LIFE

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

თუ მომზადებული არ ხარ...

როდესაც მომზადებული არ ხარ, რა თქმა უნდა, ნერვიულობ. ასეთ სიტუაციაში ალბათ ადამიანთა უმრავლესობა აღმოჩენილა. დაგვეთანხმებით, რომ ხელების კანკალი სასიამოვნო გამოცდილება სულაც არ არის.

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

მნიშვნელობა არ აქვს რა არის მიზეზი: პირველი შეხვედრა ადამიანთან, პრეზენტაცია სამსახურში ან სკოლაში.. თუ ადამიანს აქვს განცდა, რომ საკმარისად მზად არ არის, მაშინ შინაგან სიმშვიდეს კარგავს, შედეგად კი ნერვიულობის საშინელ გამოცდილებას იღებს.

ნერვიულობასთან გამკლავება

როგორ შეიძლება ამ სიტუაციას აარიდო თავი? შეგიძლია მოიფიქროთ სულელური მიზეზი და უბრალოდ არ წახვიდე, ან უბრალოდ თავი ხელში აიყვანო, მიუხედავად იმისა, რომ გეცოდინება, ეს არ იქნება შენი საუკეთესო გამოსვლა.

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

მართალია არჩევანი ასეთი მარტივია, თუმცა ადამიანთა უმრავლესობა ორივე სიტუაციაში ხშირად აღმოჩენილა. თუმცა არსებობს მესამე, უკეთესი გზა - ესაა უბრალოდ ისწავლო ნერვიულობის მართვა და იპოვოთ სტრატეგია, როგორ შეინარჩუნოთ თავდაჯერება.

დამშვიდდი

მანამ სანამ დანიშნულების ადგილზე მიხვალ, უბრალოდ გამონახე დრო და გაისეირნეთ. თუ ძალიან ღელავ, გზად შეგიძლია მაღაზიაში შეხვიდე და რაიმე შეიძინოთ. ნებისმიერ რამ, რაც ყურადღებას გადაგატანინებს.

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

ნერვიულობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია სუნთქვის მართვა. შეგიძლია ჩვეულზე უფრო ღრმად ჩაისუნთქოთ ცხვირით და ნელა ამოისუნთქო. მაქსიმალურად შეეცადე ჩასუნთქვის დროს ჰაერი ღრმად, მუცლამდე ჩაიტანო და მკერდის დონეზე არ გააჩერო. რადგან სწორედ ამ რეგიონშია სტრესისა და ნერვიულობის კერა. რამდენიმე წუთის განმავლობაში ამგვარი სუნთქვა, ნამდვილად დაგამშვიდებს.

მალე შეძლებ დაიბრუნო ლოგიკური ფიქრის უნარი, ფოკუსირდე და არ კონცენტრირდე წარსულში დაშვებულ შეცდომებზე. თანაც სეირნობა, ყურადღების გადატანა და სუნთქვა, ყოველ ჯერზე, ნებისმიერ სიტუაციაში დაგეხმარება.

წარმოიდგინე

ადამიანთა უმრავლესობა ნერვიულობს, რადგან წინასწარ წარმოიდგენს შეხვედრის ნეგატიურ კადრებს. ამიტომ, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, არ იფიქრო ნეგატიურად.

უბრალოდ დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ პოზიტიური მომავალი. სცადე გაიგო და დაინახოთ, როგორ ვითარდება სიტუაცია შენს სასარგებლოდ. ასევე წარმოიდგინე, როგორი კმაყოფილი ხარ შეხვედრის დასრულებისას.

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

დაინახე როგორი პოზიტიური, გახსნილი და ღიმილიანი ხარ შეხვედრაზე. წარმოიდგინე, რომ ეს შენი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო გამოცდილება იქნება.

ესაა საუკეთესო გზა თავდაჯერებისა და სიმშვიდის მოსაპოვებლად. ამით არამხოლოდ პოზიტიურად განეწყობით შეხვედრის მიმართ, არამედ საკუთარი თავი მოგეწონება წარმოსახვით სიტუაციაში. როგორც ამბობენ, ყველაფერი ზუსტად ისე მოხდება, როგორი განწყობითაც დახვდები.

არ იფიქრო შედეგებზე

ძალიან რთულია შეინარჩუნო სიმშვიდე, როდესაც შედეგებზე ხარ ორიენტირებული. როგორც კი შედეგებზე ფიქრს მორჩები, უბრალოდ გაქრება ნერვიულობა. რადგან თუ არ არსებობს შედეგი, მაშინ არც ნერვიულობის საფუძველი არსებობს.

როგორ უშლის ადამიანს ხელს ცხოვრებაში ნერვიულობა - როგორ უნდა შეინარჩუნო სიმშვიდე

როდესაც მუდმივად მაქსიმალურს ელოდები საკუთარი თავისგან, პატარა შეცდომაც კი ნერვიულობის საბაბი ხდება. არ იფიქრო იმაზე, თუ რა იქნება შედეგი. უბრალოდ იფიქრე, რომ ის რასაც აკეთებ, მოცემულ მომენტში საუკეთესოდ შეასრულო. არ დაკარგო „აქ და ახლა“, რადგან სინამდვილეში, სწორედ ეს განაპირობებს შედეგებს. ერთ სწორად ნათქვამ ფრაზას კი შეუძლია, შენი მოუმზადებლობა საერთოდ დაავიწყოს მსმენელებს.