LIFE

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

არის დღეები ადამიანების ცხოვრებაში, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი მოგბეზრდა და სიცოცხლის გაგრძელება აღარ გინდა. ამ დროს ადამიანი დეპრესიაშია და ხშირად მდგომარეობიდან უჭირს გამოსვლა. ვერ ხედავს ცხოვრების გაგრძელების აზრს. 

წარმოგიდგენთ ფილმებს, რომელთა ნახვის შემდეგ დარწმუნდებით, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს. 

12. კაცი სახელად ოვი 

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

59 წლის ოვი არც ისე ხუმარა კაცია. რამდენიმე წლის წინ ის პრეზიდენტობას აპირებდა, მაგრამ ამაზე გარკვეული მიზეზების გამო უარს ამბობს. როდესაც მის გვერდით სახლში ორსული ქალბატონი და მისი ოჯახი გადმოდის, ოვი მოულოდნელად იწყებს ახალ ურთიერთობებს.

11. სტაჟიორი

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

კომედიურ-დრამატული ფილმი მოგვითხრობს 70 წლის პენსიონერ ბენ უიტკერის შესახებ. ქვრივი მამაკაცის ვაჟი და ოჯახი შორს ცხოვრობენ და ბენნა უბრალოდ არ იცის როგორ იცხოვროს. ახალი პროგრამის ფარგლებში წარმატებული მოდის ვებგვერდის დამფუძნებელი ქალი ინტერნად იღებს ჩვეულებრივ მოქალაქეს, რომელიც უკვე 70 წლისაა და დიახ, ის ბენია.

10. პელე: ლეგენდის დაბადება

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

ბრზილიელი ფეხბურთელი პელეს საინტერსო ავტობიოგრაფიული ფილმი ბევრ ადამიანს მისცემს სტიმულს, რათა ცხოვრება გააგრძელოს და წარმატებას მიაღწიოს. 

9. სიმონ ბირჩი

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

ისტორია პატარა ბიჭის შესახებ, რომელსაც ექიმებმა დიდი ხნის სიცოცხლე არ უწინასწარმეტყველეს. ყველაფრის მიუხედავად სიმონი დარწმუნებულია, რომ დიდი საქმეებისთვის არის დაბადებული და ამის განხორციელება გამოსდის კიდეც.

8. დენი კოლინზი

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

ფილმი გადაღებულია ნამდვილი ამბის მიხედვით. ხანში შესული როკ ვარსკვლავი გადაწყვეტს, ცხოვრება შეცვალოს, როდესაც აღმოაჩენს ჯონ ლენონისგან 40 წლის წინ მოწერილ წერილს.

7. არავის ვუყვარვარ

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

გერმანული ფილმი მოგვითხრობს გოგონა, ფანი ფინკზე, რომელიც საკუთარი ცხოვრებით უკმაყოფილოა. მას აქვს უინტერესო სამსახური, ცხოვრობს კიოლნის უსხურ მაღალსართულიან კორპუსში და მის პირად ცხოვრებაში არაფერი საინტერესო არ ხდება . ფანი პანიკაშია, რადგან მალე 30 წლის ხდება. სწორედ ამ დროს შეხვედება ვუდუს მიმდევარ, მორცხვ ორფეოს, რომელიც ჰგონია, რომ მისი ოცნების მამაკაცია.

6. მშვიდობიანი მებრძოლი

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

დენ მილმენი კოლეჯის ნიჭიერი გიმნასტია, რომელიც ოცნებობს ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის მიღებაზე. მას ყველაფერი აქვს: ჯილდოები, მეგობრები გუნდში, ჩქაროსნული მოტოციკლეტები, გოგონები და წვეულებები. დენის სამყარო უკუღმა გადატრიალდება, როდესაც ის შეხვდება საიდუმლო უცნობს სახელად სოკრატეს.

5. ღონიერი

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

ესაა ისტორია ძლიერი მეგობრობის ახალგაზრდა ბიჭს მორკიოს სინდრომით და უფროს ყმაწვილს შორის, რომელიც ყოველთვის შეშინებულია მისი მოცულობის გამო. ფილმი არის რწმენის შენებასა და მეგობრობაზე...

4. ფინიშერები

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

17 წლის ჟულიენი ეტლსაა მიჯაჭვული, რადგან ცერებრალური დამბლა აქვს.იგი გადაწყვეტს ტრიატლონში, ნიცაში გასამართ რბოლაში მონაწილეობის მიღებას, სადაც ადრე მამა ასპარეზობდა.

3. გზები

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

ახალგაზრდა გოგონა სახელად რობინი გადაწყვეტს ავსტრალიის გადაკვეთას. გზაში მას თან ჰყავს ძაღლი და ოთხი აქლემი. «National Geographic»-ის ჟურნალი, რომელიც დაინტერესდა მისი პროექტით, სთავაზობს გოგონას დაწეროს ტურისტული შენიშვნები და აყოლებენ ფოტოგრაფს.

2. ერთი დღე მის პეტიგრიუს ცხოვრებიდან

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

კომედია 30-იანი წლების ჰოლივუდის, მაღალი წრის საზოგადოების და სამსახურიდან დათხოვილი გუვერნანტის შესახებ, რომელიც თავისი გონებამახვილობის შედეგად ამ მდიდარ სამყაროში აღმოჩნდება.

1. სტიუარტი: წარსულის გახსენება

12 ფილმი, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ სიცოცხლე ნამდვილად ღირს

სტიუარტ შორტერის ბიოგრაფიის ეკრანიზაცია. ის უსახლკარო, ალკოჰოლიკი და ნარკომანია. მან გააპროტესტა პოლიციის ქმედებები უსახლკარო ადამიანების მიმართ. იყო მთავარი ფიგურა რუფი ვაინერის და ჯონ ბროკის განთავისუფლების კამპანიაში. ისინი უსახლკაროთა დახმარების ცენტრის შემქმნელები იყვნენ.