LIFE

ირინა შეიკს ახალი ბოიფრენდი ჰყავს - ვინ არის სუპერმოდელის მილიონერი შეყვარებული

ირინა შეიკს ახალი ბოიფრენდი ჰყავს - ვინ არის სუპერმოდელის მილიონერი შეყვარებული

მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიაა და ვარსკვლავებისთვის არავის სცალია, სუპერმოდელი, ირინა შეიკი ამ სიტუაციაშიც ახერხებს საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოხვედრას.

ირინა შეიკს ახალი ბოიფრენდი ჰყავს - ვინ არის სუპერმოდელის მილიონერი შეყვარებული

როგორც harpersbazaar.com წერს, შეიკს, შესაძლოა, ახალი ბოიფრენდი ჰყავდეს. ის რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის ვიტო შნაბელის გალერიის მეპატრონესთან, ვიტო შნაბელთან ერთად დააფიქსირეს.

წყვილს პაპარაცებმა ფოტოები მაშინ გადაუღეს, როდესაც ისინი შნაბელის აპარტამენტში შედიოდნენ. "ჰარპერს ბაზარი“ წერს, რომ ვიტო და ირინა კარანტინის პერიოდს ერთად ატარებენ.

ირინა შეიკს ახალი ბოიფრენდი ჰყავს - ვინ არის სუპერმოდელის მილიონერი შეყვარებული
ირინა შეიკს ახალი ბოიფრენდი ჰყავს - ვინ არის სუპერმოდელის მილიონერი შეყვარებული

საიდუმლო წყაროს ცნობით, ისინი დიდი ხანია მეგობრობენ, კიდევ ერთი წყარო კი Us Weekly-სთან ამბობს, რომ შნაბელსა და შეიკს დიდი ხანია კარგი ურთიერთობა აქვთ და მოსალოდნელიც იყო, რომ მათ შორის მეგობრული ურთიერთობა სასიყვარულო კავშირად ჩამოყალიბდებოდა.

"ვიტო ყოველთვის დაინტერესებული იყო შეიკით, მათ ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნეს. ვიტო ძალიან კომუნიკაბელურია, უყვარს გართობა და ადამიანებთან ერთად დროის მხიარულად გატარება“, - ამბობს წყარო.

აქამდე ვიტო შნაბელი სუპერმოდელ ჰეიდი კლუმს ხვდებოდა. მათი ურთიერთობა სამი წელი გაგრძელდა - 2014-დან 2017 წლამდე.

ირინა შეიკს ახალი ბოიფრენდი ჰყავს - ვინ არის სუპერმოდელის მილიონერი შეყვარებული

ირინა შეიკი კი, მსახიობ ბრედლი კუპერს გასულ წელს დაშორდა. წყვილს საერთო შვილი, გოგონა, ლეა შეიკ კუპერი ჰყავთ, რომელზეც პასუხისმგებლობას თანაბრად ინაწილებენ.



<a href="https://www.harpersbazaar.com/" target="_blank">https://www.harpersbazaar.com/</a>