LIFE

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

1. „ნასესხები სიცოცხლე“

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წიგნი: გერმანელი მწერლის ერიხ მარია რემარკის რომანი, რომელიც პირველად 1959 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: რეჟისორ სიდნი პოლაკის 1977 წლის ფილმს ორიგინალში ეწოდება „ბობი დირფილდი“. ეს არის „ფორმულა-1“-ის მრბოლერისა და ტუბერკულოზით დაავადებული გოგონას სიყვარულის ისტორია. ალ პაჩინო, რომელმაც ამ ფილმში მთავარი როლი ითამაშა, ნომინირებული იყო „ოქროს გლობუსზე“ როგორც საუკეთესო მსახიობი.

2. „დაკარგული დროის ძიებაში“

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წიგნი: ფრანგი მწერლის მარსელ პრუსტის შვიდი რომანისგან შედგენილი ციკლია, რომელიც გამოიცა 1913-დან 1927 წლის ჩათვლით.

ფილმი: რეჟისორ ნინა კომპანეეცის ორსერიანი ტელეფილმი, რომელიც ეკრანებზე 2011 წელს გამოვიდა. პრუსტის ბიოგრაფის, ჟან ივ ტადიეს აზრით, სწორედ ეს ეკრანიზაცია წარმოადგენს საუკეთესოს ყველა სხვა ვერსიიდან.

3. „ფრანგი ლეიტენანტის საყვარელი“

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წიგნი: ინგლისელი მწერლის ჯონ ფაულზის თანამოსახელე რომანია. პირველად იყო გამოქვეყნებული 1969 წელს.

ფილმი: რეჟისორ კარელ რეიშის სურათი მოგვითხრობს სიყვარულის ისტორიაზე, რომელიც ვიქტორიანულ ეპოქის დიდ ბრიტანეთში განვითარდა. ფილმმა მიიღო BAFTA-ს სამი ჯილდო, „ოქროს გლობუსი“ საუკეთესო ქალის როლისთვის და ხუთი ნომინაცია „ოსკარზე“. მათ შორის მთავარი ქალის როლისთვის, რომელიც დახვეწილად შეასრულა გენიალურმა მერილ სტრიპმა.

4. „სიყვარული ჟამიანობის დროს“

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წიგნი: გაბრიელ გარსია მარკესის რომანი, რომელიც პირველად ესპანურ ენაზე 1985 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: გადაღებულია ინგლისელი რეჟისორის მაიკლ ნიუელის მიერ და გამოშვებულია მარკესის 80 წლის იუბილესთვის. ეს არის ისტორია სიყვარულისა, რომლის წყალობით ღარიბი ბიჭი გადის გზას შიკრიკიდან-ნაოსნობის პრეზიდენტამდე და ნახევარი საუკუნის შემდეგ შეუერთდება თავის შეყვარებულს. სურათში მთავარი როლები შეასრულეს ჰავიერ ბარდემმა და ჯოვანა მეცოჯორნომ.

5. „ლამაზი მეგობარი“

მსოფლიო ლიტერატურის 5 შედევრის მიხედვით გადაღებული ფილმები, რომლებიც აუცილებლად უნდა ნახოთ

წიგნი: ფრანგი მწერლის გი დე მოპასანის რომანი, რომელიც პირველად 1885 წელს გამოქვეყნდა.

ფილმი: 2012 წლის ეკრანიზაცია. მთავარი გმირის, გაჭირვებული ახალგაზრდა მამაკაცის როლი, რომელიც ქალებთან ნაცნობობითა და მათი ცდუნებით იკვალავს გზას მაღალი საზოგადოებისკენ, რობერტ პატინსონმა შეასრულა. მისი ეკრანული პარტნიორები არიან უმა თურმანი და კრისტინა რიჩი.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>