როგორც წესი, მსოფლიოს პირველ ქალებს ოფიციალურ შეხვედრებზე, ოფიციალურ სამოსში ვხედავთ. ვხედავთ ისეთ სტილში, როგორიც მათ სტატუსს შეეფერება, მაგრამ ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, რომლებსაც სხვების მსგავსად დასვენება და განტვირთვა სჭირდებათ. ჩვენ მსგავსად ეს ქალებიც შვებულებას ზღვის სანაპიროზე ატარებენ და საცურაო კოსტიუმებშიც შესანიშნავად გამოიყურებიან.

ვნახოთ პლანეტის პირველი ქალები ზღვის სანაპიროზე, საცურაო კოსტიუმებში:

16. ჰილარი კლინტონი - ბილ და ჰილარი კლინტონები ვირჯინის კუნძულებზე დასვენების დროს.

15. მელანია ტრამპი - აშშ-ის პირველმა ლედიმ ახლახანს გამოაქვეყნა ეს ფოტო. მელანია ახლა მოდელი აღარაა, მაგრამ ძველი ფოტოების გამოქვეყნებას არ უშინდება.

14. ქეით მიდლტონი - სანამ დაქორწინდებოდნენ, 2006 წელს, ქეითი და პრინცი უილიამი იბიცაზე ერთად ისვენებდნენ, ეს ფოტო სწორედ ამ დროსაა გადაღებული.

13. იორკის პრინცესა ბეატრისი - დედოფალ ელიზაბეტის შვილიშვილს ოფიციალური ღონისძიებები არ ხიბლავს და ოჯახის წევრებიც მის აზრს პატივს სცემენ. სამაგიეროდ, ხშირად ვრცელდება ბეატრისი გართობისა და დასვენების ამსახველი პაპარაცული ფოტოები.

12. დონა ბეატრის ბორომეო - მონაკოს პრინცესას უმცროსი ვაჟი, პიერი, არისტოკრატული წარმომავლობის ბეატრის ბორომეოზე დაქორწინდა. ბეატრისი ჟურნალისტია და პრინცზე დაქორწინებამდეც პოპულარული იყო. ეს პაპარაცული ფოტო კი წყვილის დასვენების დროსაა გადაღებული. ბეატრისი საცურაო კოსტიუმში შესანიშნავად გამოიყურება.

11. კოლინდა გრაბარ კიტაროვიჩი - ეს ფოტო ყველა ნანახი გაქვთ. ხორვატიის პრეზიდენტი, რომელიც 49 წლისაა, საცურაო კოსტიუმში მართლაც შთამბეჭდავად გამოიყურება.

10. სორაია ისფანდიერი ბაჰთიარი - სორაია ირანის შაჰის, მოჰამედ რეზა ფაჰლევის ცოლი იყო. სორაია საცურაო კოსტიუმში პოზირებს. ფოტო ისლამურ რევოლუციამდეა გადაღებული.

9. ჰანოვერის პრინცესა კაროლინა - პაპარაცებმა მასაც გადაუღეს დასვენების დროს, წითელ საცურაო კოსტიუმში.

8. ანგელა მერკელი - დიახ, დასვენება ყველას სჭირდება.

7. მონაკოს პრინცესა სტეფანია - საცურაო კოსტიუმში ფანტასტიკურად გამოიყურება.

6. მონაკოს პრინცესა შარლინი - მას ევროპის ყველაზე ელეგანტურ ქალად მიიჩნევენ. პრინცესა პროფესიონალი მოცურავეა.

5. პრინცესა შარლოტი - შარლოტი გრეის კელის შვილიშვილია. ის წარმატებული ჟურნალისტი და ბიზნესლედია.

4. საბერძნეთისა და დანიის პრინცესა მარია ოლიმპია - მას მართლაც უნაკლო სხეული აქვს და არასოდეს ერიდება საცურაო კოსტიუმში ფოტოების გადაღებას და სხეულის გამოჩენას. მარია ოლიმპიას აქვს ოფიციალური ანგარიშები სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და გამომწერებს თავისი ცხოვრების სტილს უზიარებს.

3. პრინცესა სოფია - ის რეალითი შოუების ვარსკვლავი და ფოტომოდელია.

2. შვედეთის პრინცესა მადლენი - პრინცესა ხშირად მოგზაურობს და საკმაოდ მრავლად მოიპოვება საცურაო კოსტიუმში გადაღებული მისი პაპარაცული ფოტოები.

1. მეგან მარკლი - მეგანი შესანიშნავად გამოიყურება როგორც ოფიციალურ სამოსში, ასევე საცურაო კოსტიუმში. მისი შთამბეჭდავი ვიზუალი კი ჯანსაღი კვების და იოგას დამსახურებაა.

ბონუსი: დედოფალი ელიზაბეტ მეორე