წარმატების მისაღწევად უმნიშვნელოვანესია სწორი ჩვევების გამომუშავება, დროის სწორად გადანაწილება და ბალანსის პოვნა.

ვნახოთ მავნე ჩვევები, რომლებიც ბედნიერ და წარმატებულ ადამიანებს არ ახასიათებთ:

1. ისინი დღის განმავლობაში 60 წუთზე მეტს ტელევიზორს არ უყურებენ

სერიალების, ფილმების ყურება ყველას გვიყვარს, მაგრამ დღის განმავლობაში ამ საქმისთვის ერთ საათზე მეტის დათმობა, სიგიჟეა. საშუალოდ, ერთი ამერიკელი, დღე-ღამის განმავლობაში, 5 საათს ტელევიზორს უყურებს, რაც წლის განმავლობაში 77 დღე გამოდის. წარმოიდგინეთ, რამდენი რამის გაკეთებაა შესაძლებელი 77 დღეში.

შეუძლებელია ყოველთვის მუშაობდეთ და ფილმების ყურება განტვირთვისთვის საჭიროა, მაგრამ ოქროს შუალედი უნდა მოძებნოთ და დააბალანსოთ. ექსპერტები ამბობენ, რომ ვერ შეხვდებით წარმატებულ ადამიანს, რომელიც 5 საათს ტელევიზორის ყურებას უთმობს. თუ წარმატებისა და კეთილდღეობის მოპოვება გსურთ, მკაცრად უნდა აკონტროლოთ დრო და ფილმების ყურების ნაცვლად, ის უფრო პროდუქტიულ საქმიანობას მოახმაროთ.

2. წარმატებული ადამიანები არ მოიხმარენ ალკოჰოლს და ყოველ საღამოს წვეულებებზე არ დადიან

წარმატებულმა ადამიანებმა იციან როგორ გაერთონ და რა თქმა უნდა, უყვართ წვეულებები, მაგრამ ამავდროულად, იციან ბალანსის დაცვა და ყოველ საღამოს გასართობად არ დადიან. წვეულებების ნაცვლად, ისინი ფულს და დროს უფრო მნიშვნელოვან საქმეებში ხარჯავენ. ვერ შეხვდებით წარმატებულ ადამიანს, რომელიც ყოველ დღე ალკოჰოლური თრობის ქვეშაა. რა თქმა უნდა, მათაც იციან როგორ იცეკვონ მაგიდაზე, მაგრამ ეს მათი ცხოვრების წესი არაა.

3. წარმატებული ადამიანი ფულს უსარგებლო საგნებში კი არ ხარჯავს, არამედ ამ ფულით ახალს ქმნის

წარმატებული ადამიანები ფულს ხარჯავენ ისეთ რაღაცებში, რაც მათ უკეთეს ადამიანებად აქცევთ. ისინი აბანდებენ ფულს ბიზნესში, პიროვნულ განვითარებაში. წარუმატებელი ადამიანები კი, მთელ ფულს უსარგებლო ნივთების ყიდვას ახმარენ.

4. წარმატებულმა ადამიანებმა იციან ჯანსაღად კვების ფასი

იმისთვის, რომ ენერგიულად იყოთ, ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ჯანსაღად ცხოვრება და ჯანსაღი კვებაა აუცილებელი. ჯანსაღი კვება ნიშნავს უფრო მეტ ენერგიას, ჯანმრთელობას და დიდხანს შენარჩუნებულ ახალგაზრდულ იერს. ეს შესანიშნავად იციან წარმატებულმა ადამიანებმა.

არაჯანსაღი კვება დეპრესიასთან, ნაკლებ თავდაჯერებულებასთან, ჯანმრთელობის პრობლემებთანაა დაკავშირებული. ყველა წარმატებულმა ადამიანმა იცის, როგორ იზრუნოს საკუთარ სხეულზე და ცხოვრების ჯანსაღ წესს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს.

5. წარმატებული ადამიანები საკუთარ პატარ-პატარა წარუმატებლობაში სხვებს არ ადანაშაულებენ

წარმატების თანმდევია მცირე წარუმატებლობებიც, მაგრამ ვერ შეხვდებით წარმატებულ ადამიანს, რომელიც რაიმეში სხვას ადანაშაულებს, ისინი პირველ რიგში, საკუთარ თავში ეძებენ მომხდარის მიზეზებს და სხვებისთვის გადაბრალების ნაცვლად, გამოსწორებას ცდილობენ. ისინი საკუთარ ცხოვრებაზე თავად იღებენ პასუხისმგებლობას.

6. წარმატებული ადამიანები დროს არ კარგავენ უსარგებლო ჭორაობასა და სხვების განკითხვაში

წარმატებული ადამიანი არ კარგავს დროსა და ენერგიას სხვებზე ჭორაობაში. უამრავი სასარგებლო საქმეა, რასაც შეიძლება მან დრო და ენერგია მოახმაროს.

7. წარმატებული ადამიანები არ კარგავენ დროს სხვების მოსაზრებებზე დარდში


წარმატებული ადამიანების უმეტესობას არ ადარდებს, რას ფიქრობს ხალხი. რა თქმა უნდა, ისინი ისმენენ რჩევებს, მაგრამ არ ცხოვრობენ საზოგადოების წესების მიხედვით.