გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში, რომელშიც საუბარია მსოფლიოში ბედნიერების ხარისხის შესახებ. ანგარიშში გამოყოფილია მსოფლიოს 10 ყველაზე ბედნიერი ქვეყანა.

ათეული შეადგინეს სხვადასხვა კრიტერიუმის გათვალისწინებით. მათ შორის ქვეყანაში თავისუფლების ხარისხის, ადამიანის სახელმწიფოსადმი ნდობის და ადამიანის უფლებების დაცულობის გათვალისწინებით.

2019 წლის ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეული ასეთია:

1. ფინეთი

2. დანია

3. ნორვეგია

4. ისლანდია

5. ნიდერლანდების სამეფო

6. შვეიცარია

7. შვედეთი

8. ახალი ზელანდია

9. კანადა

10. ავსტრია

ეს ქვეყნები მხოლოდ საცხოვრებლად არ არის მიმზიდველი და მხოლოდ აქ მაცხოვრებლები არ არიან ბედნიერები. ეს ქვეყნები საინტერესოა მოგზაურებისთვის და მათთვისაც ბედნიერების მომტანია.

„ამ ქვეყნებში მოგზაურობა საშუალებას გვაძლევს გავეცნოთ ბედნიერი ქვეყნების მაცხოვრებელთა ყოველდღიურ რუტინას, მათი ნაწილი გავხდეთ და ჩვენც ბედნიერები ვიყოთ. მათი ცხოვრების ჯანსაღი წესის, ცხოვრების ზოგადი სტილის თანაზიარები ვხდებით“, - ამბობს Travelzoo-ს რედაქტორი, გაბ სეგლი.

მისივე თქმით, ამ ქვეყნებში მოგზაურობა ადამიანებს განსაკუთრებით აბედნიერებთ.