ჰოროსკოპი

როგორ იქცევიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, როდესაც ვინმე მოსწონთ

როგორ იქცევიან ვერძი, ლომი და მშვილდოსანი, როდესაც ვინმე მოსწონთ

ვერძი

შეუძლებელია ვერ შენიშნო, როდესაც ვერძს მოსწონხარ - მას არ ეშინია მიჰყვეს საკუთარ იმპულსებს და გაგიზიაროს საკუთარი გრძნობები. როდესაც ვერძი ადამიანით ინტერესდება, ახალი ობიექტი აუცილებლად მალევე აღმოაჩენს ცეცხლის ნიშნის წარმომადგენლის ინტენსიურ გრძნობებს. თანაც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე. ვერძის ექსპრესიული მოწონება, შესაძლოა, ზოგიერთი ადამიანისთვის დამთრგუნველი იყოს, თუმცა რა შეედრება იმ ფაქტს, რომ ცხოვრებაში პირველად, ადამიანი ღიად გამოხატავს სიმპატიებს და არ ცდილობს შენით მანიპულირებას.

ლომი

ლომის ნიშნის წარმომადგენელი შეჩვეულია, რომ ადამიანებს ადვილად ხიბლავს. ამის მიზეზი მისი შარმი და ქარიზმაა. ის ძალიან თავდაჯერებული ადამიანია, რომელიც მუდამ ახერხებს ურთიერთობებში დომინანტი პოზიციის დაკავებას. როდესაც ის აღმოაჩენს, რომ ადამიანი მოეწონა, თანაც ძალიან სწრაფად და ძალიან ძლიერად, მაქსიმალურად შეეცდება თავს არ მისცეს უფლება, ემოციებმა დაჯაბნოს. ამიტომ, როდესაც ლომს მოსწონხარ, ის ზედმეტად ცივად და გაწონასწორებულად იქცევა. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ დროებითია და სულ მალე, ცეცხლოვან სიყვარულში თავით გადაეშვება.

მშვილდოსანი

მხიარული და ენერგიული მშვილდოსანი მუდამ ახერხებს სამყაროს პოზიტივით უყუროს. როდესაც ადამიანი მოსწონს, მაქსიმალურად ცდილობს დაუმეგობრდეს, რათა მის გვერდით, თავი კომფორტულად იგრძნოს და არ შეეშინდეს შინაგანი სამყარო გაუზიაროს. როდესაც დარწმუნდება, რომ მას ნამდვილად შეუძლია გენდოს, ის აუცილებლად გაგაგებინებს, რომ შენით დაინტერესებულია. სწორედ აქ იწყება ნამდვილი თამაში - მხიარულების მოყვარული მშვილდოსანი გულს გაგიღებს და თავის ყველაზე უჩვეულო და შორეულ შიშებს, დარდებსა და კომპლექსებს გაგიზიარებს.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>