ჯანმრთელობა

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში

5 რჩევა, როგორ შევინარჩუნოთ სიმშვიდე სტრესულ სიტუაციაში

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ სტრესის ქვეშ სიმშვიდის შენარჩუნების უნარი არ არის მემკვიდრეობითი მახასიათებელი. ეს არის სრულად შესწავლადი უნარი.

1. გაანალიზეთ სიტუაცია

უმეტესად, შიშის მიზეზი ისაა, რომ არ გესმით რა არის დავალების, პრობლემის ან რთული სიტუაციის მეორე მხარე. როდესაც ჩვენ არ ვიცით რა გველოდება, გონება ცდილობს შეავსოს ეს ხარვეზები და ზოგისთვის ეს კოშმარულ, პესიმისტურ წარმოდგენებს ნიშნავს. ამ სააზროვნო პროცესთან ბრძოლის ერთ-ერთი ძირითადი გზა, სიტუაციის გაანალიზებაა.

იმის ნაცვლად, რომ შიშის აჰყვეთ, შეეცადეთ განსაზღვროთ, თუ რა შეგიძლიათ გაიგოთ შექმნილი ვითარების შესახებ. ეს დაგეხმარებათ დაიბრუნოთ სიტუაციაზე კონტროლი, რაც მის მოსაგვარებლად საჭირო თავდაჯერებულობით აგავსებთ.

2. იაზროვნეთ პოზიტიურად

როდესაც ისეთ სიტუაციაში ხართ, რომელიც სერიოზულად გსტრესავთ, წარმოუდგენლად რთული იქნება დადებითი მოვლენების დანახვა. მაგრამ, აუციელებელია, რომ ცუდი დღეების შესახებ გახსოვდეთ, რომ ისინი არა წელი, არც ათწლეული, არც მთელი სიცოცხლე, არამედ მხოლოდ დროის მცირე პერიოდი გრძელდება.

გაუმეორეთ საკუთარ თავს ”დღეს რთული დღეა, ხვალ უკეთესი იქნება." ეს დაგეხმარებათ გააფართოვოთ პერსპექტივა და გააცნობიეროთ, რომ დროებითი ვითარებაში არ უნდა დახარჯოთ თქვენი ენერგია და არც ნერვული სისტემა დაიზიანოთ.

3. გჯეროდეთ საკუთარი თავის

ხშირად, ჩვენ არ გვჯერა, რომ საკმარისად ძლიერი ადამიანები ვართ. ამის მიზეზი ისაა, რომ ბუნებრივი თავდაჯერება გვაკლია. მაგრამ გახსოვდეთ, რომ თქვენ ამის გაკეთება შეგიძლიათ. თქვენ შეიძლება ვერ აკონტროლებთ ყველა სიტუაციას, მაგრამ გაქვთ შესაძლებლობა აირჩიოთ, თუ როგორ გაუმკლავდებით მათ.

სტრესის დროს, შეიძლება აირჩიოთ შიში ან აიღოთ ინიციატივა და დაიწყოთ მოქმედება, რათა პრობლემისგან გათავისუფლდეთ. თქვენ უბრალოდ უნდა გჯეროდეთ, რომ ამ გამოწვევის დაძლევა შეგიძლიათ.

4. წარმოიდგინეთ უფრო მშვიდი სურათი

თუ თავს საოცრად სტრესულად გრძნობთ, ან გრძნობთ, რომ თქვენს წინაშე გადაულახავი წინაღობააა, რატომ არ უნდა „გაიქცეთ“ რამდენიმე წუთით? დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, რომ სხვაგან ხართ. თქვენ შეგიძლიათ კრისტალურად სუფთა წყლის ზედაპირზე იტივტივოთ ან მდუმარე, თოვლით დაფარული მთის სუფთა ჰაერი შეისუნთქოთ.

მას შემდეგ რაც შეძლებთ გულისცემის დარეგულირებას და სხეულის დამშვიდებას, თქვენ შეძლებთ კონტროლის აღდგენას და რაც მთავარია, ეფექტიან რეაგირებას სიტუაციაზე.

5. იქონიეთ სარეზერვო გეგმა

არასოდესაა ზედმეტი უკანა კედელზე ჩამოკიდებული გეგმა B ან თუნდაც Z. სიტუაციისთვის მზადება და იმის დაგეგმვა, თუ წარუმატებლობის შემთხვევაში, როგორ შეიძლება რეაგირება, კონტროლის გრძნობას შეგიქმნით და საშუალებას მოგცემთ გათავისუფლდეთ სტრესისგან.თქვენ იცით, რომ თუ რამე არასწორად მოხდება,უკვე მზად ხართ მასთან გასამკლავებლად; ეს დაუყოვნებლივ გაზრდის თქვენი სიმშვიდის გრძნობას.

სარეზერვო გეგმის შექმნით, თქვენ ასევე აღიარებთ, რომ თუ სიტუაციას წარმატებით ვერ გაუმკლავდებით, სამყარო არ დასრულდება. დაკისრებული ამოცანის მიღმა, თქვენ გაქვთ მომავალი, რადგან ამისათვის უკვე გეგმაც კი გაქვთ!



<a href="https://www.makemebetter.net/">https://www.makemebetter.net/</a>