LIFE

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

ზოგიერთ ადამიანს შურს ვარსკვლავების, მათი სილამაზის, სიმდიდრის, ფუფუნების, მაგრამ რომ იცოდნენ, რამდენი ტრაგედია აქვთ გადატანილი წარმატების მიღწევამდე, მათი აღარავის შეშურდებოდა, მათ ადგილას ყოფნას არავინ ინატრებდა.

ჩვენ ჰოლივუდის ვარსკვლავების ტრაგიკულ ცხოვრებაზე მოგიყვებით და ყველაფერში თავად დარწმუნდებით.

1. შარლიზ ტერონი - 43 წლის შარლიზ ტერონი ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი ვარსკვლავია, რომელიც ოქროს გლობუსის, ოსკარის და სხვა ჯილდოების მფლობელია. ერთი შეხედვით ვერასდროს წარმოიდგენთ, რა აქვს გადატანილი ცხოვრების ადრეულ ეტაპზე. შარლიზის მამა ალკოჰოლიკი იყო და ცოლს ხშირად სცემდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

როცა მსახიობი 15 წლის იყო, მორიგი ოჯახური კონფლიქტის დროს, მამამ იარაღი აიღო და ჰაერში გასროლა დაიწყო. ის ცოლსა და შარლიზს მოკვლით ემუქრებოდა. დედას მოთმინების ფიალა ამოეწურა, მათ თავად აიღო იარაღი და ქმარს ესროლა და რადგანაც ყოველივე თავდაცვის მიზნით გააკეთა, ბრალი არ წარუდგენიათ.

15 წლის ტერონმა ერთ ერთ სამოდელო კონკურსში გაიმარჯვა, რის შემდეგაც სამოდელო სააგენტოსთან გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა და ევროპაში იმოგზაურა. მოგვიანებით ის ქორეოგრაფიულ კოლეჯში შევიდა, რადგანაც სურდა ბალერინა გამხდარიყო. მაგრამ როცა 19 წლის გახდა მუხლის დაზიანება მიიღო და იძულებული იყო ოცნების პროფესიაზე უარი ეთქვა. ამის შემდეგ ლოს ანჯელესში წავიდა, სადაც არავის იცნობდა. ის რამდენიმე თვის განმავლობაში იაფფასიან სასტუმროში ცხოვრობდა და უმეტესწილად მშიერი იყო, რადგანაც ფული არ ჰქონდა. 


1995 წელს ის ბანკში მივიდა სადაც დედის მიერ გამოგზავნილი 500 $ უნდა აეღო, თუმცა ბანკში რატომღაც უარი უთხრეს, რის შემდეგაც მან ისეთი სკანდალი მოაწყო, რომ ოსკარის მიღებასაც კი შეძლებდა. საბედნიეროდ, მალე პროდიუსერმა ჯონ ქროსბიმ შეამჩნია მისი ტალანტი და დაეხმარა, რომ სამსახიობო კოლეჯში ჩარიცხულიყო. სამი წლის შემდეგ მან შეასრულა ცნობილი როლი ფილმში - „ეშმაკის ადვოკატი“ და თავბრუდამხვევი წარმატებაც დაიწყო.

 2. ჯიმ ქერი - ის დღეს ამერიკაში ყველაზე მაღალანაზღაურებადი კომიკოსია, მაგრამ ჯიმის ახალგაზრდობა არ ყოფილა მარტივი. როცა ჯერ კიდევ სკოლაში სწავლობს, მისი ოჯახს დიდი ფინანსური პრობლემები ჰქონდა. ჯიმი, მისი ძმა და ორი და საპირფარეშოებს ასუფთავებდნენ. სწორედ ამ პერიოდში მომავალი კომიკოსი ძალიან მორცხვ ბავშვად ჩამოყალიბდა. შემდეგ ოჯახი საცხოვრებლად ბულრინგტონში გადავიდა. ჯიმის დედას ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა. მას ეგონა, რომ დაავადება სტანჯავდა მაშინ, როცა სინამდვილეში არაფერი აწუხებდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

როცა ჯიმი 15 წლის გახდა, მამამ კომედი კლუბში მიიყვანა, მაგრამ მისი პირველი გამოსვლა საშინლად წარუმატებელი აღმოჩნდა. ბედი 2 წლის შემდეგ ისევ სცადა. ეს უკვე ის პერიოდია, როცა ჯიმის წარმატებული კარიერა იწყება.

3. დემი მური - მსახიობი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული, როცა მამამ დედა მიატოვა და ორსული მარტო დატოვა. როცა დემი მური სამი წლის გახდა, მისი დედა დენ გინსზე დაქორწინდა. ქორწინებისთანავე დენმა მთელი თავისი ფული და ქონება აზარტულ თამაშებში წააგო და ოჯახი უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა. დემის დედა და მამინაცვალი ალკოჰოლზე დამოკიდებულები გახდნენ. 

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

მომავალ ვარსკვლავს სკოლაშიც აბულინგებდნენ, რადგანაც ის მხედველობის ძალიან დიდ სათვალეს ატარებდა. საბედნიეროდ, დედამ ფული შეაგროვა და გოგონას თვალებზე ოპერაცია გაუკეთა. 

მას შემდეგ, რაც დემის ძმა დაიბადა, ცხოვრება აუტანელი გახდა და პატარა დემი ხშირად გარბოდა სახლიდან. როცა ის 15 წლის იყო დედა და მამინაცვალი განქორწინდნენ. 16 წლის ასაკში დემი საბოლოოდ წავიდა სახლიდან. 17 წლის იყო, როცა პოპულარული როკ მუსიკოსის, ფრედი მურის შეყვარებული გახდა. ამ უკანასკნელმა ცოლი და ორი შვილი მიატოვა და დემიზე დაქორწინდა. ფრედი ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც დემის დაეხმარა, რომ კინოვარსკვლავი გამხდარიყო.


მსახიობის დედა გარდაცვალებამდე ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული და ის რამდენჯერმე დააკავეს ავტომობილის ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მართვის დროს და. ეს მაშინ ხდებოდა, როცა დემი უკვე პოპულარული იყო. ბოლოს დემი მურის დედას სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, რის შემდეგაც რამდენიმე თვეში გარდაიცვალა.

4. მაიკლ დუგლასი - 74 წლის ამერიკელ მსახიობსა და პროდიუსერს, მაიკლ დუგლასს, ცხოვრებაში უამრავი ტრაგდეია აქვს გადატანილი. 1980 წელს სათხილამურო კურორტზე უბედური შემთხვევის დროს ის მძიმედ დაშავდა, რის შემდეგაც, ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდა და ამ მიზეზით სამი წლის განმავლობაში კარიერაზე უარის თქმა მოუწია. 

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

2003-2004 წლებში მაიკლისა და მისი ცოლის, კეტრინ ზეტა ჯონსის ბედნიერი თანაცხოვრება დაირღვა. დოუნეტ რაითი შეყვარებული იყო დუგლასზე და მან მის ცოლს წერილი მისწერა, სადაც ყვებოდა, თუ როგორი შეყვარებული იყო დუგლასზე. კეტრინი ამბობდა, რომ ამ წერილმა შოკში ჩააგდო და ფსიქოლოგიურად გაანადგურა.

2010 წელს მაიკლის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, კამერონ დუგლასი, ნარკოტიკების რეალიზების ბრალდებით დააკავეს და ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.


ამავე წელს მსახიობს სიმსივნე დაუდგინდა. ის ფიქრობდა, რომ დაავადება სტრესმა, მოწევამ და ალკოჰოლზე დამოკიდებულებამ გამოიწვია. საბედნიეროდ, დუგლასმა პრობლემა მალე დაძლია.

2013 წელს მან თქვა, რომ კეტრინ ზეტა ჯონსთან განქორწინებას აპირებდა. მიზეზი კი კეტრინის დაავადების გამო გამოწვეული დეპრესია იყო. 2011 წელს კეტრინ ზეტა ჯონსს ბიპოლარული დარღვევის დიაგნოზი დაუსვეს. გადაწყვეტილება დუგლასმა შეცვალა, რადგანაც, როგორც ამბობდა, კვლავ იპოვა სიმშვიდე და კვლავ სურდა კეტრინთან ერთად ბედნიერი ცხოვრება.


5. ოპრა უინფრი - ამერიკელი ტელეწამყვანი, მსახიობი და პროდიუსერი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ადამიანად მიიჩნევა. ის ასევე პირველი შავკანიანი ქალია რომელიც მილიარდელი გახდა. მაგრამ ოპრას წარმატების მიღმა უმძიმესი ბავშვობაა. მისი დედა მოსამსახურედ მუშაობდა და შვილის აღსაზრდელად დრო არ რჩებოდა. სწორედ ამიტომ, პირველი ექვსი წლის განმავლობაში ის ბებიასთან იზრდებოდა. მოგვიანებით დედამ თავისთან წაიყვანა. 9 წლის ოპრას საშინლად ექცეოდნენ ბიძაშვილები, ბიძა და მისი მეგობარი.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

როცა 14 წლის გახდა, ის სახლიდან გაიქცა, რადგანაც დედასთან კონფლიქტი ჰქონდა. ოპრა ორსულად აღმოჩნდა. ბავშვი ნაადრევად გაჩნდა და მალევე გარდაიცვალა. ამის შემდეგ დედამ ოპრა მამასთან გაგზავნა საცხოვრებლად, რომელიც მის სწავლას აფინანსებდა. 17 წლის ოპრა სტუდენტი გახდა და ამავე ასაკში CBS-ზე რეპორტიორად დაიწყო მუშაობა და დღეს ყველაზე პოპულარული ტელეწამყვანია.


6. ჯეკ ნიკოლსონი - კინოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვარსკვლავი ბავშვობაში ჯაზით იყო დაინტერესებული. ის ადრეულ ასაკში MGM სტუდიაში მუშაობდა, როცა პროდიუსერმა ჯო პასტერნაკმა მისი სამსახიობო ნიჭი შენიშნა.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

1974 წელს, 37 წლის ნიკოლსონი პოპულარული მსახიობი იყო. სწორედ ამ წელს გაიგო საიდუმლო, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მასზე. Time-ის ჟურნალისტმა, რომელიც პოპულარული ადამიანების შესახებ საიდუმლოებს იძიებდა, ჯეკს შოკისმომგვრელი სიმართლე უთხრა - მისი უფროსი და, ჯუნი, სინამდვილეში მისი დედა იყო. ჯეკის კიდევ ერთმა დამ ჟურნალისტის სიტყვები დაადასტურა, მაგრამ არც მას და არც ოჯახის სხვა წევრებს წარმოდგენა არ ჰქონდა იმის შესახებ, თუ ვინ იყო მსახიობის მამა.

როგორც გაირკვა ჯუნს ჯეკი 16 წლის ასაკში გაუჩნდა და იმისთვის, რომ „შერცხვენისგან“ თავი აერიდებინათ და გოგონას კარიერაში ხელი არ შეშლოდა, მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ შვილიშვილი ისე გაეზარდათ, როგორც მათი შვილი. ასე რომ, ნიკოლსონმა 37 წლის ასაკში გაიგო, რომ მისი მშობლები სინამდვილეში მისი ბებია და ბაბუა არ იყვნენ. ამ დროისთვის მისი ბიოლოგიური დედა და ბებია გარდაცვლილები იყვნენ.


7. მერლინ მონრო - სექს-სიმბოლოს რთული ბავშვობა და ცხოვრება ჰქონდა. ცნობილი არ არის უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვინ არის მსახიობის მამა, რადგანაც მომავალი ვარსკვლავის დედა, გლადისი, ქმარს, მარტონ მორტენსენს მანამდე დაშორდა, სანამ მერლინზე დაფეხმძიმდებოდა.

ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც უმძიმესი ტრაგედიები გადაიტანეს

დედა ნორმა ჯინს (მერლინის ნამდვილი სახელი და გვარი) სათანადო ყურადღებას ვერ უთმობდა, გოგონამ 7 წელი გაატარა ბავშვთა თავშესაფარში. შემდეგ გლედისმა ჰოლივუდში პატარა სახლი იყიდა და ქალიშვილი წაიყვანა. მაგრამ რამდენიმე თვეში მას ფსიქოლოგიური პრობლემები გამოუვლინდა, კონკრეტულად კი, პარანოიკული შიზოფრენია. ის ადგილობრივ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაიყვანეს და იქვე გარდაიცვალა ისე, რომ შვილთან აღარანაირი კონტაქტი არ ჰქონია. გოგონა მომდევნო წლებში სხვადასხვა ოჯახებში იზრდებოდა.

როცა 16 წლის გახდა, ჯეიმს დოჰერთოზე დაქორწინდა იმისთვის, რომ თავი დაეღწია მზრუნველი ოჯახისგან და ახალი ცხოვრება დაეწყო. ერთ წელიწადში მუშაობა საავიაციო საწარმოში დაიწყო, ორი წლის შემდეგ კი, ფოტოგრაფს, დევიდ კონოვერს შეხვდა, რომელმაც ფოტომოდელად მუშაობა შესთავაზა. ის დათანხმდა, დატოვა სამსახური და მუშაობა დაოწყო ლოს-ანჯელესში, სამოდელო სააგენტო Blue Book-ში. ეს იყო სამსახური, რომელმაც ის პოპულარულად აქცია. ერთი წლის შემდეგ მან ხელი მოაწერა კინოკომპანია 20th Century Fox-თან კონტრაქტს და მსოფლიო დონის წარმატებაც ამ პერიოდიდან დაიწყო.

მონროს ვარსკვლავური ცხოვრება ტრაგედიებით იყო სავსე. მას უამრავი რომანი ჰქონდა, სამჯერ განქორწინდა, ორჯერ იყო ფეხმძიმედ, თუმცა ორივეჯერ დაკარგა ბავშვი. თავისი ცხოვრების გამო მას ჰქონდა ძილის პრობლემა, ის ვერ იძინებდა. დროს ატარებდა აბსოლუტურად ბნელ ოთახში და დასაძინებელ აბებს იღებდა. მერლინ მონრო 1961 წელს ფსიქიატრიულ კლინიკაში მოხვდა. საბოლოოდ თავისი პირადი და პროფესიული მძიმე ცხოვრების გამო ახალგაზრდა ასაკში, 1962 წელს გარდაიცვალა.



<a href="https://brightside.me">https://brightside.me</a>