LIFE

3 მითი, რომელიც ყოფილი ადამიანის დავიწყებას კიდევ უფრო ართულებს

3 მითი, რომელიც ყოფილი ადამიანის დავიწყებას კიდევ უფრო ართულებს

1. ჩემი სულის ნაწილი დავკარგე

3 მითი, რომელიც ყოფილი ადამიანის დავიწყებას კიდევ უფრო ართულებს

ყოველთვის გახსოვდეს, რომ თქვენ დაშორდით და ერთად აღარ ხართ. თუ თქვენი ურთიერთობა ბედისწერის ნაყოფი იქნებოდა, ნამდვილად არ დაშორდებოდით - აუცილებლად გამონახავდით გზას, რომ ერთად დარჩენილიყავით. მაგრამ თქვენ სხვა გზა აირჩიეთ და ვეღარასოდეს იცხოვრებთ ერთად დიდხანს და ბედნიერად.

ეს ის სიმართლეა, რომელიც უნდა აღიარო, თუ გინდა, რომ მალე დაივიწყო ადამიანი, რომელიც გიყვარდა. აღიარო, წამოდგე, გზა გააგრძელო, იპოვო ახალი პიროვნება, რომელსაც ისე შეიყვარებ, როგორც იმას, ვინც ამ სიყვარულს არ იმსახურებდა.

2. მისნაირ ადამიანს ვეღარ შევხვდები

3 მითი, რომელიც ყოფილი ადამიანის დავიწყებას კიდევ უფრო ართულებს

რა თქმა უნდა, ეს სიმართლეა. თუ მისი კლონის შეყვარებას და იგივე დრამის განმეორებას არ გეგმავ. ის ერთადერთი და უნიკალური ადამიანია, ისევე, როგორც შენ და ისევე, როგორც ყველა. მისნაირ ადამიანს ნამდვილად ვეღარ შეხვდები და ეს შესანიშნავია.

მაგრამ შენ ფიქრობ, რომ მისნაირ სრულყოფილ და კარგ ადამიანს აღარ შეხვდები. სინამდვილეში, შენ უბრალოდ შეყვარებული ხარ. არავინაა სრულყოფილი და როგორც კი ახალ ადამიანს შეხვდები, რომელიც შენს გაღიმებას შეძლებს, ისიც ზუსტად ისეთივე „სრულყოფილი და კარგი“ გახდება.

3. ყოველთვის მარტო ვიქნები

3 მითი, რომელიც ყოფილი ადამიანის დავიწყებას კიდევ უფრო ართულებს

შენ უბრალოდ გული გტკივა, ამიტომ გესაუბრება თვითშეფასების გარეშე დარჩენილი შინაგანი „მე“ და გკარნახობს, რომ ვეღარასოდეს შეხვდები სხვა ადამიანს. ამის მიზეზი ისაა, რომ ახლა ემოციურად სუსტი ხარ.

თანაც, დარწმუნებული ხარ, რომ მარტოობას იმ ადამიანთან ყოფნა სჯობს, ვინც გულს გტკენს? რა თქმა უნდა, არა. სჯობს მარტო იყო და საკუთარ თავს შენ ჩუქნიდე სიყვარულს, ვიდრე სხვა ადამიანი გამუდმებით გართმევდეს და არ გიბრუნებდეს.



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>