სტილი

ადრიანა ლიმა მოუწესრიგებელი ფრჩხილებით - კარანტინში მყოფი მოდელის ფოტო, რომელიც განხილვის საგნად იქცა

ადრიანა ლიმა მოუწესრიგებელი ფრჩხილებით - კარანტინში მყოფი მოდელის ფოტო, რომელიც განხილვის საგნად იქცა

კორონავირუსის გამო მთელი მსოფლიოს მასშტაბით ადამიანთა დიდი ნაწილი სახლშია გამოკეტილი. გამონაკლისები, რა თქმა უნდა, არც ვარსკვლავები არიან, რომლებიც უკვე კვირებია კარანტინში, სახლებში არიან.

ისინი პროფესიულად ვეღარ აქტიურობენ, მაგრამ მთელ ძალებს და ენერგიას ახლა სოციალურ ქსელში დებენ და უფრო აქტიურად აქვეყნებენ ფოტოებს, ვიდეოებს სთორებს და თაყვანისმცემლებს კარანტინში ცხოვრების გამოცდილებას უზიარებენ.

მათ შორისაა სუპერმოდელი ადრიანა ლიმაც, რომელიც ხშირად გვანებივრებს რჩევებით, გვასწავლის, როგორ ვივარჯიშოთ, გვირჩევს, რა მივირთვათ და ა.შ.

ლიმას მორიგი ვიდეო კი მცირე სკანდალად იქცა. საქმე ისაა, რომ როგორც ვიდეოში ჩანს, ზოგიერთ თითზე ლიმას ლაქი მოშორებული აქვს. აღნიშნულს სოციალურ ქსელებში გამოხმაურება მოჰყვა, ზოგიერთმა სუპერმოდელი გააკრიტიკა, ზოგმაც კი დაწერა, რომ ახლა ისეთი დროა, ყველას ყველაფერი ეპატიება.

ადრიანა ლიმა მოუწესრიგებელი ფრჩხილებით - კარანტინში მყოფი მოდელის ფოტო, რომელიც განხილვის საგნად იქცა

„თუკი ადრიანას ასე აქვს ფრჩხილები, ჩვენ რაზე უნდა ვიწუწუნოთ“ ,

„თავი დაანებეთ, ცხოვრებაში ერთხელ ყველას შეიძლება ჰქონდეს მოუვლელი ფრჩხილი“ - წერენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.