LIFE

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს

ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, მოტივაციის პოვნაა. შეიძლება უჩვეულოდ ჟღერს, მაგრამ არსებობს ყოველდღიური ჩვევები, რომლებიც მოტივაციას გიკარგავენ. თუ ამ ჩვევებს გაეცნობი და მათ დაძლევაზე იმუშავებ, მაშინ შეძლებ ცხოვრებას ახალი თვალით შეხედო.

1. ნუ შეედარები სხვებს

თუ გამუდმებით ადარებ საკუთარ თავს სხვებს, მაშინ ძალიან ადვილად დაკარგავ მოტივაციას. ასე მხოლოდ ძალიან ბევრ დროს გაფლანგავ იმაზე ფიქრში, რატომაა ეს ადამიანი იმ ადგილზე, სადაც შენ გინდა იყო. ამის ნაცვლად უმჯობესია იმოქმედო და თუნდაც ერთი პატარა ნაბიჯით წინ წაიწიო შენი სასურველი პოზიციისკენ.

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს

2. ნუ იფიქრებ მხოლოდ შედეგებზე

ხშირად, ადამიანები მხოლოდ შედეგებზე ვფიქრობთ და არა ქმედებებზე, რომლებიც სასურველ რეზულტატს მოგვიტანს. როდესაც დაფიქრდები, რა შედეგის მიღება გინდა, წარმოიდგინე თუ რა რთული იქნება მისი მიღწევა, ან როგორი სასიამოვნო იქნება პროცესი. მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყე იმ კონკრეტული ნაბიჯების დაგეგმვა, რომლის გარეშეც, შედეგამდე უბრალოდ ვერ მიხვალ.

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს

3. ნუ უარყოფ ჯანმრთელობას

ჯანმრთელობის უარყოფა ყველაზე მარტივი გზაა მოტივაციის დასაკარგად. არასაკმარისი ძილი, ენერგიისთვის აუცილებელი მინერალების გამოტოვება, მეტისმეტად დიდი ფიზიკური დატვირთვა... შედეგად კი გამოფიტულ ორგანიზმს, დაღლილ გონებასა და მარადიულ ძილიანობას მიიღებ.

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს

4. აუცილებელია გქონდეს გეგმა ან მიზანი:

თუ მიზანი არ გაქვს, მაშინ ძალიან ადვილი იქნება მოტივაციის დაკარგვა. როდესაც არ იცი სად მიდიხარ, იმასაც არ აქვს მნიშვნელობა, რა გზა აირჩიე. გაამხნევე საკუთარი თავი, მკაფიოდ დაინახე მიზანი და მისკენ მიმავალ გზაზე, ყველა გამოწვევას და დაბრკოლებას გაცილებით ადვილად გადალახავ.

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს

5. გააღწიე კომფორტის ზონიდან

როდესაც ფიქრობ, რომ არც ახალი იდეები გაქვს, არც ცხოვრებისეული გამოწვევები და უბრალოდ, ცხოვრების დინებას მიჰყვები, რანაირად უნდა შეინარჩუნო მოტივაცია? გადააბიჯე კომფორტის ზონას, აღმოაჩინე ახალი იდეები, ახალი კავშირები, რათა შთაგონებითა და მოტივაციით აღივსო.

5 ჩვევა, რომელიც მოტივაციას გიკარგავს



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>