LIFE

5 ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე

5 ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე

ახალი ოცნებებით ცხოვრობ

5 ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე

ერთ-ერთი ძირითადი ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე ისაა, რომ საკუთარი თავი უკეთ გაიცანი. ხვდები, რომ ადრე შენი ოცნება გეგონა, სინამდვილეში სულაც არ გჭირდება. ახლა ახალი მიზნები და ოცნებები გაქვს.

აღარ ცხოვრობ ზედაპირულად

5 ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე

აღარ გაინტერესებს გამოიყურები თუ არა კარგად - ახლა უფრო მნიშვნელოვანია თავს კარგად გრძნობდე. შენი მიზანი აღარ არის უქმეებზე გართობა, ახლა გაინტერესებს, მიიღე თუ არა მაქსიმალური სარგებელი დასვენებიდან.
ახლა აღარც სხვების აღიარება გაინტერესებს, ცხოვრებაში ყველაზე მთავარი საკუთარი თავის სიყვარულია.

გინდა გაიგო „რატომ?“

5 ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე

აღარ შეგიძლია მიიღო მოვლენები „ისე, როგორც არის“. გინდა, რომ სიღრმისეულად გაიგო რა და რატომ ხდება.

გაინტერესებს რა იმალება ადამიანის ქცევებსა და სიტყვებს მიღმა; გაინტერესებს რატომ დასრულდა ურთიერთობა ასე; გაინტერესებს თუ რატომ გიზიდავს კონკრეტული ამბები, როგორ რეაგირებ მათზე და რატომ ფიქრობ ისე, როგორც ფიქრობ. ახლა, შენ გაინტერესებს ყველაფერი.

ბევრ ადამიანთან შეწყვიტე ურთიერთობა

პიროვნული გაზრდის კიდევ ერთი ნიშანი ისაა, რომ ის სოციალური წრე, სადაც ტრიალებდი საკმარისი აღარააა. არაა აუცილებელი, რომ პრობლემას შენ ან სხვა ადამიანები წარმოადგენდნენ, უბრალოდ საერთო თემები ნელ-ნელა იკლებს და ნელ-ნელა შორდები. ახლა, შენც და შენი სოციალური წრის წევრებსაც განსხვავებული გზა თუ ინტერესები გაქვთ.

შენთვის მნიშვნელოვანია ხარისხი და არა რაოდენობა

5 ნიშანი იმისა, რომ პიროვნულად გაიზარდე

სამსახური, მეგობრები, ნივთები - ამიერიდან მინიმალიზმი გიტაცებს. მოგწონს, რომ გყავს რამდენიმე ახლო მეგობარი, მუშაობ რამდენიმე პროექტზე და გაქვს რამდენიმე საყვარელი ნივთი, მთავარია, რომ ისინი შენს ცხოვრებას ბედნიერებით ავსებენ. ყველაფერი ზედმეტი უკვე მოიშორე.

ახლა მხოლოდ ისეთ რამეებს უთმობ დროს, რაც ემოციურად გავსებს და დადებითად მოქმედებს შენს განწყობაზე.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>