სილამაზე

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

1. ჯულია რობერტსი

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

მას ჰოლივუდის ერთ-ერთი ყველაზე მომხიბვლელი ღიმილი აქვს და ერთ-ერთი ცნობილი ადამიანია, რომელმაც პლასტიკური ქირურგიისგან შორს ყოფნა აირჩია. ”მინდა ჩემმა შვილებმა იცოდნენ როდის ვარ გაბრაზებული, როდის ვარ ბედნიერი და როდის ვარ დაბნეული. შენი სახე შენს ისტორიას უნდა ყვებოდეს და არა ექიმების კაბინეტში ვიზიტების რაოდენობას.”- ასე განმარტავს საკუთრ გადაწყვეტილებას მსახიობი.

2. ვინონა რაიდერი

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

ვინონა რაიდერი კიდევ ერთი მაგალითია, როგორ უნდა ვიგრძნოთ თავი კომფორტულად საკუთარ კანში. ასაკის მიუხედავად, ის არ გეგმავს პლასტიკური ქირურგიის დახმარებას. მისივე სიტყვებით, მას მართლა მოსწონს ასაკიანი სახე და დიდხანს ელოდა, როდის ექნებოდა ასეთი გარეგნობა.

3. დაიან კიტონი

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

ჟურნალ People-თან ინტერვიუს დროს, ენი ჰოლის ვარსკვლავმა თქვა, რომ მას აქვს შესანიშნავი მეთოდი იმის გასარკვევად, თუ ვინ გაიკეთა პლასტიკური ქირურგია და ვინ არა. ეს შედგება მხოლოდ მათი ხელების დათვალიერებისგან, და თუ სახესა და ხელებს შორის, ასაკობრივი სხვაობა თვალშისაცემია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანს გარკვეულ ეტაპზე, რაიმე სახის ოპერაცია აქვს გაკეთებული. მიუხედავად ამისა, მისი მკაცრი პოზიცია ქირურგიის წინააღმდეგ არ ნიშნავს, რომ იგი უგულებელყოფს თავის მოვლის პროცედურებს. ეს სინამდვილეში ადასტურებს, რომ მისი უამრავი საიდუმლო აქვს იდეალური გარეგნობის შესანარჩუნებლად.

4. ბრიჯიტ ბარდო

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

ერთ დროს ცნობილი საფრანგეთის მოდის სახე, მოდელი და მსახიობი ბრიჯიტ ბარდო მუდმივად უარყოფს პლასტიკურ ქირურგიას, რაც ნათლად აჩვენებს, რომ მისი, როგორც საერთაშორისო პიროვნების დღეები დასრულდა. დღეს, მსახიობი იბრძვის ცხოველთა უფლებებისთვის და 86 წლის იუბილესთან დაკავშირებით ერთ-ერთი სურვილი - დარწმუნებულიყო, რომ ჩვენ მივალთ იმ წერტილამდე, სადაც ცხოველებს პატივისცემით ვექცევით, უკვე აუსრულდა.

5. ფინქი

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

Twitter- ის საკუთარ ანგარიშზე, პინკმა დაწერა: ”ძვირფასო, შენ ბერდები. სახეზე ხაზებს ვხედავ. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა იღიმები. შენი ცხვირი უფრო ფართოვდება. ეჩვევი ამ ახალ რეალობას და გამოიყურები (და გრძნობ) უცნაურად. შენი ცხვირი, შენი თინეიჯერი შვილების ცხვირს ჰგავს, ხოლო როდესაც იცინი, სახეზე ნაოჭები გიჩნდება.“ მომღერალი და კომპოზიტორი ირჩევს დაბერების ბუნებრივ პროცესს და მხარს არ უჭერს რაიმე სახის პლასტიკურ ქირურგიას.

6. ჯენიფერ ენისტონი

6 ულამაზესი ქალი, ვინც უარი თქვა პლასტიკურ ოპერაციებზე და ბუნებრივად დაბერდა

ჯენიფერი პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგია, რადგან მიიჩნევს, რომ არსებობს სხვა რამ, რაც ქალებს შეუძლიათ გააკეთონ, რათა ახალგაზრდულად და ლამაზად გამოიყურებოდნენ. ამის მაგალითზე ის ასახელებს დამატენიანებლებს, სახის მასაჟებსა და ვარჯიშებს. გარდა ამისა, მსახიობი თვლის, რომ მოდამ აუცილებლად უნდა გააფართოოს სილამაზის სტანდარტები, მათ შორის, გაზარდოს ასაკობრივი ზღვარი. 51 წლის ჯენიფერი მუდამ შეგვახსენებს, რომ ქალი, ნებისმიერ ასაკში ლამაზია.



<a href="https://brightside.me/">https://brightside.me/</a>