მსახიობებს თავიანთი გმირების შესახებ ესეების დაწერა დაავალა - ემა უოტსონმა 16 გვერდიანი ესე დაწერა ჰერმიონას შესახებ, ხოლო დენიელ რედკლიფმა ჰარის შესახებ მხოლოდ ერთ გვერდიანი ესე დაწერა.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

6. ჯოან როულინგმა დედის გარდაცვალების შემდეგ, დეპრესიასთან ბრძოლის დროს, შექმნა წიგნის გმირები, დემენტორები.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

7. მსახიობები, რომლებიც ფრედისა და ჯორჯ უისლის როლებს ასრულებდნენ, გადაღებების გამო, თითქმის ერთი წელი სკოლაში არ დადიოდნენ.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

8. „ინსტაგრამზე“ ჰარი პოტერის ჰეშთეგით 16 მილიონი პოსტია.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ

9. ხომ გახსოვთ ჰარი პოტერის სახეზე ნაწიბურები? - მათი გაკეთება არც ისე მარტივი პროცესი იყო და ფილმების გადაღების დროს დაახლოებით 2000-ჯერ გაუკეთეს დენიელ რედკლიფს შესაბამისი გრიმი.

9 უცნაური ფაქტი ჰარი პოტერის შესახებ, რომლებიც მისმა ფანებმა უნდა იცოდნენ



<a href="https://www.narcity.com">https://www.narcity.com</a>