LIFE

10 სიმღერა, რომელიც ტვინის სტიმულირებაში დაგეხმარებათ

10 სიმღერა, რომელიც ტვინის სტიმულირებაში დაგეხმარებათ

მრავალი ათასწლეულია ცნობილია, რომ მუსიკას ადამიანის განწყობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. ის ადამიანები, ვინც სამსახურში მუსიკას უსმენენ, საქმეებს უფრო სწრაფად ასრულებენ. იმასაც კი ამბობენ, რომ ყველა საუბარი გაცილებით სასიამოვნოა, თუ ფონად მუსიკის ხმა ისმის.

ბოლო პერიოდში, ახალი კვლევის შედეგები გამოქვეყნდა. ათასზე მეტმა დამსაქმებელმა თუ დასაქმებულმა სპეციალური კითხვარი შეავსო და სამსახურში, მუსიკის მნიშვნელობა გამოავლინა. შედეგების მიხედვით:

10 სიმღერა, რომელიც ტვინის სტიმულირებაში დაგეხმარებათ

1. რესპოდენტების 78.4% პასუხობს, რომ მუსიკა მათ პროდუქტიულობას ნამდვილად ზრდის;

2. ყველაზე პროდუქტიულ მუსიკალურ ჟანრებად დასახელდა:

კლასიკური როკი (31%); ალტერნატივა (27.4%) და პოპი (26.1%).

რატომ ამაღლებს მუსიკა ადამიანთა პროდუქტიულობას? იმიტომ, რომ საყვარელი მელოდიის მოსმენით, ტვინის სპეციალური უბნები აქტიურდება, რომლებიც ადამიანის განწყობას ამაღლებს და შესაბამისად, ნებისმიერი საქმის კეთება უფრო სასიამოვნო ხდება.

ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია სწორად შეარჩიოთ მუსიკა, რომელსაც სამსახურში უსმენთ.

ჩვენ გთავაზობთ 10 სიმღერას, რომელიც აუცილებლად გაზრდის თქვენი პროდუქტიულობის მაჩვენებელს და წარმატების მიღწევაში დაგეხმარებათ:

1. "Are You Experienced" - Jimi Hendrix

2. "Beast of Burden" - The Rolling Stones

3. "Blue in Green" - Miles Davis

4. "Con Te Partiro" - Andrea Bocelli

5. "Fly Me to the Moon" - Frank Sinatra

6. "Highway 61 Revisted" - Bob Dylan

7. "I Was Here" – Beyonce

8. "Imagine" - John Lennon

9. “Let's Get It Started" - The Black Eyed Peas

10. "Sinnerman" - Nina Simone



<a href="https://www.inc.com/">https://www.inc.com/</a>