ჯანმრთელობა

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დააყენოთ მაღვიძარა მობილურ ტელეფონზე

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დააყენოთ მაღვიძარა მობილურ ტელეფონზე

1. არღვევს დილის რუტინას

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დააყენოთ მაღვიძარა მობილურ ტელეფონზე

დიახ, გაღვიძებისთანავე ხელში მობილური ტელეფონის აღება, ელექტრონული ფოსტის და შეტყობინებების გადამოწმების გარანტიაა. შედეგად კი დილის რუტინისთვის გამოყოფილი მცირე დრო, კიდევ უფრო მცირდება.

დღის განმავლობაში კარგი განწყობისთვის, აუცილებელია დილით დრო მხოლოდ საკუთარ თავს და ჩვეულ რუტინას დაუთმოთ. მიირთვით საყვარელი ყავა მეილებისა და მესიჯების გარეშე, დატკბით დილის სიმარტივით და შედეგად, კარგ განწყობას მთელი დღის განმავლობაში შეინარჩუნებთ.

2. შესაძლებელია ხმა ვერ გაიგოთ

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დააყენოთ მაღვიძარა მობილურ ტელეფონზე

მობილურ ტელეფონზე დაყენებულ მაღვიძარას უფრო დაბალი ხმა აქვს, ვიდრე კლასიკურ მაღვიძარას. ამიტომ, ძალიან დიდი შანსია, უბრალოდ ხმა ვერ გაიგოთ.

გარდა ამისა, დღის განმავლობაში იმდენად ვართ შეჩვეულები ტელეფონის ხმოვან სიგნალებს, რომ ძილის დროს ორგანიზმი, მის ხმას, ვეღარ აღიქვამს, როგორც „განგაშის სიგნალს“. თქვენ კიდევ ერთი დღე დააგვიანეთ სამსახურში...

3. ელემენტი მარტივად ჯდება

3 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დააყენოთ მაღვიძარა მობილურ ტელეფონზე

ტელეფონის მაღვიძარა არ მუშაობს, თუ ელემენტი გათიშულია. ამიტომ, თუ მაინც ტელეფონის ზარით იღვიძებ დარწმუნდი, რომ ელემენტი დატენილია.

გაითვალისწინე, რომ მაღვიძარა მარტივად იყენებს ელემენტზე დარჩენილ უკანასკნელ ენერგიას. რა თქმა უნდა, არავის უნდა კიდევ ერთი დილა, როდესაც ვერც საუზმეს, ვერც ჩაცმას და ვერც მაკიაჟს ვერ მოასწრებ. თანაც, მაინც დააგვიანებ.