მშობლები

ქალს წელიწადში ერთხელ მაინც შვილების გარეშე ყოფნა სჭირდება - ფსიქოლოგების დასკვნა

ქალს წელიწადში ერთხელ მაინც შვილების გარეშე ყოფნა სჭირდება - ფსიქოლოგების დასკვნა

ქალის ცხოვრება შვილის გაჩენის შემდეგ მთლიანად იცვლება, იცვლება მისი ცნობიერება და დამოკიდებულება ამა, თუ იმ საკითხის მიმართ. შვილზე ზრუნვა ეს არის საქმე, რომელიც მუდამ კონცენტრაციას მოითხოვს - 24 საათი კვირაში შვიდი დღე და როგორც სამსახურისგან გვჭირდება ცოტა ხნით დასვენება, შვებულება და ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ასეა შვილის აღზრდის შემთხვევაშიც.

შესაძლოა, უცნაურად ჟღერს, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ დედიკოებს თავიანთი შვილებისგან დასვენება რამდენიმე დღით აუცილებლად სჭირდებათ.

ქალს წელიწადში ერთხელ მაინც შვილების გარეშე ყოფნა სჭირდება - ფსიქოლოგების დასკვნა

როცა ცხოვრებაში შვილი ჩნდება, საერთოდ აღარ გრჩებათ დრო საკუთარი თავისთვის, პირადი საჭიროებები მეორე პლანზე ინაცვლებს. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ეს არ უნდა აქციოთ საკუთარ თავზე უარის თქმის მიზეზად. დედებს ხშირად არასწორად მიაჩნიათ, თუ შვილების გარეშე დაისვენებენ და ასეთ შემთხვევაში დანაშაულის გრძნობა აწუხებთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ეს მცდარი დამოკიდებულებაა.

თუ შვილების გარეშე ისვენებთ, ეს არ ნიშნავს, რომ ცუდი დედა ხართ, ეს უბრალოდ ნიშნავს იმას, რომ თქვენ გსურთ განიტვირთოთ და თუნდაც ერთი დღე გაატაროთ განსხვავებულ გარემოში, რაც თქვენივე კეთილდღეობისთვის, ასევე თქვენი ოჯახს კეთილდღეობისთვის არის კარგი. რადგანაც ოჯახს და შვილებს ჯანსაღი და ბედნიერი სჭირდებით.

ქალი ძალიან იღლება, როცა გამუდმებით საოჯახო საქმეებს აკეთებს, ტანსაცმლის მოწესრიგება, საჭმლის მომზადება, სახლის დალაგება, ბავშვებზე ზრუნვა და ა.შ. გამუდმებით მხოლოდ ამ საქმეების კეთება საშინლად დამღლელია. იწვევს სტრესს, დეპრესიას, ქალი ცუდ განწყობაზე დგება, რაც ნეგატიურ გავლენას ახდენს მთელ ოჯახზე. ამიტომაც, თუ დედა მარტო დაისვენებს და მხოლოდ საკუთარ თავს დაუთმობს დროს, ეს კარგი მხოლოდ პირადად მისთვის კი არ არის, არამედ მთელი ოჯახისთვის.

ქალს წელიწადში ერთხელ მაინც შვილების გარეშე ყოფნა სჭირდება - ფსიქოლოგების დასკვნა

დედებს შვილები უპირობოდ უყვართ, მაგრამ მოდით, ვიყოთ გულწრფელები, ხანდახან იღლებით მსოფლიოში ყველაზე ძვირფასი ადამიანებითაც კი და ზოგჯერ ამის გამო აგრესიულები ხდებით. თუ დასასვენებლად მარტო წახვალთ, ეს შვილებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ. თქვენ გარეშე როცა დარჩებიან, ისინი უკეთ მიხვდებიან თქვენ ფასს, უფრო მეტად დააფასებენ თქვენ მიერ გაწეულ შრომას, ხოლო თქვენ მათზე ზრუნვა მოგენატრებათ და როდესაც დაბრუნდებით, შვილებზე ზრუნვა დამღლელი კი არ მოგეჩვენებათ, არამედ ყველა საქმეს სიამოვნებით გაუკეთებთ.

დასვენების დროს საუკეთესო შანსი გეძლევათ იმისთვის, რომ საკუთარ თავთან მარტო დარჩეთ და საკუთარ თავზე დაფიქრდეთ, იფიქროთ იმაზე, თუ რა გსურთ და რა გჭირდებათ. ბოლოს როდის იფიქრეთ საკუთარ თავზე და საკუთარ საჭიროებებზე?

ფსიქოლოგები ამბობენ, რომ მზრუნველი დედა, პირველ რიგში, საკუთარ თავზე ზრუნავს, რადგანაც იცის, რომ შვილს ჯანმრთელი, ჯანსაღი და ბედნიერი სჭირდება. თუნდაც ორი დღით განმარტოება დაგეხმარებათ, რომ საკუთარ თავთან ჰარმონია იპოვოთ.

ქალს წელიწადში ერთხელ მაინც შვილების გარეშე ყოფნა სჭირდება - ფსიქოლოგების დასკვნა

დედებს სჭირდებათ დასვენება, ნუ დაიდანაშაულებთ თავს. თქვენ ეს დაიმსახურეთ. ბავშვები კარგად იქნებიან და გარდა ამისა, თქვენი პარტნიორი გამოცდის, თუ რას ნიშნავს დედობა და თქვენს შრომას დააფასებს.

გახსოვდეთ, რომ თქვენ არ ხართ მხოლოდ დედა. თქვენ ხართ ქალი, რომელსაც ხანდახან სჭირდება გართობა, მეგობრებთან ერთად ყოფნა, განტვირთვა და ენერგიის აღდგენა.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>