ჰოროსკოპი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

20 აპრილიდან კუროს ზოდიაქოს ნიშნის სეზონი იწყება და ასტროლოგების თქმით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული ჩვენი ცხოვრება. ვნახოთ, რა გველოდება ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით:

ვერძი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

უნდა ეცადოთ, რომ მომდევნო ერთი თვე მაქსიმალურად პროდუქტიულად გამოიყენოთ. შესაძლოა, რაიმე ახალი საქმე წამოიწყოთ და თუ ასე მოხდება, ის აუცილებლად წარმატებული აღმოჩნდება. არ დატოვოთ საქმეები შუა გზაზე და ყველა მათგანი ბოლომდე მიიყვანეთ. ჩამოყალიბდით ერთ იდეაზე და მიჰყევით მას.

კურო

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო ერთი თვე თქვენია. ამ პერიოდში ყველანაირი საქმე გაგიმარტივდებათ და წარმატებას მარტივად მიაღწევთ. ადამიანები თქვენ მიერ დაწესებული წესებით იცხოვრებენ. თავს კომფორტულად იგრძნობთ, სამყარო დადებით სიახლეებს გპირდებათ. და მთავარი - დაბადების დღეს გილოცავთ!!!

ტყუპები

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თქვენ ხართ ენერგიული და ზოდიაქოს ის ნიშანი, რომლისთვისაც სოციალური ურთიერთობები უმნიშვნელოვანესია. ამ თვალსაზრისით, შესაძლოა, ახლა გამოწვევის წინაშე აღმოჩნდეთ და დისტანცირების პერიოდში ცხოვრება გაგიჭირდეთ. უნდა გამონახოთ ძალა ყოველივესთან გასამკლავებლად, არ დაკარგოთ მომავლის იმედი. ეცადეთ, ონლაინ სივრცეში იყოთ აქტიურები და ადამიანებთან კომუნიკაციის სურვილი ამ ფორმით დაიკმაყოფილოთ.

კირჩხიბი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ვერ ვიტყვით, რომ თქვენთვის სოციალური ურთიერთობები გადამწყვეტია. ყველაზე ბედნიერად თავს სახლში, ოჯახის წევრებთან ერთად გრძნობთ, ამიტომაც მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ბედნიერები იქნებით და განიტვირთებით. შესაძლოა, საკუთარ თავში ისეთი ახალი ნიჭი აღმოაჩინოთ, რომ ის პროფესიად და შემოსავლის წყაროდ აქციოთ. არ არის გამორიცხულო ყოველივე სამზარეულოს და საკვების მომზადებას უკავშირდებოდეს.

ლომი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში თქვენთვის #1 პრიორიტეტი სამსახური იქნება. თქვენი რეპუტაცია ამაღლდება და კარიერაში წარმატება გელით. საზოგადოების ყურადღების ცეტრში აღმოჩნდებით და ადამიანებისგან მოწონებას, დადებით შეფასებებს დაიმსახურებთ. ყველაფერი გააკეთეთ თვითგანვითარებისთვის.

ქალწული

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

კუროს სეზონის დროს ახალი ჰობი გაგიჩნდებათ, ან საკუთარ თავში ახალ ნიჭს აღმოაჩენთ. ასტროლოგები გირჩევენ, რომ დაიწყოთ რაიმე ახლის სწავლა, მაგალითად, ახალი უცხო ენის, ან გაიჩინოთ ახალი ჰობი. მომდევნო ერთი თვე ინტელექტუალურ და სულიერ განვითარებას მოახმარეთ.

სასწორი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

თუ სასიყვარულო ურთიერთობაში ხართ, თქვენი სექსუალური ცხოვრება იქნება იმაზე ბევრად უფრო სასიამოვნო და შთამბეჭდავი, ვიდრე ოდესმე. ყურადღებით მოუსმინეთ პარტნიორის სურვილებს, ეცადეთ, მიხედოთ თვენს თავს, აკონტროლოთ კვების რაციონი და მუდამ ფორმაში იყოთ. თუ მარტოხელა ხართ, დიდია შანსი, რომ იზოლაციის პერიოდშიც კი, იპოვოთ ადამიანი, რომელთანაც საოცარ კავშირს იგრძნობთ.

მორიელი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მთავარი ყურადღება მომდევნო ერთი თვის განმავლობაში ურთიერთობებს დაუთმეთ - მეგობრებთან, ნათესავებთან და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას. სწორედ ასეთი კავშირები მოგიტანთ წარმატებას. პრიორიტეტად აქციეთ კავშირები ადამიანებთან. ეცადეთ, დაკავდეთ ქველმოქმედებით და ადამიანებისადმი მზრუნველობა გამოიჩინეთ.

მშვილდოსანი

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო ერთ თვეში კიდევ უფრო სერიოზულად დაკავდებით საქმით. თქვენი ყოველდღიური რუტინა მხოლოდ და მხოლოდ სამსახურს დაუკავშირდება და მთავარ კონცენტრაციას სამსახურზე მიმართავთ. დარწმუნდით, რომ ყოველდღიურად მაქსიმალურად პროდუქტიულად მუშაობთ, შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა გამოავლინოთ. ასევე, იზრუნეთ საკუთარ თავზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე. თუ არ გაქვთ რაიმე გამაჯანსაღებელი რუტინა, აუცილებლად შეიმუშავეთ და მიჰყევით მას. ჯანსაღი ჩვევების გამომუშავება უმნიშვნელოვანესია.

თხის რქა

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო ერთი თვე თქვენთვის სექსის, მხიარულების, რომანტიკის და ბედნიერების თვე იქნება. თავს შესანიშნავად იგრძნობთ. სამსახურებრივი საქმიანობა შედარებით უკანა პლანზე გადადის და მთავარი ყურადღება პირად ურთიერთობებს ეთმობა. თქვენთვის ახლა ცეცხლოვანი სასიყვარულო თვე იწყება.

მერწყული

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო თვეს შეგიძლიათ მიწაზე დაშვების თვე დაარქვათ. ღრუბლებიდან და ოცნებებიდან დაეშვებით და რეალობას თვალს გაუსწორებთ. კონცენტრირება ოჯახზე მოახდინეთ. შესაძლოა, მოგონებები ამოგიტივტივდეთ და ამის გამო, შედარებით ემოციურები იყოთ. ეცადეთ, აკონტროლოთ გრძნობები და ფსიქოლოგიური მდგრადობა შეინარჩუნოთ.

თევზები

20 აპრილიდან კუროს სეზონი იწყება - მოკალათდით, განიტვირთეთ და გაიგეთ, რა გელოდებათ ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

მომდევნო ერთი თვის განმავლობაში უმნიშვნელოვანესი იქნება კომუნიკაცია. მოგიწევთ ბევრი ელექტრონული შეტყობინების გაგზავნა, ვიდეოკონფერენციებში მონაწილეობის მიღება, ტელეფონი არ გაჩერდება. საბოლოო ჯამში, კომუნიკაციის საშუალებით სუპერ წარმატებული თვე გელოდებათ.



<a href="https://www.cosmopolitan.com/">https://www.cosmopolitan.com/</a>