ჯანმრთელობა

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

კიბო და გულის დაავადებები, შუახნის ქალბატონების შემთხვევაში, პირველ ადგილს იკავებს სიკვდილის გამომწვევ დაავადებათა შორის. ამ საკითხების ირგვლივ შეგროვებული და შესწავლილი მონაცემები აჩვენებს, რომ, ქალის ასაკის მიხედვით, ეს ორი დაავადება 30%-დან 55%-მდე შემთხვევაში სიკვდილის მიზეზი ხდება.

გარდა ამისა, დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებში გვხვდება ისეთი დაავადებების ჩამონათვალიც, რომლებსაც არაფერი აქვს საერთო არც გულის დაავადებებთან და არც კიბოსთან, თუმცა მათგან ყოველწლიურად ასი ათასი ქალი იღუპება.

სასურველია, ვიცოდეთ, რა ტიპის დაავადებები იჩენს თავს მდედრობით სქესში ყველაზე ხშირად. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ შესაძლოა, თქვენც დადგეთ ამ საფრთხის წინაშე.

გთავაზობთ რისკფაქტორების ჩამონათვალს და მათი თავიდან აცილების საშუალებებს:

1. ღვიძლის ქრონიკული დაავადება

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

ადამიანის ღვიძლი პასუხისმგებელია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან რამდენიმე ფუნქციაზე. მაგალითად, ის წმენდს ორგანიზმს ტოქსინებისა და უსარგებლო ნივთიერებებისგან და ეხმარება მას, შთანთქას მეტი ვიტამინი, საკვებად ღირებული ნივთიერებები და საკვებით მიღებული ენერგიები.

ღვიძლის ქრონიკული დაავადება, ცნობილი როგორც ციროზი, მთლიანად შლის და არღვევს ღვიძლის მოქმედების ფუნქციას. მისი სიმპტომები, ძირითადად დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებებით გამოიხატება. ახლავს უმადობა, გულისრევა, მუცლის შებერილობა.

ისეთი ვირუსული დაავადებები, როგორიცაა ჰეპატიტი, რომელსაც ხშირად იწვევს სასმელზე მძიმე დამოკიდებულება, ასევე, სხვადასხვა დაავადებები და ინფექციები, ღვიძლის დაავადების გამომწვევი მიზეზები ხდება. შერონ ჰეიესის, მაიოს სამედიცინო კლინიკის პროფესორის თქმით, ციროზს ჭარბი წონა და სისხლის დაავადებებიც იწვევს.

რადგან ადამიანებს ციროზის გამომწვევი ვირუსული დაავადებების ორგანიზმში მოხვედრის კონტროლი ნაკლებად შეუძლიათ, პროფესორ ჰეიესის რჩევით, პირველი, რაც მისი თავიდან აცილებისთვის არის საჭირო, წონის კონტროლია. ასევე, საკმაოდ დიდ როლს თამაშობს სწორი კვება, ვარჯიში და ნაკლები ალკოჰოლის მიღება.

2. სასუნთქი სისტემის დაავადება

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

სასუნთქი სისტემის დაავადება, იგივე ფილტვების ობსტრუქციული დაავადება, ფილტვების, ემფიზემისა და ბრონქიტების დაავადებათა ერთ მთლიან ტერმინად გამოიყენება. სტატისტიკის მიხედვით, ამერიკის მოსახლეობის 5% ამ დაავადებით იტანჯება.

ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების გამომწვევ მიზეზად, ყველაზე ხშირად მოწევა სახელდება. „მოწევას შეუძლია, ამ დაავადების ყველაზე მძიმე ფორმები გამოიწვიოს“, – ამბობს ჰეიესი. მშენებლობასთან დაკავშირებულმა სამუშაომაც შეიძლება დააყენოს ადამიანი ამ დაავადების საფრთხის წინაშე.

დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომია არასრულფასოვანი სუნთქვა. იმის გამო, რომ სასუნთქი სისტემის დაავადება ნელა პროგრესირებს, სუნთქვის რადიკალური ცვლილებების შემჩნევა რთულია. სწორედ ამიტომ, მისი ყველაზე მძიმე ფორმების გამოვლენამდე დიაგნოზის დასმა უჭირთ.

თუ ხვდებით, რომ სუნთქვისას ძალისხმევა გჭირდებათ და ეს სულ ახლახან დააფიქსირეთ, აუცილებლად მიმართეთ პრევენციულ ზომებს.

3. დიაბეტი

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

დიაბეტი ადამიანის ორგანიზმში მაშინ ვლინდება, როცა სხეული კარგავს შაქრის რაოდენობასთან ბრძოლის ფუნქციას. დროთა განმავლობაში დიაბეტი იწვევს გულისა და თირკმლის დაავადებებს, ნერვულ პრობლემებს და მომაკვდინებელ დაავადებებსაც კი.

არსებობს ორი ტიპის დიაბეტი. დაავადებულთა მხოლოდ 5%-ში ვლინდება პირველი ტიპი. ის არის იმუნური დაავადება და ორგანიზმს ინსულინის გამომუშავების უნარს ართმევს. მეორე ტიპის დიაბეტი ყველაზე გავრცელებული ტიპია და ის დაავადებულთა 95%-ს სტანჯავს. ამ ტიპის დიაბეტში კუჭქვეშა ჯირკვალს ფუნქციონირების პროცესში აღარ შეუძლია ინსულინის გამოყენება. ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის კვლევით, ყოველ მეოთხე ადამიანს აქვს დიაბეტის ერთი ტიპი მაინც და მათ თავად არ იციან ამის შესახებ.

დიაბეტის ნაადრევი სიმპტომებია შარდვა, გამუდმებული წყურვილის შეგრძნება, უკიდურესი დაღლილობის შეგრძნება, მხედველობის პრობლემები და გამუდმებული შიმშილი.

სანამ პროფესორები ამბობენ, რომ პირველი ტიპის დიაბეტი გენეტიკურად არის განპირობებული, მეორე ტიპის დიაბეტი უშუალოდ ადამიანის ცხოვრების წესის შედეგად ჩნდება, რისი თავიდან აცილებაც შესაძლებელია. ამისთვის კი, უპირველესად, საჭიროა კვების რეჟიმის მოწესრიგება და არასწორ დიეტებზე უარის თქმა.

4. გრიპი და პნევმონია

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

გრიპი იმ ტიპის ვირუსებს მეკუთვნება, რომელსაც ბევრი სხვადასხვა ტიპის დაავადების გამოწვევა შეუძლია.

ყველაზე ჯანმრთელ მოზრდილ ადამიანებსაც, რომლებსაც გრიპი ემართებათ, რამდენიმე დღე სიცხე და გაციება აწუხებთ. იმ ადამიანებში კი, რომლებსაც ჯანმრთელობის ისეთი პრობლემები აწუხებთ, როგორიცაა, თირკმლისა და გულის დაავადებები, გრიპმა შესაძლოა, სხვადასხვა გართულებები გამოიწვიოს. ხშირად, გრიპისგან გამოწვეული გართულებები მომაკვდინებელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

გრიპი განაპირობებს ფილტვების ინფექციასაც, რაც, თავისთავად, ანთებით პროცესს წარმოქმნის, ანუ ჩნდება პნევმონიაც. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებისთვის ან ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მქონეთათვის, ეს შეიძლება ფატალური შედეგების მომტანი აღმოჩნდეს.

გრიპისგან თავის დაზღვევის მიზნით, საუკეთესო გამოსავალია ყოველწლიური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება. ის ადამიანები, რომლებიც პნევმონიის მაღალი რისკის წინაშე დგანან, ძირითადად კი ავადმყოფები და ხანდაზმულები, ექიმებს გრიპის საწინააღმდეგო ერთჯერადი ვაქცინის გაკეთების თხოვნითაც მიმართავენ.

5. სეპტიცემია (სეფსისი)

რომელი დაავადებები იწვევს ქალთა სიკვდილიანობას ყველაზე ხშირად?

სეპტიცემია სისხლის ინფექციური დაავადებაა, რომელიც ძირითადად დაავადებული ადამიანების ორგანიზმში ვლინდება.

ის თავდაპირველად ფილტვებში, შარდის ბუშტში, კანსა და თირკმელში ჩნდება. საბოლოოდ კი სისხლში ვრცელდება. ის ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას. შედეგად, ადამიანის ორგანოებს ფუნქციონირების შესაძლებლობა ერთმევა.

ამ დაავადების საფრთხის წინაშე ისეთი ადამიანები დგანან, რომელთაც სუსტი იმუნური სისტემა და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ. აღსანიშნავია ისიც, რომ სეპტიცემია გადამდებია და შეიძლება ერთი ადამიანისგან მეორეს გადაედოს, თუ ბოლომდე განკურნებული არ არის.

სიმპტომებად მოულოდნელი ცხელება, სუნთქვის სისწრაფე და გახშირებული გულისცემა გვევლინება.

არც ერთი სიმპტომის უგულებელყოფა მიზანშეწონილი არ არის. თუ იცით, რომ სუსტი იმუნური სისტემა გაქვთ, მიაკითხეთ ექიმს ან უახლოეს საავადმყოფოს და დაიზღვიეთ თავი მოსალოდნელი გართულებებისგან.



<a href="http://bit.ly/2h6BtqT">http://bit.ly</a>