სილამაზე

5 მიზეზი, რატომ ცხიმიანდება თმა ძალიან მალე

5 მიზეზი, რატომ ცხიმიანდება თმა ძალიან მალე

1. დაბანვის შემდეგ, თმაზე არ ივლებ გრილ წყალს

ცხელი წყალი ხსნის ფორებს და ააქტიურებს ცხიმის გამოყოფას. დაიმახსოვრე, დაბანვის შემდეგ თმაზე გრილი წყლის გადავლება შეამცირებს თმის ცხიმიანობას;

2. არასწორად ირჩევ თმის მოვლის პროდუქტებს

უარი თქვი თმის მოვლის სალონურ ან ინტენსიურ პროდუქტების გამოყენებაზე. ასეთი საშუალებები თმის ღერს დამცავი ბარიერით ფარავენ, შედეგად კი მეორე დღეს, თმა დასაბან, ცხიმიან ვიზუალს იღებს;

3. თმას ძალიან ხშირად ივარცხნი ან ხელით ეხები

ასე ცხიმის გამოყოფას ააქტიურებ და თავის კანზე არსებულ ცხიმს, თმის ღერზე გადანაწილებაში ეხმარები.

4. ძალიან დასტრესილი ხარ

იცოდით, რომ სტრესი ორგანიზმში ცხიმის გამოყოფას ააქტიურებს? შეგიმჩნევია, რომ რთულ პერიოდში სახის კანი და თმა ზედმეტად მალე ცხიმიანდება?

კარგად გამოიძინე, ხშირად განიტვირთე და გახსოვდეს, რომ ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამე, რაზეც ნერვიულობა მართლა ღირს.

5. თმას ძალიან ხშირად იბან

შესაძლებელია ეს პარადოქსივით ჟღერს, მაგრამ რაც უფრო ხშირად იბან თმას, ის მით მალე ცხიმიანდება. ამის მიზეზი ისაა, რომ თმის ხშირი დაბანა არღვევს ბაქტერიების PH ბალანსს, განსაკუთრებით კი თუ არასწორ პროდუქტებს იყენებ.