LIFE

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

ბოლო თვეებია სუპერმოდელი დები, ბელა და ჯიჯი ჰადიდები, დროს უმეტესად სახლში ატარებენ. მათი ფერმის სახლი პენსილვანიაში ნამდვილად იდეალურია კარანტინის დროს. დების უახლოესი მეზობლები ცხენები, თხები და ძროხები არიან. სუპერმოდელები დროს არ კარგავენ და ინსტაგრამზე გამუდმებით აზიარებენ ოთხფეხა მეგობრების ფოტოებს. ფერმის სახლის სიმშვიდე ნამდვილად საუკეთესო არჩევანია ჯიჯისთვის, რომელმაც თვის დასაწყისში ორსულობის შესახებ ამცნო საზოგადოებას.

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

სუპერმოდელების ცხოვრება ამ ეტაპზე მოიცავს ეზოს საქმიანობას: ისინი უვლიან მცენარეებსა და ყვავილებს. დებმა ეზოში კრისტალების „ლაბირინთიც“ კი მოაწყვეს, რომელიც იდეალური ადგილი აღმოჩნდა მედიტაციისთვის. ჰადიდების დედა, იოლანდა სწორედ აქ მედიტირებს ყოველდღიურად.

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

ფერმის სახლში ხის სასადილო მაგიდა ნამდვილად აუცილებელი ნივთია. თანაც ეზოში, პირდაპირ ღია ცის ქვეშ. როგორც ფოტოებიდან ირკვევა, ჰადიდების ოჯახს სადილზე ოთხფეხა მეგობრები, ცხენები უწევენ კომპანიონობას.

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

ბელა და ჯიჯი გაზაფხულის ამინდებით ტკბებიან და სხვების მსგავსად, კულინარიულ ექსპერიმენტებს ატარებენ. ბოლო დროს ჯიჯიმ ყველიანი მაკარონი მოამზადა, არომატული არყის სოუსით. ბელა ძირითადად ხელსაქმითაა გატაცებული - ეზოს ლავანდით მომზადებული ხელნაკეთი სანთლები გაუზიარა საზოგადოებას.

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

ქალაქგარეთ მდებარე სახლი ხის დეტალებითაა დატვირთული და ტრადიციულადაა დაპროექტებული. დიდ მისაღებ ოთახში ბელა, ძირითადად, TikTok ტრენდულ ვიდეოებს წერს, კომფორტულად წამოწოლილი ჯიჯი კი Nintendo-ს თამაშით ერთობა.

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

როგორც ხედავთ სუპერმოდელი დების ცხოვრების სტილი ძალიან შეიცვალა. ისინი მშვიდად ეგუებიან რეალობას და ახალი ცხოვრებისგან მაქსიმალურ სიამოვნებას იღებენ.

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი

პ.ს. დიახ, ჯიჯიმაც სახლში აღნიშნა დაბადების დღე!

დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი
დაათვალიერეთ ბელა და ჯიჯი ჰადიდების ზღაპრული სახლი



<a href="https://www.vogue.co.uk/">https://www.vogue.co.uk/</a>