LIFE

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

ბოლოს როდის წაიკითხე წიგნი? თუ ყოველდღიური კითხვის ჩვევა ფეისბუქს, ინსტაგრამსა და ბლოგებს ხმარდება?

თუ ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი ხარ, რომელსაც კითხვა არ უყვარს, მაშინ შეეცადე, ჩვევა გამოიმუშავო. წიგნების კითხვას უამრავი დადებითი მხარე აქვს, თუმცა ჩვენ გთავაზობთ 5 მიზეზს, რატომ უნდა დაიწყო წიგნების კითხვა, თანაც ყოველდღიურად.

1. ავარჯიშებს გონებას

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

როგორც ყველა კუნთს სხეულში, ტვინსაც აუცილებლად სჭირდება ვარჯიში, რათა დიდხანს იყოს ჯანმრთელი და ძლიერი. კვლევებით დასტურდება, რომ გონებრივი სტიმულირება ამცირებს ალცჰაიმერისა და დემენტიის განვითარების ალბათობას. ამიტომ მნიშვნელოვანია, ტვინმა „ივარჯიშოს“, წიგნების კითხვა კი ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.

2. ამცირებს სტრესს

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

ყოველდღიურად სტრესის გამომწვევი ათეულობით მიზეზი ხვდება ადამიანს. იქნება ეს სამსახური თუ ურთიერთობები. თუმცა ყველა სტრესი მომენტალურად ქრება, როდესაც შესანიშნავი ამბის სიუჟეტში იძირები. კარგ წიგნს შეუძლია მოგწყვიტოს რეალობას, დაგავიწყოს პრობლემები და განტვირთვაში დაგეხმაროს.

3. გაძლევს ცოდნას

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

ნებისმიერი რამ, რასაც კითხულობ, გაძლევს ინფორმაციას, რომელიც არასოდეს იცი, როდის ამოვა ზედაპირზე. რაც მეტი ცოდნა გაქვს, მით უფრო კარგად ხარ აღჭურვილი ცხოვრებაში არსებული ნებისმიერი გამოწვევის წინაშე.

გარდა ამისა გახსოვდეს, რომ ადამიანმა ცხოვრებაში შეიძლება დაკარგოს ყველაფერი - სამსახური, ქონება, ფული და ჯანმრთელობაც კი. თუმცა ცოდნა ის ინვესტიციაა, რომელიც არასოდეს დაიკარგება!

4. ამდიდრებს სამეტყველო ენას

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

რაც მეტს კითხულობ, მეტ სიტყვას ხვდები და იმახსოვრებ. ისინი აუცილებლად იპოვნიან ადგილს შენს ყოველდღიურ მეტყველებაში.

იყო კარგი მოსაუბრე ნებისმიერი პროფესიის ადამიანისთვის შესანიშნავი უნარია. რაც უკეთ საუბრობ, უფრო თავდაჯერებული ხარ, ეს კი წარმატებული კარიერის გასაღებია. ნაკითხი, კარგად მოსაუბრე, მცოდნე ადამიანები სხვებზე სწრაფად ადიან კარიერულ საფეხურზე.

5. აუმჯობესებს კონცენტრაციას

5 მიზეზი, რატომ უნდა იკითხო ყოველდღიურად

ინტერნეტის სამყაროში, ადამიანს ყურადღების გადანაწილება მილიონ რამეზე უწევს. იქნება ეს საქმე, ელ.ფოსტის შემოწმება, სოციალურ ქსელებში ადამიანებთან გასაუბრება, მობილურისთვის თვალის დევნება, თანამშრომლებთან კომუნიკაცია და ასე უსასრულოდ.

ასეთი დაუსრულებელი კონცენტრაციის ცვალებადობა ზრდის სტრესის დონეს და ამცირებს პროდუქციულობას. როდესაც წიგნს კითხულობ, ადამიანის ყურადღება მიმართულია ერთი ამბისკენ. დანარჩენი სამყარო კი თითქოს ქრება, ითიშება. წიგნის კითხვისას საშუალება გაქვს დაუკვირდე ყველა დეტალს, შეისწავლო თითოეული პატარა ეპიზოდი და ამგვარად, ივარჯიშო კონცენტრაციის გაუმჯობესებაზე. რაც რეალურ ცხოვრებაში, ძალიან გამოგადგება.