LIFE

5 გზა, როგორ დავზოგოთ ფული

5 გზა, როგორ დავზოგოთ ფული

ბავშვობაში მშობლები გვაფრთხილებდნენ, რომ ფულის კონტროლი გვესწავლა. თუმცა ეს ყველაფერი მაშინ გავაანალიზეთ, როცა გავიზარდეთ და საკუთარი შემოსავლით დავიწყეთ ცხოვრება. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს, რომ ფული არასოდესაა საკმარისი და რაც მეტი გაქვს, მით მეტი გინდა.

ფულის დაზოგვა იოლი საქმე სულაც არ არის. ონლაინ შოფინგი ან ახალი კაბა, მთლიანად დაგავიწყებს განუსაზღვრელ მომავალში არსებულ შავ დღეს, რომლისთვისაც თანხა გადაინახე. არასაჭირო ნივთების შეძენა, (მართლა გჭირდება კიდევ ერთი ახალი კაბა, რომელსაც არავინ იცის, როდის ჩაიცვამ?), კი ფულის ფლანგვის გარანტიაა.

გაეცანით 5 მეთოდს, როგორ დაზოგოთ ფული:

1. იყიდე მხოლოდ ის ნივთები, რაც ნამდვილად გჭირდება

 

იმპულსური მყიდველი ნიშნავს ადამიანს, რომელიც ყიდულობს ყველაფერს, რაც სჭირდება და არ სჭირდება. თუ ეს შენი თვისებაცაა, მაშინ მაქსიმალურად მოერიდე გართობის მიზნით საყიდლებზე წასვლას. ნებისმიერი ნივთის შეძენის სურვილის შემთხვევაში, იფიქრე რამდენიმე დღე და მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადე ბარათი გადასახდელად. დიდი ალბათობით, 2-3 დღეში ნივთის არსებობის შესახებ, საერთოდ დაგავიწყდება.

ხშირად ჰკითხე შენს თავს - ეს ნამდვილად მჭირდება? გამოვიყენებ ამ ნივთს შეძენიდან 6 თვის შემდეგ? თუ დავიწყებული ნივთების თაროზე გადაინაცვლებს. ამ მეთოდით ყველაფრის ყიდვის მანია, უბრალოდ შემცირდება.

2. არ იყიდო ნივთები მხოლოდ იმიტომ, რომ ფასდაკლებულია

5 გზა, როგორ დავზოგოთ ფული

ფასდაკლებები ყოველთვის აზარალებს ფულის დაზოგვის გეგმას. წარმოიდგინე, როდესაც სურსათის საყიდლად მიდიხარ, აუცილებლად ჩამოწერ ან გაიხსენებ პროდუქტებს, რომელთა შეძენაც გჭირდება. სათავსოებს და მაცივრებსაც დაათვალიერებ და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამოუვლი დახლებს. თუ საერთოდ არ გჭირდება ვაშლის შეძენა, ვერც 20%-იანი ფასდაკლება გაიძულებს მათ სახლში წაღებას. ეს მეთოდი იდეალურად ერგება ნივთების შეძენასაც - თუ არ გჭირდება შემდეგი წყვილი ფეხსაცმელი, 20%-იანი ფასდაკლების გამო არ შეიძენ.

3. მოიმზადე საკვები

5 გზა, როგორ დავზოგოთ ფული

ოდესმე დაგითვლია რამდენად მეტს იხდი კაფეებსა თუ რესტორნებში? ძალიან ადვილია - წადით მაღაზიაში, შეიძინეთ საყვარელი პასტას ინგრედიენტები და აღმოაჩენთ, რომ საკვებ ობიექტში გადახდილი 1 პორცია სადილის საფასურად, სახლში დაახლოებით 4-5-ჯერ მოიმზადებთ საყვარელ კერძს.

სასმელების შემთხვევაში, ეს სხვაობა კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ არ დაგასევდიანებთ და მხოლოდ საყვარელი რესტორნის მენიუს ფასებს შეგახსენებთ.

4. საყიდლებზე ერთიანად შეიძინე ყველა საჭირო ნივთი

5 გზა, როგორ დავზოგოთ ფული

შოფინგ მოლში ყოველი შემდეგი ვიზიტისას, დიდი შანსია ახალმა ნივთმა მიიზიდოს თქვენი ყურადღება და საბანკო ანგარიში. იგივე ეხება ონლაინ მაღაზიების უსასრულოდ სქროლვასაც. ამიტომ მაქსიმალურად შეეცადეთ, ერთიანად შეიძინოთ ყველა საჭირო ნივთი.

5. აწარმოეთ ბიუჯეტი და ხარჯთაღრიცხვა

5 გზა, როგორ დავზოგოთ ფული

დიახ, თქვენ ფინანსისტი ხართ. საკუთარ ბიუჯეტს განაგებთ, ამიტომ მნიშვნელოვანია სწორად განსაზღვროთ, რამდენი გაქვთ შემოსავალი, რა აუცილებელი ხარჯები გაქვთ, რამდენი გინდა დაზოგოთ და მხოლოდ ამის შემდეგ შეგიძლია გამოყოთ მცირე თანხა არააუცილებელი ხარჯებისთვის. გარდა ამისა, ბიუჯეტის დანახვისას, მკაფიოდ დაინახავთ რა თანხა გაფლანგეთ. ეს ნამდვილად დაგეხმარებათ კიდევ ერთხელ დაფიქრდეთ, ნამდვილად გჭირდებათ თუ არა, ის ახალი კაბა.