LIFE

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

ხელოვნება ჩვენი ცხოვრებისთვის, გადარჩენისთვის, განტვირთვისთვის, სულიერი სიმშვიდის მოპოვებისთვის უმნიშვნელოვანესია და განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. დროთა განმავლობაში იცვლება მიმდინარეობები და ყოველი ახალი ეპოქა კიდევ უფრო ამყარებს მოსაზრებას, რომ ხელოვნებას არ აქვს საზღვრები.

ვნახოთ, ვინ არიან მეოცე საუკუნის ყველაზე გამორჩეული და გავლენიანი მხატვრები, რომელთა ნამუშევრები ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენენ გავლენას და რომელთა ნამუშევრებში აისახება ეპოქა.

1. კლოდ მონე 

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

მონე მეცხრამეტე საუკუნეში დაიბადა და 1926 წელს გარდაიცვალა. მისი გავლენა მხატვრობაზე გასაოცარი იყო. ის იმპრესიონიზმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელია. მონეს გავლენა თანამედროვე მხატვრების შემოქმედებაშიც კი იგრძნობა.

2. დევიდ ჰოკნი

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

ჰოკნი მეოცე საუკუნის მხატვრობის უდიდეს წარმომადგენლად მიიჩნევა. მის ნამუშევრებს საერთაშორისო მასტერკლასებს უწოდებენ. მხატვრობის გარდა აღიარება მოიპოვეს ჰოკნის ფოტოგრაფიულმა და დიზაინერულმა ნამუშევრებმაც.


3. პოლ ჯექსონ პოლოკი

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

ის გავლენიანი ამერიკელი ხელოვანია, რომელიც აბსტრაქტული ექსპრესიონიზმის მიმდევრობის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნევა. სამხატვრო ტექნიკა, რომელსაც პოლოკი იყენებდა, მანამდე არავის გამოუყენებია.

4. როი ლიხტენშტეინი

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

მისმა ნამუშევრებმა უდიდესი გავლენა მოახდინა კომიქსების სამყაროზე და მისი შემოქმედება დღემდე ინარჩუნებს აქტუალურობას. ლიხტენშტეინის ნამუშევრები გასაყიდად იშვიათად გამოაქვთ, თუმცა როცა გამოიტანენ, მილიონობით დოლარად იყიდება.

5. სალვადორ დალი

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

სალვადორ დალი სიურეალიზმის მთავარი წარმომადგენელია. მისი ნიჭი დამატებით მტკიცებულებებს არ საჭიროებს. შემოქმედის ნამუშევრები გაოცებასა და აღტაცებას იწვევს. დალის ნახატები სავსეა უჩვეულო სიმბოლოებით.


6. პიტ მონდრიანი

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი


ჰოლანდიელი მხატვრის შემოქმედებას მარტივად გამოარჩევთ განსაკუთრებული და უნიკალური ხელწერის წყალობით. მისი ნამუშევრები ხასხასა ფერებით გამოირჩევა.


7. მარკ როთკო

მეოცე საუკუნის 7 ყველაზე გავლენიანი მხატვარი

როთკო ლატვიაში დაიბადა და ახალგაზრდობის წლებშივე გადავიდა ამერიკაში საცხოვრებლად. მხატვარს უდიდესი წვლილი მიუძღვის მეოცე საუკუნის მხატვრობის განვითარებაში, მან ხელოვნებაში უდიდესი კვალი დატოვა. იყენებდა უნიკალურ ტექნიკას. მისი ნამუშევრები სავსეა ულამაზეს ფერთა გამითა და ჩრდილებით.



<a href="https://art-sheep.com/">https://art-sheep.com/</a>