ჰოროსკოპი

ყველაფერი, რაც ზოდიაქოთი ტყუპების შესახებ უნდა იცოდეთ

ყველაფერი, რაც ზოდიაქოთი ტყუპების შესახებ უნდა იცოდეთ

თუ თქვენი მეორე ნახევარი 22 მაისი - 22 ივნისის შუალედშია დაბადებული, მგონი, დროა, მის შესახებ უფრო მეტი გაიგო! ამიტომ, გემრიელად მოკალათდი და მოგვყევი:

ტყუპებზე ამბობენ რთული ნიშანიაო, ეთანხმები?

ჰაერის ნიშანია, რომელიც მერკურის გავლენით იცვლება. ხშირად გაორებულია, არ იცის რა უნდა - ეს მოსწონს თუ ის - ხანდახან ცხოვრების მიმართულებას კარგავს და საკუთარი თავის შეცნობა უჭირს, არ იცის რა გააკეთოს, რა გეზით იაროს ცხოვრების ბილიკებზე. ინტელექტუალური, უშუალო და კარგი მოსაუბრეა.

ყველაფერი, რაც ზოდიაქოთი ტყუპების შესახებ უნდა იცოდეთ

ტყუპები მხოლოდ მერკურის გავლენის ქვეშ იმყოფებიან, ინსტინქტურად, მისგან დამოუკიდებლად, ხშირად გულგრილია, რომელიც ერთგვარი დამცავი ფარია მისკენ მომართული კრიტიკის ქარ-ცეცხლის, უკბილო ხუმრობებისა თუ ემოციური ფონის წინააღმდეგ.


მერკურის გავლენის ქვეშ დაბადებულები ადამიანები მუდმივად ცდილობენ, რომ საკუთარ თავს თვითონვე „დაეპატრონონ“ და საკუთარი სურვილების მიხედვით განკარგონ, დაიცვან ნეგატივისგან და ცხოვრება საკუთარი ინტერესების შესაბამისად მოიწყონ. ტყუპები მუდმივად მიისწრაფიან სიმარტივისკენ, აქვთ გამჭრიახი გონება, სხარტები, მოხერხებულები, ცოდნას მოწყურებული ხალხია, ზოგჯერ წარუმატებლობას განიცდიან ცვალებადობისა და დაბნეულობის გამო. ხანდახან მეტისმეტად მგრძნობიარეები არიან და სენსიტიურად აღიქვამენ მოვლენებს, წვრილმანებს აზვიადებენ.

ყველაფერი, რაც ზოდიაქოთი ტყუპების შესახებ უნდა იცოდეთ

ტყუპები ურთიერთობებში:

ტყუპი- მამაკაცის სიყვარული მსუბუქი და სასიამოვნოა. არ არის აუცილებელი ამ ურთიერთობაში მისგან ბოლომდე გახსნას ითხოვდე, რადგან ტყუპებს მისთვის დამახასიათებელი სულიერი არსი გააჩნია და შიგ არავის ახედებენ. ტყუპებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მისი მეორე ნახევარი ცოცხალი, ხალასი, საინტერესო მოსაუბრე იყოს. ურთიერთობაში, გადამწყვეტ როლს, პარტნიორის ინტელექტს ანიჭებს. ის ყურადღებას აქცევს არა ჩვენს ვიზუალსა და მორთულობას, არამედ მახვილგონიერებასა და სისხარტეს.

ყველაფერი, რაც ზოდიაქოთი ტყუპების შესახებ უნდა იცოდეთ

კარიერა

პროფესია შთაბეჭდილებებისა და ცხოვრების ეტაპების მიხედვით შეიძლება შეიცვალონ. ისინი წარმატებული სარეკლამო აგენტები, მენეჯერები, რეპორტიორები არიან. ტყუპებს შეუძლიათ იმუშაონ გამომცემლებად, მსახიობებად, მდივნებად, ბუღალტრებად. ასევე, მჭიდრო კავშირია ტყუპების თანავარსკვლავედსა და ლიტერატურულ ნიჭს შორის. პრაქტიკულად ყველა მათგანს გააჩნია წერისა და ამბის ოსტატურად თხრობის ნიჭი.

 რა უნდა აჩუქო ტყუპებს, რომ გაახარო? 

ყველაფერი, რაც ზოდიაქოთი ტყუპების შესახებ უნდა იცოდეთ

სამაგიდო თამაშები, კინოს, თეატრის, სამოგზაურო ბილეთები, კომპასი.

 სიტყვები, რომლითაც ტყუპები შეგიძლია დაახასიათო:

კომუნიკაბელურია; ბრაზიანია; მარტივად ადაპტირდებადია; ქარიზმატულია, უდარდელია; ყველაფერში ეძებს კომფორტსა და სიმსუბუქეს; სიცოცხლის მოყვარულია; ხალისიანია; ენერგიულია; ცნობისმოყვარეობას იჩენს; ინტელექტის მაღალი დონე აქვს.