სილამაზე

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

1. თეთრი ფქვილის ნაწარმი

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

საქმე იმაშია, რომ თეთრი ფქვილი შეიცავს გასუფთავებულ ნახშირწყლებს. როდესაც ისინი ხვდებიან ორგანიზმში, ტრანსფორმირდებიან შაქარში, შემდეგ კი გლუკოზაში. ის კი, თავის მხრივ, ანადგურებს კოლაგენს და პროვოცირებს ცელულიტის განვითარებას. ყურადღება მიაქციეთ აზიურ ლაფშას ბატატისგან, მწვანე პარკოსნისგან ან წიწიბურის ფქვილისგან.

2. უშაქრო კანფეტები და დამატკბობლები

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

პროდუქტები, რომელთა შემადგენლობაში არ არის შაქარი, მაგრამ არის ხელოვნური დამატკბობლები, ხშირად დამზადებულია კონსერვანტების გამოყენებით. მაგრამ ხელოვნური წარმოშობის პროდუქტებს ორგანიზმი ძნელად გადაამუშავებს, ესე იგი „უწყინარი“ კანფეტები სრულიად შეიძლება ტრანსფორმირდნენ ცხიმში და იქცეს ცელულიტად.

3. ალკოჰოლი

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

როცა ალკოჰოლი იშლება, აწარმოებს თავისუფალ რადიკალებს და აზიანებს დნმ-ის სტრუქტურას. ეს, თავის მხრივ, იწვევს კოლაგენის ბოჭკოების დაზიანებას, რომლებიც პასუხს აგებენ კანის საფარის ელასტიურობაზე. გარდა ამისა ხდება ორგანიზმის გაუწყლობა, რაც იწვევს კანის ანთებასა და ჰიპერპიგმენტაციას. აქედან მოდის - ნაოჭებისა და „ფორთოხლის ქერქის“ გაჩენა.

4. რძის პროდუქტები

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

რძის პროდუქტები შეიცავს ენზიმებს, რომლებიც ორგანიზმს არ შეუძლია მთლიანად დაშალოს. ეს აქტუალურია მათთვის, ვინც განიცდის ლაქტოზის აუტანლობას. შეიძლება არ აღინიშნებოდეს გამოხატული ალერგია რძის პროდუქტებზე, მაგრამ სხეული არც ისე კარგად ინელებს ამ ნივთიერებებს. ცუდი მონელება გამოიწვევს ცელულიტის გართულებას. ალტერნატივის სახით შეიძლება გამოიყენოთ ნუშის ან ქოქოსის რძე.

5. გაზიანი სასმელები და წვენი

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

როცა ჩვენ აქტიურად ვიყენებთ ნახშირწყლებს (მაგალითად, შაქარს), ჩვენი ორგანიზმი გამოიმუშავებს უფრო მეტ ინსულინს. უკანასკნელი ხელს უწყობს ცხიმოვანი უჯრედების ზომისა და რაოდენობის გაზრდას, რომლებიც აკავებენ სითხესა და ტოქსინებს. სითხის დაგროვებისას უარესდება სისხლის მიმოქცევა, ტოქსინები კი შლიან კოლაგენსა და ელასტინს, რომლებიც ხდიან კანს გლუვსა და მკვრივს. ბევრად სასარგებლოა მწვანე ჩაის დალევა, რომელიც აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უშლის კოლაგენის დაშლას.

6. ყავა და კოფეინისშემცველი პროდუქტები

ყავას არ შეუძლია ცელულიტის გამოწვევა. სამაგიეროდ შეუძლია გაართულოს სიტუაცია: ყველაფერი კი იმის გამო, რომ კოფეინი ახდენს გაუწყლობისა და ავიწროვებს სისხლძარღვებს. სისხლის დინება ნელდება, ცხიმოვან ქსოვილებს მიეწოდება ნაკლები სისხლი, და ნივთიერებათა ცვლა მათში უფრო ნელა ხდება.

6 პროდუქტი, რომლებმაც შეიძლება ცელულიტი გაგიჩინოთ

რა თქმა უნდა, დილის ფინჯანი ყავა არ გაჩუქებთ „ფორთოხლის ქერქს“. მათ, ვისაც გააჩნია ცელულიტი, უფრო ნაკლები ყავა უნდა დალიონ. ყავა შეიძლება გამოიყენოთ როგორც ინგრედიენტი სახლის პირობებში დამზადებული ცელულიტის საწინააღმდეგო სკრაბებისთვის.



<a href="https://www.adme.ru">https://www.adme.ru</a>