სილამაზე

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

როდესაც ჩვენ ვხედავთ ადამიანს, რომელსაც თვალის ქვეშ მუქი წრეები აქვს, ჩვენ მომენტალურად ვფიქრობთ, რომ მას დააკლდა. მაგრამ სამედიცინო ექსპერტებმა დაადგინეს, რომ მუქი წრეების არსებობის ბევრი სხვა ფაქტორი არსებობს.

მართალია თვალის ქვეშ მუქი წრეების მიზეზი განსხვავებულია, მაგრამ ის გამოწვეულია სისხლძარღვებში თავისუფალი დინების ჟანგბადის ნაკლებობით, რაც იწვევს ჰიპერპიგმენტაციას. ჰიპერპიგმენტაცია, ჩვეულებრივ, შესაძლებელია ქუთუთოების დაწვის, მზის ზედმეტი ზემოქმედების ან არაადეკვატური ძილის შედეგი იყოს; ხოლო სხვა ფაქტორებში შედის გენეტიკა და დაბერება; ასევე, ჰიპერპიგმენტაციის მიზეზად ითვლება ისეთი სამედიცინო მდგომარეობა, როგორიცაა ალერგია, ეგზემა, დერმატიტი და ანემია.

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

როგორ შეგვიძლია ვებრძოლოთ თვალის ქვეშ არსებულ მუქ წრეებს?

შეარჩიეთ საუკეთესო ძილის პოზა

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

ვერტიკალურ მდგომარეობაში ძილი ხელს უწყობს თვალების შეშუპებას. სანამ თქვენ გძინავთ, სითხე შეიძლება შეგროვდეს თქვენს თვალებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც უფრო სწორ პოზიციაში წევხართ. თავის ოდნავ წამოწეულ მდგომარეობაში შენარჩუნება, ხელს უშლის სითხის დაგროვებას, დილით კი დასვენებული სახით გაიღვძებთ.

მოერიდეთ მზის პირდაპირ სხივების ზემოქმედებას

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

ჰკითხეთ ნებისმიერ დერმატოლოგს და ის გეტყვით, რომ სახე მზის სხივებისგან აუცილებლად უნდა დაიცვათ. არა მხოლოდ მზის ნათელი შუქი აბერებს ჩვენს კანს, არამედ მავნე UV სხივებმა შეიძლება ზიანი მიაყენოს თვალის ნაზ კანს. კანის დაბერება იწვევს შეშუპებისა და ქვედა თვალის ქუთუთქოზე მუქი წრეების წარმოქმნას. ასე რომ, თუ მზეზე ყოფნა აპირებთ, წაისვით მზისგან დამცავი კრემი და დაიხურეთ ქუდი!

ყინულის მასაჟები

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

ცნობილია, რომ ცივმა კიტრმა და ჩაის პაკეტებმა შეიძლება შეამცირონ თვალის შეშუპება. ასევე, ყინულის კუბის ან ცივი კომპრესის (ან ყინულის პაკეტის) გამოყენება, ამცირებს მუქი წრეების ინტენსივობას. ყინულის მასაჟი აჯანსაღებს კანს, ანიჭებს განახლებულ და ჯანმრთელ ელფერს.

საკმარისი ძილი

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

როდესაც ჩვენს სხეულს ძილი აკლია, კანი უფრო ფერმკრთალდება, რაც თვალების ქვეშ არსებულ მუქ ლაქებს კიდევ უფრო შესამჩნევს ხდის. იმის გამო, რომ ჩვენი თვალების ქვეშ კანი საკმაოდ თხელია, მას შეუძლია დაღლილობისგან ადვილად ჩამუქდეს. მიზეზი კი, სისხლძარღვების გაფართოებაა. მოზრდილებისთვის მნიშვნელოვანია მინიმუმ 7-დან 9 საათამდე ძილი, რათა სახე სუფთა და ახალგაზრდული იყოს.

დამატენიანებელი კრემი და სამკურნალო ზეთები

რატომ გვიჩნდება მუქი წრეები თვალის ქვეშ და როგორ დავამარცხოთ პრობლემა

სახის დატენიანება სასარგებლო ზეთებითა და დამატენიანებლებით აქრობს ნაოჭებსა და შეშუპების კვალს. შეარჩიეთ ანტიოქსიდანტებით მდიდარი სახის პროდუქტები, ისინი დადებით გავლენას ახდენენ მუქ წრეებზე. გაითვალისწინეთ, რომ ყოველდღიური დამატენიანებელი პროდუქტების შემადგენლობაში აუცილებლად უნდა შედიოდეს ვიტამინი E ან C, ნუშის ან ქოქოსის ზეთი.