LIFE

10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით

10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით

შესაძლოა, საყვარელ ადამიანს ვეღარ გაუგეთ, თქვენი ცხოვრება კონფლიქტად გადაიქცა და ერთ დღესაც პარტნიორმა გითხრათ, რომ გშორდებათ. იცოდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში მსგავსი ურთიერთობები ბედნიერად სრულდება.

რეალურად, მცირე დროით ერთმანეთისგან დასვენება გჭირდებათ და ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთი აღარ გიყვართ. ვნახოთ 10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით.

1. თუ ცდილობს ხშირად ჰქონდეს თქვენთან კომუნიკაცია - ეს ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო ნიშანია იმისა, რომ ისევ უყვარხართ და ენატრებით. გირეკავთ, გწერთ, თითქოს რაღაც საქმე აქვს და ეს საქმეები რეალურად ძალიან სასაცილოა. ამ ჟესტით ყურდღების მიქცევას ცდილობთ და ნიშნავს, რომ ძალიან ენატრებით.

2. ამბობს, რომ სურს მეგობრები მაინც იყოთ და ცდილობს, დიდი დრო გაატაროს თქვენ გვერდით - თუ ამბობს, რომ სურს მეგობრებად მაინც დარჩეთ, ეს მიუთითებს, რომ მას არ სურს თქვენი დაკარგვა, რადგანაც სინამდვილეში ძალიან უყვარხართ.

 

10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით

3. დაშორების შემდეგ ის თავის ემოციებს ავლენს - ამბობს, რომ ძალიან სძულხართ, ბრაზობს, ან საშინლად მოწყენილია და დეპრესიაშია. რა თქმა უნდა, ეს მიუთითებს, რომ უყვარხართ და ვერ ეგუება თქვენ დაკარგვას.

4. ცდილობს აგიხსნათ, რატომ მოიქცა ასე, რატომ გატკინათ გული - გამუდმებით გწერთ, გირეკავთ და ცდილობს ყველაფერი აგიხსნათ, ეს მიუთითებს, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხართ, ვერ ეგუება თქვენ დაკარგვას და შერიგება სურს.

10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით

5. თუ საკუთარ თავზე ზრუნვას იწყებს, თუ გაჩვენებთ, როგორ ვითარდება მას შემდეგ რაც დაგშორდათ - ამით სურს, რომ გაეჭვიანოთ, სურს თქვენი ყურადღება მიიპყროს. გაჩვენოთ, რომ საოცნებო ადამიანი დაკარგეთ.

6. თქვენთან დაშორების შემდეგ არავის არ ხვდება - დიდი ალბათობით ასე იმიტომ იქცევა, რომ ისევ თქვენზე ფიქრობს, თქვენ უყვარხართ, ენატრებით და შერიგება უნდა.

7. თუ დაშორების შემდეგ ყოველ დღე სხვადასხვა ადამიანთან დადის პაემანზე - ესეც კიდევ ერთი ინდიკატორია იმისა, რომ ვერ გივიწყებთ. ის არ ცდილობს ხანგრძლივი ურთიერთობის წამოწყებას.

10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით

8. სოციალურ ქსელებში არც ერთ თქვენს პოსტს უყურადღებოდ არ ტოვებს - თუ ყოფილი შეყვარებული ყველა პოსტს, ფოტოს გიწონებთ, კომენტარებს გიწერთ, ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ მიმართ ისევ გრძნობები აქვს. ასე რომ არ იყოს, თქვენს ანგარიშებს სოციალურ ქსელში ყურადღებასაც არ მიაქცევდა, ახლა კი ჩასაფრებულია და ცდილობს არაფერი გამოეპაროს.

9. ის კვლავ ინარჩუნებს ურთიერთობას თქვენს მეგობრებთან - თუ დაშორების შემდეგ ისევ აქტიური კომუნიკაცია აქვს თქვენს მეგობრებთან, ამით ცდილობს, თქვენთან სიხალოვე შეინარჩუნოს და ყველაფერი იცოდეს თქვენ შესახებ, რადგანაც ისევ უყვარხართ.

10 ნიშანი იმისა, რომ ყოფილ შეყვარებულს ისევ უყვარხართ და ძალიან ენატრებით

10. თუ ის მზად არის ნებისმიერ დროს დაგეხმაროთ - თუ ყოფილი შეყვარებული თქვენ გვერდით ჩნდება როცა პრობლემები გაქვთ და მზად არის დაგეხმაროთ ნებისმიერ სიტუაციაში, გვერდით დაგიდგეთ, მხარი დაგიჭიროთ, მას მართლაც ძალიან უყვარხართ და შერიგება სურს.



<a href="https://www.yourtango.com" target="_blank">https://www.yourtango.com</a>