ჯანმრთელობა

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

ადამიანების უმეტესობისთვის ყავა ყველაზე საყვარელი სასმელია და ყოველდღიურობა მის გარეშე წარმოუდგენელია. ყავას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს, მაგრამ მისი გადაჭარბებული მოხმარება, შესაძლოა, ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის გაჩენის მიზეზი გახდეს.

კოფეინს ტონუსში მოვყავართ, თუმცა ჭარბი რაოდენობით მავნებელია. ბალანსის დაცვა ისევე, როგორც ყველაფერში, ყავის მოხმარებაშიც აუცილებელია.

ვნახოთ 7 ნიშანი იმისა, რომ ყავას გადაჭარბებული რაოდენობით მოიხმართ:

1. თავი იჩინა უჩვეულო სიმპტომებმა

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

თუ უსიამოვნო შეგრძნება გეუფლებათ, ნუ იფიქრებთ, რომ ავად ხართ, რადგანაც ეს შეიძლება ორგანიზმში კოფეინის ჭარბ დოზას უკავშირდებოდეს. სპეციალისტები ამბობენ, რომ კოფეინის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი, მოულოდნელად გულის აჩქარება, მოულოდნელი გაღიზიანება, ხასიათის ცვლილება.

2. თუ კარგად არ გძინავთ

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

დიდი რაოდენობით ყავის დალევამ შესაძლოა, უძილობა გამოიწვიოს. თუ კარგად გამოძინება გსურთ, საღამოს ყავის მიღებას თავი უნდა აარიდოთ. თუ უძილობა გაწუხებთ, დაფიქრდით, ხომ არ სვამთ დღის განმავლობაში ბევრ ყავას, ან იქნებ საღამოს. ძილის წინ მიირთმევთ მას.

3. თუ დაღლილობა გაწუხებთ და თავს უენერგიოდ გრძნობთ

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

შესაძლოა, ყავას ენერგიის მოსაყვანად სვამთ და ეს სწორი მიდგომაა, მაგრამ გადაჭარბებული კოფეინი პირიქით, დროთა განმავლობაში ენერგიას გაცლით. თუ ქრონიკულ დაღლილობას გრძნობთ, გადახედეთ ყავის მიღების რუტინას.

4. გტანჯავთ გულძმარვა

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

ყავა არის მჟავაწარმომქმნელი სასმელი. ამიტომაც, მას შეუძლია გამოიწვიოს ნაწლავური გაღიზიანება და გულძმარვა. ეს მაშინ ხდება, როცა ადამიანი დიდი რაოდენობით ყავას მიირთმევს. ამიტომაც, თუ მსგავსი სიმპტომები გაქვთ, არ შეგეშინდეთ, შესაძლოა, ყოველივე ყავასთან იყოს კავშირში. უბრალოდ, შეამცირეთ ყავის მიღება 1, ან ორი ფინჯნით.

5. უსიამოვნო შეგრძნება მუცლიდან

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

მუცლის ტკივილი, უსიამოვნო შეგრძნება შესაძლოა, ყავის ჭარბ მოხმარებას უკავშირდებოდეს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას მშიერ კუჭზე სვამთ.

6. სტრესის შეგრძნება

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

სპეციალისტები ამბობენ, რომ სტრესის შეგრძნებას ყავა კიდევ უფრო ამძაფრებს. დიდი რაოდენობით კოფეინის მიღება ორგანიზმში სტრესის ჰორმონის, კორტიზოლის დონეს ამაღლებს და შესაბამისად, ადამიანი თავს კიდევ უფრო ცუდად გრძნობს. ამიტომ, სტრესთან გასამკლავებელ საშუალებად ყავა ნამდვილად არ გამოდგება.

7. კანის გამოშრობა, დეჰიდრატაცია

7 ნიშანი იმისა, რომ გადაჭარბებული რაოდენობით ყავას სვამთ

საფრანგეთში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჭარბი კოფეინი ორგანიზმის დეჰიდრატაციას იწვევს, რამაც თავის მხრივ, ჯანმრთელობის სხვა პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს.



<a href="https://www.eatthis.com/">https://www.eatthis.com/</a>