LIFE

3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემები გაქვს

3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემები გაქვს

არ ნახულობ შენს მეგობრებს

3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემები გაქვს

ის ადამიანები, ვის ირგვლივაც ყველაზე დიდ დროს ატარებ, შენი განუყოფელი ნაწილი ხდებიან. ჯანმრთელი არ არის მხოლოდ პარტნიორთან ერთად დროის გატარება; შენს მეგობრებთან ერთადაც უნდა გაატაროთ დრო. თუ ბოლო დროს მეგობრები აღარც გახსენდება მაშინ დროა დაფიქრდე, რა არის პრობლემა.

არსებული ვითარების მიზეზი, შესაძლოა ურთიერთობის კრიზისი იყოს და მეგობრების ნახვა, დროის ბედნიერად გატარება წარმოუდგენლად ჩანდეს. ამ შემთხვევაში, FaceTime ან სხვა აპლიკაციები შესანიშნავი არჩევანია. დაუთმეთ დრო თქვენს მეგობრებთან ვიდეო ჩეთით, მესინჯერით ან სხვა ფორმატით ურთიერთობას.

მხოლოდ იმას აკეთებ, რაც პარტნიორს მოსწონს

3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემები გაქვს

ურთიერთობა ორი ადამიანის თანაბარი სურვილის და მცდელობის შედეგი უნდა იყოს. თუ გამუდმებით ივიწყებ იმ საქმის კეთებას, რაც შენ გსიამოვნებს, მაშინ ამ ურთიერთობას პრობლემები აქვს.

შენი ინტერესები, შეხედულებები და სურვილები ერთიანი ურთიერთობის ნაწილი უნდა იყოს. ამიტომ, განაგრძე იმის კეთება, რაც ბედნიერებას განიჭებს. მათ გარეშე აუცილებლად დაიკარგება შენი პიროვნების ნაწილი, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, არც შენთვის და არც შენი ურთიერთობისთვის სასიკეთო ნამდვილად არ იქნება.

ვეღარ ხედავ ვერც საკუთარ მიზნებს და ვერც სურვილებს

3 ნიშანი იმისა, რომ ურთიერთობაში პრობლემები გაქვს

ურთიერთობა საბოლოო მიზანი კი არ არის, არამედ ეს არის შენი ოცნების მიღწევის დამხმარე საშუალებაა. გაიხსენე შენი თავი ურთიერთობის დაწყებამდე. რა იყო შენი მიზნები და გატაცებები? დღესაც მისდევ საკუთარ სურვილებს? თუ პასუხია „არა“, მაშინ ჰკითხე საკუთარ თავს, რატომ შეიცვალა ყველაფერი.

თუ ურთიერთობის გამო უარს ამბობ საკუთარ ცხოვრებაზე, მაშინ დროა გულწრფელად შეაფასო ეს ურთიერთობა - იქნებ უკვე დროა საკუთარი თავი აირჩიო და ძველი ოცნებების ასასრულებლად გაეშურო?



<a href="https://thoughtcatalog.com/">https://thoughtcatalog.com/</a>