LIFE

3 შემთხვევა, თუ როდის არ უნდა ემეგობროთ ყოფილ შეყვარებულს

3 შემთხვევა, თუ როდის არ უნდა ემეგობროთ ყოფილ შეყვარებულს

თუ რომელიმე თქვენგანს კვლავ გააჩნია გრძნობები

ერთი შეხედვით ეს ძალიან უცნაური შემთხვევაა - რატომ უნდა გაგაჩნდეს გრძნობები ყოფილი შეყვარებულის მიმართ? სინამდვილეში ეს ყველაზე გავრცელებული მიზეზია, რის გამოც შეუძლებელია ყოფილთან მეგობრობა. ძალიან ხშირია ისეთი დაშორების შემთხვევები, სადაც ერთ ადამიანს ურთიერთობის დასრულება სურს, ხოლო მეორეს არა.

ის ფაქტი, რომ რომანტიკული ურთიერთობა არ შედგა, არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან მეგობრობა არ შეგიძლიათ. თუმცა როდესაც ერთ-ერთს კვლავ გაგაჩნიათ გრძნობები, ასეთ შემთხვევაში, მეგობრობა კიდევ უფრო რთული იქნება, ვიდრე პრობლემური რომანტიკული ურთიერთობა.

თუ პრობლემები ურთიერთობის დასრულებამდე არ გააანალიზეთ

 ზოგიერთი ადამიანისთვის, დაშორების მთავარი მიზეზი ისაა, რომ დროთა განმავლობაში, ინტერესი დაკარგეს. ზოგიერთისთვის კი ორ ადამიანის შორის შეუთანხმებელი განსხვავებებია. თუ ადამიანს იმიტომ დაშორდით, რომ თქვენს განსხვავებულ ხასიათებს, ინტერესებსა და მისწრაფებებს ვერ ათანხმებდით, მაშინ არც მეგობრობა გამოგივათ. 

ასეთ შემთხვევაში, რომელიმე თქვენგანი გამუდმებით დაინახავს იმ გადაწყვეტილებებს და პრობლემებს, რომელიც ურთიერთობაში ყოფნისას მიიღეთ და ერთმანეთს გული ატკინეთ. შესაბამისად, ეს მეგობრობა მუდამ გაუმხელელი სინანულით, შენიშვნებითა და გულისტკენით იქნება სავსე.

თუ კვლავ ცდილობთ ერთმანეთთან ფლირტს

ძველი ჩვევების დავიწყება მარტივი სულაც არ არის. თუ ადამიანთან დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდი საყვარელი და მოფლირტავე ყოფილიყავი, მაშინ ერთიანად ვერ გაჩერდები. თუ რომელიმე თქვენგანი კვლავ აგრძელებს შეყვარებულობანას თამაშს, მაშინ არც მეგობრები ხართ და უბრალოდ თავს იტყუებთ.

მიზეზი მარტივია - მეგობრები არ ეფლირტავებიან ერთმანეთს, არც ხუმრობით და არც არაფხიზელ მდგომარეობაში. მიეცით ერთმანეთს დრო, დაივიწყოთ ძველი ჩვევები, იპოვოთ ფლირტის ახალი ობიექტი და რაღაც დროის შემდეგ სცადეთ მეგობრობა. დრო ყველაფერს კურნავს და ანელებს, ამიტომ ჩვევების შეცვლისა და გრძნობების განელების შემდეგ, თქვენ აუცილებლად შეძლებთ მეგობრობას.