LIFE

3 რჩევა, როგორ დავუწესოთ ადამიანებს ურთიერთობებისას პირადი საზღვრები

3 რჩევა, როგორ დავუწესოთ ადამიანებს ურთიერთობებისას პირადი საზღვრები

ინტერპერსონალური უნარების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც აუცილებლად უნდა განვავითაროთ, არის პერსონალური საზღვრების დადგენა. ეს დაგვეხმარება ოჯახურ ცხოვრებაში, სამუშაო ადგილზე, რომანტიკულ ურთიერთობებსა და ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც უნდა ვთქვათ უარი და დავიცვათ თავი არასათანადო მოპყრობისგან. პირადი საზღვრების ქონა აუცილებელია ცხოვრების ყველა სფეროში.

ზოგჯერ, შეიძლება ძნელი იყოს იმის გაცნობიერება, რომ ჩვენ გვჭირდება საზღვრების გამკაცრება ან მათი დაცვა, მაგრამ ეს აუცილებელია. პირველ რიგში, საზღვრები გვეხმარება დავიცვათ პიროვნება და მკაფიოდ დავაფიქსიროთ ის, რაც ჩვენთვის მიუღებელია. საზღვრები გვეხმარება ჩვენი ძირითადი ღირებულებების და რწმენის შენარჩუნებაში.

გარდა ამისა, საზღვრები დაგვეხმარება, რომ პირველ ადგილზე ჩვენი თავი დავაყენოთ. მიიჩნევა, რომ ეს ეგოისტური საქციელია, თუმცა აუცილებელია პიროვნების განვითარებისთვის, რადგან ის გვეხმარება დავიცვათ ჩვენი კეთილდღეობა და განვავითაროთ უკეთესი ურთიერთობები. საზღვრების არსებობა გვეხმარება საკუთარი თავის სიყვარულში და გვაგრძნობინებს, თუ როგორი ძლიერები ვართ. როგორ შეგვიძლია დავაწესოთ ეს საზღვრები?

1. არ შეეგუოთ, როდესაც რამე მიუღებელია

3 რჩევა, როგორ დავუწესოთ ადამიანებს ურთიერთობებისას პირადი საზღვრები

პირველი სტრატეგია არის იმის იდენტიფიცირება, რაც მიუღებლად მიგაჩნიათ და შემდეგ, მის წინააღმდეგ მოქმედება. გაცილებით ადვილია გაუმკლავდეთ ამ ვალდებულებას საკუთარ თავის წინაშე და განსაზღვროთ, როგორ იმოქმედებთ სხვა ადამიანებთან დაკავშირებით, თუ ეს მიუღებელი სიტუაცია რეალობა გახდება. არ შეგეშინდეთ ზომების მიღების, იქნება ეს ამ ადამიანების დაბლოკვა, მათთან დისკუსიაში შესვლა თუ აზრის ხმამაღლა დაფიქსირება. ეს დაგეხმარებათ ილაპარაკოთ, არ გაჩუმდეთ, აღარ შეეგუოთ კონკრეტულ სიტუაციებს და საბოლოოდ, გააგებინოთ სხვა ადამიანებს, რა არის თქვენთვის მიუღებელი.

შეიძლება თქვენ იყოთ პირველი ადამიანი სოციალურ ჯგუფში ან სამსახურში, ვინც მკაფიოდ ნიშნავს საკუთარ საზღვრებს. შეიძლება გაგიჩნდეთ გრძნობა, რომ ჯგუფიდან გამოირჩევით. მაგრამ თქვენი ქცევა, დადებითად აისახება სხვა ადამიანებზე. ისინიც დაიწყებენ თავიანთი საზღვრების დადგენასა და საკუთარი შეხედულებების დაცვას.

2. იმოქმედეთ, როდესაც საზღვარს გადალახავენ

3 რჩევა, როგორ დავუწესოთ ადამიანებს ურთიერთობებისას პირადი საზღვრები

შეიძლება რთული იყოს მომენტზე რეაგირება. შეიძლება შეგეშინდეთ, როდესაც სხვები ამ საზღვარს გადაკვეთენ და არ იცოდეთ, როგორ იმოქმედოთ. ამიტომ კარგი იდეაა წინასწარ განსაზღვროთ სანქციები. მკაფიოდ გადაწყვიტეთ რა ეტაპზე დატოვებთ სიტუაციას. გეგმის არსებობა დაგეხმარებათ უფრო დაცულად იგრძნოთ თავი, უკეთესად მოემზადებით საზღვრების გამოცდისთვის და რაც მთავარია, სამომავლოდ უკეთ დაიცვათ ისინი.

კარგი იდეაა მშვიდად მოქმედება. მოერიდეთ ყვირილს ან შეურაცხყოფას, რადგან ამან შეიძლება სიტუაცია გააუარესოს. მიუთითეთ მშვიდად და თავაზიანად, რადგან სიმშვიდის შენარჩუნებით, გაცილებით უკეთ შეძლებთ თავდაცვას და ასე, სხვების თვალში არც თქვენი პოზიცია შეირყევა.

3. მკაფიოდ მონიშნეთ თქვენი საზღვრები 

3 რჩევა, როგორ დავუწესოთ ადამიანებს ურთიერთობებისას პირადი საზღვრები

კარგი იდეა წინასწარ გაითვალისწინოთ პრობლემები და ისაუბროთ თქვენს გარშემო მყოფ ადამიანებთან თქვენი საზღვრების შესახებ. მაგალითად, შეგიძლიათ აღნიშნოთ, რომ არ ხართ მზად ისაუბროთ თქვენი სხეულის და კვების რაციონის შესახებ. ეს ყველაფერი სხვებს დაეხმარებათ გაიგონ, რა არის ის, რაც შენ გინდა.

დაიწყეთ მარტივი კომუნიკაციით: რაც გსურთ და არ გსურთ, რა გჭირდებათ და რას ელით; არ ჩათვალოთ, რომ სხვა ადამიანები წაიკითხავენ თქვენს აზრს. ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ თქმაც კი არ იქნება საკმარისი.მას შემდეგ, რაც სხვა ადამიანამდე მიიტანთ თქვენს საზღვრებს, მან უნდა აირჩიოს გადალახავს თუ არა მათ.